x
image
natia.a
6 შეცდომა, რომელიც პირველმა ლედებმა სამოსის შერჩევისას დაუშვეს - ეს ისტორიას დარჩება!

image
მაკიაჟის ოდნავი გადაჭარება ან ფერების თუ პრინტების არასწორი შეხამება შეიძლება ნებისმიერ ქალს შეემთხვეს, მათ შორის ქვეყნის პირველი პირების მეუღლეებსაც. ბოლოს და ბოლოს, ისინიც ხომ ჩვეულებრივი ქალები არიან... მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფებიან და საშუალება აქვთ ქვეყნის საუკეთესო სტილისტებსა და დიზაინერებს მიმართონ, პირველი ქალბატონები ზოგჯერ, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად გამოჩნდებიან ხოლმე საზოგადოებაში.

1. პენ ლიუანი, ჩინეთი

სულ ცოტა ხნის წინ სწორედ ამგვარ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის, სი ცზინპინის მეუღლე, პენ ლიუიანი. ლონდონში გამართულ საზეიმო წვეულებაზე, სადაც მადამ ლიუანი მეუღლესთან ერთად მიბრძანდა, ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო ქალბატონის ზედმეტად გამოკვეთლმა და შესამჩნევმა მაკიაჟმა. აღსანიშნავია, რომ პირველი ლედის მაკიაჟში დაშვებული შეცდომა მხოლოდ ძლიერი განათებისა და კამერების "ფლეშის" წყალობით იქნა შემჩნეული.
image

შედარებით ნაკლები სინათლის დროს არასწორად დატანილი ფერუმარილი საერთოდ არ ჩანს.
image

იმავე დღეს ბრიტანულ ტაბლოიდებზე გაჩნდა ჩანაწერები იმის შესახებ, რომ ჩინელმა ქალბატონმა იგივე შეცდომა დაუშვა, რა ერთ დროს ანჯელინა ჯოლიმ, რომელიც ერთხელ სწორედ ასეთი "ფქვილის" ეფექტით წარსდგა პუბლიკის წინაშე.
image

2. ლიუდმილა პუტინა
image

რუსეთის პრეზიდენტის ყოფილ მეუღლეს, ლუდმილა პუტინასა ასევე ლონდონში ყოფნისას შეემთხვა უხერხული სიტუაცია. მოდური პრესა, როგორც ცნობილია, არასოდეს სწყალობდა ამ ქალბატონის ჩაცმულობას და სტილს და ხშირად აკრიტიკებდა ზედმეტი უბრალოებისა და მოუხეშავობის გამო. ასე მოხდა ინგლისის დედოფალთან შეხვედრის დროსაც. რუსეთის მაშინდელი პირველი ლედი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ "ზედმეტად ბრიტანულად" შეეცადა გამოჩენილიყო. საქმე ის იყო, რომ ლუდმილა პუტინა გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა კრემისფერი კაბით, გრძელი პალტოთი და ღია ფერის, დიდი და უხვად მორთული ქუდით, რომელმაც აშკარად დაჩრდილა დედოფლის პაწაწუნა თავსაბური.
image

ვიზიტის დასრულების შემდეგ ბრიტანული ტაბლოიდები აივსო სარკასტული ტექტებით, რომლებზეც ვკითხულობდით, რომ რუსეთის პირველი ლედი "ჩაცმული იყო, როგორც ექვსი წლის გოგო, რომელიც ქორწილში პატარძალს მიაცილებს". დაამატეს ისიც, რომ ამ ჩაცმულობამ უკან მოიტოვა "ცივი ომის" პერიოდში რაისა გორბაჩოვას მოდური "მიღწევები".
image

3. ნინა ხრუშოვა, სსრკ
image

ლუდმილა პუტინას გარდერობზე პრესის სარკასტული თავდასხმები მოსატანიც კი არ არის ნინა ხრუშოვას "მოდურ თავგადასავლებთან", აშშ-ში ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად პირველად ჩასვლის დროს. ეს მართლაც უნიკალური შემთხვევა იყო, რადგან მანამდე საბჭოთა ლიდერების მეუღლეები არც საზოგადოებაში ჩნდებოდნენ და არც სამოსით გამოირჩეოდნენ. ეს უბრალოდ არ იყო მიღებული. 1959 წელს კი შედგა არა მხოლოდ საზოგადოებაში გამოსვლა, არამედ საზღვარგარეთ ოფიციალური გამგზავრება. მოკრძალებულად, უბრალოდ, "ხალხურად" ჩაცმული საბჭოთა პირველი ლედი აღმოჩნდა ამერიკელი კოლეგის - გამხდარი, ელეგანტური უზადოდ ჩაცმული ჟაკლინ კენედის კომპანიაში.


image
ჟურნალისტებმა თავიდანვე მიაქციეს ყურადღება ამ შეხვედრის ბუნებრივ, არაიმიტირებულ გროტესკულობას, რომელიც წარმოშვა ორი უძლიერესი სახელმწიფოს პირველ ქალბატონებს შორის არსებულმა კოლოსალურმა განსხვავებამ. ეს განსხვავება ყველაზე თვალსაჩინოდ ასახავდა ორი ქვეყნის მენტალიტეტსა და ცხოვრების წესს შორის არსებულ უზარმაზარ უფსკრულს.

