x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
სახსრების მკურნალობა და აღდგენა ძალიან ეფექტური ხალხური საშუალებით

image
სამწუხაროდ სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები ყველა ჩვენთაგანს დროთა განმავლობაში უჩნდება. ზოგიერთებს ღრმა მოხუცებულობაში, ზოგს კი – უფრო ადრეულ ასაკში. ეს შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მათ შორისაა: მძიმე ფიზიკური შრომა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ჰორმონალური ფონის შეცვლა, მემკვიდრეობითი ფაქტორები...

სახსრების სამკურნალოდ არსებობს საუკუნეების მანძილზე გამოცდილი ხალხური საშუალებები, ზოგჯერ გაცილებით უფრო ეფექტური, ვიდრე ზოგიერთი ძვირადღირებული მედიკამენტი.
სტატიაში შემოგთავაზებთ ნატურალურ საშუალებას, რომელსაც გააჩნია ძლიერი აღმდგენი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, სახსრებს ელასტიურობას ანიჭებს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, სისხლს სასარგებლო ნივთიერებებით ამდიდრებს.


როგორ აღვადგინოთ სახსრები


image


ინგრედიენტები:


– 1 კგ. თაფლი;


– 10 ს.კ. სელის თესლი;

– 50 გრ. გარჩეული გოგრის ნედლი თესლი;

– 5 ს.კ. დაფქული სეზამის თესლი;

– 3 ს.კ. ქიშმიში;

– 50 გრ. გარჩეული ნედლი მზესუმზირა;

– 50 გრ. ხორბლის ქატო.


მომზადების წესი:


1. დიდ თასში კარგად აურიეთ ზემოთ მოცემული ყველა ინგრედიენტი.

2. გადაიტანეთ მიღებული მასა შუშის ჭურჭელში, დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.


მიიღეთ 1 ს.კ. საუზმემდე და სადილამდე 20 წუთით ადრე. მანამდე კი დარწმუნდით, რომ ალერგიული არ ხართ რომელიმე კომპონენტის მიმართ.


image


წამალი საოცრად გემრიელია! ამასთან, ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად, რადგან აღნიშნული ინგრედიენტები ვიტამინებისა და მინერალების ულევ წყაროს წარმოადგენს, რომელიც ორგანიზმის დაცვის უნარიანობას აძლიერებს. მიირთმევთ თუ არა დილით ამ საოცარ საშუალებას, მაშინვე იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას!

2
2629
14-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
2629
  
2016, 26 აპრილი, 13:10
დიდი მადლობა, ალექს
2016, 26 აპრილი, 11:08
კარგი სტატიაა... ესეთ თემას თუ ეხება უკვე ძალიან ვინტერესდები გავაზიარე...
0 1 2