x
image
მანჩო 777
სპარსული მუმიის საიდუმლო - არქეოლოგია თუ კრიმინალი?
2000 წლის ნოემბერში პაკისტანის პოლიციაში შევიდა ცნობა იმის შესახებ, რომ ვიღაც ტიპები შავ ბაზარზე ჰყიდდნენ უიშვიათესი წარმოშობის მუმიას, რომელიც თითქოსდა ირანის ტერიტორიაზე იყო ნაპოვნი და თანაც, მასში არც ისე ცოტა თანხას -12 მილიონ დოლარს ითხოვდნენ. რა თქმა უნდა, პოლიციამ მუმიით მოვაჭრეები დააპატიმრა, თავად ნაპოცნი კი არქეოლოგიის მუზეუმს გადასცა.


image


პრესა და ტელევიზია მოსალოდნელ უდიდეს არქეოლოგიურ სენსაციაზე ალაპარაკდა, რადგან ეს ირანული მუმიის პოვნის უპრეცენდენტო შემთხვევა იყო. უფრო მეტიც, ხსენებაც კი არანაირ სპარსულ წყაროში არ ყოფილა დამარხვის ასეთი წესის შესახებ. არქეოლოგები ძველ სპარსეთსა და ეგვიპტეს შორის კულტურული კავშირის და საერთოდ, აქამდე უცნობი ცივილიზაციის არსებობის შესახებაც კი ალაპარაკდნენ.


მუმია იდო შესანიშნავად დამუშავებული ხის სარკოფაგში, რომელსაც ძველბაბილონური მანუსკრიპტი ამშვენებდა. სხეული წესისამებრ გახვეული იყო ტილოს ნაჭერში, მუმიის სახეს ფარავდა ოქროს ნიღაბი, დამუშავებული ძველირანული პრიმიტიული წესით. ნიღაბი სულაც არ იყო პორტრეტი - ის პირობითად გამოხატავდა ადამიანის სახის მოყვანილობას. მუმიას მკერდზე ედო ოქროს ფირფიტა, რომელზეც ასევე ძველ სპარსულ ენაზე შესრულებული იყო წარწერა. როცა მკვლევარებმა სახვევები შემოხსნეს, იქ საშუალო ასაკის ქალის ბალზამირებული სხეული აღმოჩნდა, ხოლო წარწერა გვამცნობდა, რომ ეს იყო სპარსეთის მეფის - ქსერქსე პირველის ქალიშვილი, რომელიც ჩვენს ერამდე 2500 წლის წინ ცხოვრობდა.



გარეგნულმა დათვალიერებამ აჩვენა, რომ მუმიის გახვევის წესი ზუსტად ემთხვეოდა ძველეგვიპტურ წესს, ასევე ბალზამირების მეთოდიც ძველეგვიპტური იყო. ის, რომ საკოფაგში არ აღმოჩნდა შიგნეულით სავსე ჭურჭელი, სამარხების მძარცველებს მიაწერეს, რომლებიც ნადირობენ ყოველგვარ ანტიკვარიატზე, მაგრამ მეცნიერები ეჭვში ჩააგდო იმან, რომ მუმიის მუცლის ღრუ სავსე იყო კირქვით. ეგვიპტელები ბალზამირების წინ სხეულს ჩაუმქრალ კირქვაში ათავსებდნენ, თუმცა ამ მასალით მუცლის ღრუს არასოდეს ავსებდნენ.

წინასწარი დათვალიერების შემდეგ აუცილებელი იყო მუმიის ასაკის გარკვევა, ამისთვის კი, როგორც ცნობილია, გამოიყენება ნახშირბადოვანი ანალიზი და აქ ყველაფერი თავდაყირა დადგა - პირველივე ანალიზმა აჩვენა, რომ ქალი, რომლის მუმიასაც ასე საგულდაგულოდ იკვლევდნენ, არც მეტი, არც ნაკლები, 1976 წელს გარდაიცვალა. მოკლედ რომ ვთქვათ, მუმია მხოლოდ და მხოლოდ 25 წლის იყო. შემდგომმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ოქროც სულ ახალია და მისი წარმოშობის ადგილიც კი დადგინდა-სამხრეთი აფრიკა. თანამედროვე აღმოჩნდა ქსოვილიც, რომელშიც მუმია იყო გახვეული, ხის სარკოფაგიც, კირქვაც და სარკოფაგზე გაკეთებული ძველსპარსული წარწერაც, რომელიც ლითონის ინსტრუმენტებით იყო შესრულებული. ამრიგად, არქეოლოგიური ამოცანა დეტექტიურ ამოცანად იქცა.


image


დამნაშავეების გონიერებამ და გამჭრიახობამ მეცნიერები და დეტექტივები განაცვიფრა. მათ შეძლეს იდეალურად შეესრულებინათ მუმიფიცირების პროცესი, თანაც ისე კარგად, რომ გარეგნული დათვალიერებით ის თავისუფლად შეიძლებოდა უძველესად მიეჩნიათ და კიდევ, თითზე ჩამოსათვლელია ადამიანები, რომლებსაც ხელეწიფებათ ძველბაბილონური ლურსმული დამწერლობით დაწერონ წმინდა ტექსტი (სარკოფაგზე ამოტვიფრული იყო საკმაოდ ცნობილი წმინდა ფორმულები). იმისათვის, რომ ეს წარწერა შეესრულებინათ, საჭირო იყო ინსტრუმენტების სპეციალურად დამზადება, მსგავსი იმისა, რომლებიც ნაპოვნია არქეოლოგიური გათხრების დროს.

ოქროს ფირფიტაზე გაკეთებული ძველი სპარსული წარწერა შესრულებული იყო უშეცდომოდ, რეალური ისტორიული მოვლენების გათვალისწინებით. მოკლედ, დამნაშავეები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მშვენივრად იცოდნენ ძველი ენები, შესანიშნავად ერკვეოდნენ ეგვიპტური მუმიფიცირების ხელოვნებაში, ძველი ხის ოსტატების მუშაობის მეთოდებში, სპარსეთის ისტორიაში და კიდევ უამრავ სხვა რამეში.

ასეა თუ ისე, სპარსული მუმიის ისტორიაც აქ მთავრდება - პაკისტანის პოლიციის მიერ დაწყებული გამოძიება ჩიხში შევიდა და ყალბი მუმიის დამამზადებლების პოვნა შეუძლებელი გახდა. ამბობდნენ, რომ მათი კვალი ირანში თუ ავღანეთში მიდიოდა. მეცნიერებმა დაკარგეს ნაპოვნის მიმართ ინტერესი, ხოლო მუმია, როგორც იდეალური ფალსიფიცირების ნიმუში, დღესაც ინახება მუზეუმში.


0
676
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
676
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0