ეს ფოტო კი 1961 წელს არის გადაღებული. მართალია, ნინა პეტრეს ასულის ღიმილი ისევ ისეთი გულუბრყვილოა და არ ჰგავს პირველი ლედისთვის დამახასიათებელ პროტოკოლურ გამომეტყველებას, თუმცა გარკვეული მეტაფმორფოზები გენერალური მდივნის მეუღლის გარეგნობაში მაინც შეიმჩნევა.
image

4. მიშელ ობამა, აშშ

დასავლურ პრესაში აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მეუღლეს ხშირად მოიხსენიებენ ფერებზე ექსპერიმენტის მოყვარულად. ამაზე არ დათანხმება ძნელია - აშშ-ს პირველი ლედი იშვიათად ჩნდება პუბლიკის წინაშე მოსაწყენი, ერთ ტონებში გადაწყვეტილი სამოსით. უფრო ხშირად მიშელი ნათელ, ექსტრავაგანტულ ვარიანტებს ირჩევს. თუმცა ზოგჯერ ზედმეტიც მოსდის. პუბლიკის წინაშე მიშელ ობამას ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამოსვლა იყო 2009 წელს ლონდონში. ბრიტანეთის დედაქალაქში ამერიკელი პირველი ლედი საკმაოდ ეპატაჟურ და დამაინტრიგებელ ფორმაში გამოჩნდა.
image

პუბლიკას არც მიშელის ერთ-ერთი ყველაზე მოკრძალებული სამოსი მოეწონა. უფრო სწორედ არა თუ არ მოეწონა, არამედ საზოგადოება გააღიზიანა კიდეც და პირველ ქალბატონს კრიტიკის ქარბორბალაც დაატეხეს თავზე ფოტოზე აღბეჭდილი სამოსის გამო.
image

ამგვარი რეაქცია პრეზიდენტის მეუღლის სამოსმა გამოიწვია ერთი უბრალო მიზეზის გამო. მიშელი გამოჩნდა ნათელი ფერის კოსტიუმში და თავსაბურავის გარეშე საუდის არაბეთის მეფესთან შეხვედრისას. იმავე დღეს Twitter აივსო არაბულ ენაზე გაკეთებული ჰეშტეგებით, რომელთა აზრიც საბოლოოდ შემდეგზე დადიოდა: "მიშელი საკმარისად მოკრძალებული არ არის". დასავლურმა პრესამ კი არაბული სამყაროს ამ კრიტიკას უპასუხა, რომ პირველი ლედი განაგრძობს ტრადიციას თავისი წინამორბედების - ჰილარი კლინტონისა და ლორა ბუშისა, რომლებმაც ასევე იგნორირება გაუკეთეს "განსაკუთრებულ" გარდერობს საუდის არაბეთში პირველი ლედის რანგში სტუმრობისას.

5. ლორა ბუში, აშშ


image

2006 წელს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მეუღლე ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. პირველი ლედი თეთრ სახლში საშობაო მიღებაზე გამოცხადდა ამერიკელი მოდელიორის, Oscar de la Renta-ს 8, 5 ათასი დოლარის ღირებულების წითელ კაბაში.

თითქოს არც არაფერი - კაბა მართლაც მშვენიერი იყო. მაგრამ საზეიმო მიღებაზე კიდევ ორი ქალბატონი მივიდა სწორედ იგივენაირ კაბებში.
image

"ქალბატონებმა ერთმანეთს უნდა მიულოცონ კარგი გემოვნება, და კიდევ ის, რომ აქვთ შესაძლებლობა, საკუთარ თავს ასეთი კაბის უფლება მისცენ" - განაცხადა თეთრი სახლის პროტოკოლის საკითხების მდივანმა, ლეტიცია ბოლდრიჯმა. პირველი ლედი იძულებული გახდა წვეულება ცოტა ხნით დაეტოვებინა და კაბა გამოეცვალა.

6. კარლა ბრუნი, საფრანგეთი


საფრანგეთის 23-ე პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მეუღლეს სამოსთან დაკავშირებული უხერხული შემთხვევა 2012 წელს შეემთხვა, საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ინაუგურაციის დღეს. საზეიმო ცერემონიის დროს ბრუნი დაჭმუჭნილი სარვალ-კოსტიუმითა და გაცვეთილი შავი ბალეტკებით წარდგა.
image

პრესის ვერდიქტი დაუნდობელი იყო. "პირველი ლედის ტიტულთან ერთად კარლა ბრუნიმ სილამაზისა და სტილის შეგრძნებაც დაკარგა", - წერდნენ ჟურნალ-გაზეთებში.



0
5312
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
5312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0