x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508244
ფილიპინების სანაპიროსთან ზღვაზე მოლივლივე იახტაში მუმიფიცირებული მოგზაური იპოვეს
imageფილიპინების სანაპიროს მახლობლად იპოვეს იახტა მომტვრეული ანძით, რომლის კაიუტაშიც აღმოაჩინეს მოგზაურის მუმიფიცირებული გვამი.მამაკაცი ვინაობა დადგინა იახტაში აღმოჩენილი დოკუმენტებით.გემი ბოლო ერთი წლის გამავლობაში "მოგზაურობდა" შტურვალის გარეშე.



როგორც Daily Mail-ი იუწყება, 12 მეტრიანი იახტა "SAYO" -ს მფლობელი გახლდათ გერმანელი 59 წლის მანფრედ ფრიც ბაიორატი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო.მეთევზეებმა მისი გვამი მაგიდასთან მჯდომი აღმოაჩინეს.

image

კაიუტაში იპოვეს აგრეთვე დოკუმენტები, ფოტოალბომი და დაკონერვებული ქილები.


მოგზაურის ერთ-ერთმა ნაცნობმა აღნიშნა, რომ ბაიორატს უკანასკნელად ერთი წლის დაუკავშირდა "ფეისბუქის" საშუალებით და დაბადების დღე მიულოცა.


პოლიცია ცდილობს გაარკვიოს მოგზაურის ბოლო მარშრუტი, ამასთანვე ეძებს ადამიანებს, რომლებთანაც შესაძლოა ჰქონდა კონტაქტი აწ გარდაცვლილს.ოკეანის მშრალმა ქარებმა, მაღალმა ტემპერატურამ და მარილიანმა ჰავამ მოგზაურის გვამი მუმიად აქცია.


გერმანელი მოგზაური თავიდან ცოლთან ერთად მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო, თუმცა 2008 წელს ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, 2010 წელს კი ცოლი სიმსივნისგან გარდაიცვალა.

image

ბოლო წლები ბაიორატი მარტო მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო, მისმა ერთ-ერთმა ნაცნობმა პრესას განუცხადა, რომ, "ის იყო ძალიან გამოცდილი მეზღვაური და არ მჯერა, რომ შტორმის დროს შევიდა ზღვაში და მაგ დროს გაურტყდა ანძა.ვფიქრობ, რომ ანძა მანფრედის სიკვდილს შემდეგ გატყდა".


image


ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოგზაური მოულოდნელად გარდაიცვალა.ამაზე მეტყველებს მისი პოზაც.შესაძლოა მას გულის შეტევა ჰქონდა. პოლიცია გერმანიაში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ეძებს, კერძოდ მის ქალიშვილს, რომელიც გემის კაპიტანია.

image

image

0
877
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
877
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0