x
image
alex999
Mediator image
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ავიამზიდი უკვე მზადაა!
მსოფლიო ისტორიას კიდევ ერთი ყველაზე ძვირადღირებული სამხედრო ხომალდი

დაემატა, ამჯერად ყველაზე დიდი და ძვირადღირებული- USS Gerald Ford.


2016 წლის მარტის თვეში ავიამზიდის 97% უკვე დამზადდა. სექტემბრის თვეში

12, 9 მილიარდი დოლარის ღირებულების უახლესი ტექნოლოგიის ავიამზიდი, აშშ-ს


საზღვაო ფლოტს შეუერთდება.


image


ხომალდი დღესდღეობით უკვე ყველაზე დიდი ავიამზიდია. მისი სიგრძე 333 მეტრს

შეადგენს, ხოლო ბორტზე 4 400 ადამიანი და 75 ერთეული საავიაციო ტექნიკა განთავსდება. cnn-ის თანახმად, იგი ახალი გამანადგურებლის f-35 ის ასაფრენ

ზოლად იქცევა.


ავიამზიდის მშენებლობა დაიწყო 2009 წელს, როგორც წესი დასრულების თარიღად

2016 წლის მარტს ვარაუდობდნენ, მაგრამ ვარაუდში ოდნავ შეცდნენ. აშშ სამხედრო საზღვაო ფლოტის გენერალური მდივნის მოადგილე შონ ჯ. სტიკლის განცხადებით,

გემის მშენებლობის პროცესის 97% წარმატებით დასრულდა 2016 წლის მარტში.


image


ახალი ავიამზიდი ამჟამად მოქმედი 10 ხომალდის დატვირთვას შეამცირებს. მის

ბორტიდან ანალოგიურ დროის მონაკვეთში უფრო მეტი საფრენი აპარატი აფრინდება.

ხომალდის მშენებლობა ამერიკის 38- ე პრეზიდენტის საპატივსაცემოდ ჯერალდ

ფორდი დაარქვეს. ხომალდი ამა წლის ივლისის თვეში პირველად გაცურავს სატესტო

ვერსიით ზღვაში.


image


უახლოეს მომავალაში დამზადდება სერიის მეორე ხომალდი, რომელსაც

ჯონ ფ. კენედი ერქმევა, ისიც პრეზიდენტის საპატივსაცემოდ, ხოლო მესამე

enterprise-ის სახელით ისარგებლებს.


image


გავრცელებული უკანასკნელი ინფორმაციით ავიამზიდი - USS John Kennedy

2020 წლისთვის უკვე მზად იქნება. ამ ეტაპისკენ ავიამზიდის სამუშაოები კვლავ

მიმდინარეობს, დასრულებულია მხოლოდ 18%.


image


USS Entreprise -ის სახელწოდების ავიამზიდის მშენებლობა 2018 წელს დაიწყება.


image


მომავალ 5 წელიწადში აშშ-მ გრადიოზულ სამხედრო მეგა-პროექტებისთვის

81 მილიარდი დოლარი გამოყო. ზოგიერთი კრიტიკოსის და ექსპერტის აზრით,

გიგანტურ ავიამზიდებზე ასტრონომიული თანხების ხარჯვა უაზრობაა, ვინაიდან

მათი გამოყენება მომავალ საომარ პირობებში ნაკლებად პროდუქტიული იქნება.

მითუმეტეს ჩინეთში აგებენ ძლიერ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს.






სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი





1
1226
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1226
  
2016, 10 ივნისი, 16:57
სუპერ პუპერ პაშინი მაშინა!
0 1 1