x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვარსკვლავი ფეხბურთელების არჩეული მაისურის ნომრები და მათი ისტორიები!

თუ გაინტერესებთ, რატომ ეცვათ ცნობილ ფეხბურთელებს უცნაური ნომრებით აღბეჭდილი მაისური, მაშინ ეს სტატიაა აუცილებლად უნდა ნახოთ...

image




1. დევიდ ბექჰემი


image


როდესაც დეივიდ ბექჰემი მანჩესტერ იუნაიტედიდან, მადრიდის რეალში გადაბარგდა, მას სურდა 7 ნომრით გამოსვლა, როგორც ყოფილ საფეხბურთო კლუბში, თუმცა მაგ პერიოდში რეალის 7 ნომერი ლეგენდარული რაულ გონსალესი იყო. აქედან
გამომდინარე ბექჰემმა გული არ გაიტეხა და მან არჩია ლეგენდალური კალათბურთელის
მაიკლ ჯორდანის 23 ნომრით გამოსვლა .






2. როჯერიო სენი



image


მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მეკარე, რომელსაც 100- ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. ის წლების განმავლობაში თამაშობდა ბრაზილიურ საფეხბურთო კლუბ სან პაულოში. მან კლუბის რეკორდი დაამყარა, 618 ჯერ მოირგო სან პაულოს მაისური. ბოლო სეზონზე მას საპატივცემოდ გადაეცა 618 ნომრიანი მაისური, რაც ფეხბურთის ისტორიაში უიშვიათესი მოვლენაა.







3. ივან სამორანო


image


ლეგენდარული ჩილელი ფეხბურთელი, რომელიც 90-იან წლებში მადრიდის რეალის შეუცვლელი 9 ნომერი იყო. 1996 წელს ივან სამორანო მადრიდის რეალიდან მილანურ ინტერში გადაბარგდა, მაგ პერიოდში 9 ნომერი ინტერის რიგებში რონალდოს ეცვა, აქედან გამომდინარე მან აირჩია 18 ნომერი, თუმცა ეს იყო უცნაური 18 ნომერი, რადგან 1-ს და 8-ს შორის + ჰქონდა.







4. რონალდო


image


ბრაზილიის ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდო 2007 წელს გადავიდა იტალიურ მილანში, სადაც ბრწყინვალე კარიერის დასასრულისთვის ემზადებოდა. აქედან გამომდინარე, მან 9 ნომერი დაჟინებით არ მოითხოვა, 99 ნომერი აირჩია.





5. დიეგო რეისი


image


მექსიკელი ფეხბურთელი პირველ გუნდში, კლუბ ამერიკაში 134 ნომრით გამოდიოდა. ის თვლიდა, რომ ეს იყო იღბლიანი ნომერი. კლუბ ამერიკაში წარმატებულად გამოსვლის შემდეგ, პორტუგალიურ პორტოში გადაბარგდა, თუმცა მან პორტოში 134 ნომერზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ, რეისის წარმატებებს წერტილი დაედო.





6. ტომი ოარი


image


ავსტრალიელი ფეხბურთელი ტომი ოარი აზიის თასზე 121 ნომრით გამოვიდა, რამაც მაყურებლის გაოცება გამოიწვია. მოგვიანებით ფიფას ფედერაციამ, საფეხბურთო ნაკრებებში სამციფრიანი ნომრები აკრძალა, ტომი ოარს 11 ნომერი ერგო წილად. თუმცა 121-ის გახდის შემდეგ, მას გოლი არ გაუტანია.






7. ადოლფო ბაუტისტა


image


მექსიკელი ფეხბურთელი, ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფეხბურთელი იყო თავის შეხედულებით და მაისური ნომრით. მას 10 ნომერი ეცოტავა და 100 აირჩია.





8. პანკუ


image


2004-2005 წლებში თურქულ ბეშიქთაშში თამაშობდა. ქვეყნის სუპერ დერბიში, ფენერბაჰჩე - ბეშიქთაშის ურთიერთშეხვედრის 80-ე წუთზე, ბეშიქთაშს მეკარე გაუძევეს. შეხვედრა 3-3 მიმდინარეობდა, ბეშიქთაშს ცვლილების უფლება აღარ ჰქონდა, აქედან გამომდინარე პანკუმ გადაწყვიტა ბეშიქთაშის კარის დაცვა. დარჩენილ წუთებში პანკუმ ფენერბაჰჩეს 2 პირისპირი შეტევა და 1 პენალტი მოიგერია, საბოლოოდ ბეშიქთაშმა ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით 4-3 იმარჯავა, ხოლო პანკუ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ისტორიულ შეხვედრის შემდეგ, თურქებს პანკუ ძალიან შეუყვარდა და ის ბეშიქთაშის ლეგენდად გამოაცხადეს.










9. ჰიკამ ზერუალი


image


მაროკოელი ფეხბურთელი ჰიკამ ზერუალი თამაშობდა ინგლისის პრემიერ ლიგაში. მეგობრები მას "ზერო"-ს ეძახდნენ, აქედან გამომდინარე ფეხბურთელმა აირჩია ნომერი - 0. ერთი წლის განმავლობაში ამ ნომრით თამაშობდა, თუმცა მოგვიანებით ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ "0" აკრძალა.






10. რონალდინიო, შევჩენკო, ფლამინი


image


იტალიურ მილანმა 2008-2009 წლების სატრანსფერო სეზონზე, 3 სუპერვარსკვლავი შეიძინა. ბარსელონადან - რონალდინიო, ჩელსიდან - შევჩენკო, არსენალიდან - ფლამინი. ფეხბურთელებს სურდათ 10, 16 და 17 ნომრები, თუმცა მილანში ეს ნომრები უკვე დაკავებული იყო. აქედან გამომდინარე მათ აირჩიეს თავიანთ დაბადების წლები და მაგ ნომრებით გამოდიოდნენ.




სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

0
702
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
702
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0