x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ათი გზა მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად
მეტაბოლიზმი ანუ ნივთიერებათა ცვლა არის ქიმიური რეაქციების ერთობლიობა, რომელიც მიმდინარეობს ცოცხალ ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესების უზრუნველსაყოფად. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მიღებული საკვების სასიცოცხლო ენერგიად გადაქცევის პროცესი.

არსებობს სამი ტიპის მეტაბოლიზმი: დაჩქარებული, ნორმალური და ეკონომიური. ხშირად შურთ დაჩქარებული მეტაბოლიზმის პატრონების – ეს სწორედ ის ადამიანები არიან, ვისაც შეუძლიათ ჭამონ ყველაფერი შეუზღუდავი რაოდენობით და ერთი ზედმეტი კილოგრამიც კი არ მოიმატონ წონაში.

ცნობილია, 40 წლის შემდეგ ადამიანს უჭირს აკონტროლოს საკუთარი წონა, რა თქმა

უნდა ჩვენ არც ჩვენი ასაკის შეცვლა შეგვიძლია და არც გენეტიკის, მაგრამ არსებობს


გზები ამ პრობლების მოსაგვარებლად.

ამ მხრივ მამაკაცებს უფრო მეტად გაუმართლათ, რადგან ისინი ხშირად ზედმეტი კალორიების დაწვას დასვენების დროსაც კი ახერხებენ.

image

1. კუნთების დატვირთვა


მათ ვისაც კარგად განვითარებული კუნთოვანი სისტემა აქვთ, მათი ორგანიზმი სიმშვიდის დროსაც კი გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავს (მოიხმარს მეტ კალორიებს), ვიდრე ნაკლები კუნთოვანი ქსოვილის მქონე ადამიანების.

კუნთების მოიხმარენ სამჯერ მეტი ენერგიას, ვიდრე ცხიმი.



2. აერობიკული დატვირთვა


აერობიკა შესაძლოა არ დაეხმაროს კუნთებს გაძლიერებაში, მაგრამ ის ნამდვილად ხელს

უწყობს ორგანიზმში მეტაბოლიზმის დაჩქარებას.



3.სითხის მიღების რეჟიმი


გაუწყლოვება ანელებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს ორგანიზმში, ამიტომ აუცილებელია ვაკონტროლოთ სითხის მიღების რეჟიმი.

მაგალითად, მოზარდები, რომლებიც დღეში 8 ჭიქა წყალს სვავენ, ბევრად მერ კალორიას წვავენ, ვიდრე ისინი ვინც დავუშვათ 4 ჭიქა წყალს სვავს.



4.სცადეთ ენერგეტიკული სასმელები


აირჩიეთ ისეთი ენერგეტიკული სასმელები, რომლებიც შეიცავენ კოფეინს, ტაურინს

და ამინომჟავებს. ტაურინი ხელს შეუწყობს ორგანიზმში ცხიმების დაწვას, კოფეინი კი

ენერგიის მომატებას, თუმცა ხშირად ასეთი სახის სასმელის მიღება

რეკომედირებული არ არის და შესაძლოა გარკვეული გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს

ამიტომ, ვიდრე მის მიღებას გადაწყვეტთ კონსულტაცია ექიმთან გაიარეთ.



5. კვება


სწორად განსაზღვრული კვება ხელს უწობს მეტაბოლიზმის დაჩქარებას. თუ თქვენ

მიირთმევთ ყოველ 3-4 საათში, სხეული წვავს მეტს კალორიას, ხოლო ის ადამიანები,

რომლებიც დღის მანძილზე ნაკლებად მიირმევენ საკვებს, უფრო ნაკლებ კალორიებს

წვავენ.



6.დაამატეთ წიწაკა


ცხარე საკვები შეიცავს სპეციალური ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმს დაეხმარება სწრაფ მეტაბოლიზმში.



7. აირჩიეთ ცილებით მდიდარი საკვები


გადახედეთ თქვენს კვების რაციონს, შესაძლოა მასში ცვილებების შეტანა დაგჭირდეთ.

ეცადეთ მიიღოთ ცილებით მდიდარი საკვები, როგორიცაა მჭლე ხორცი, ინდაური,

თევზი, თეთრი ხორცი, კვერცხი, კაკალი და ასე შემდეგ.



8. ცოტაოდენი ყავა


ყავის ზომიერად მიღება ხელს უწყობს მეტაბოლიზმის დაჩქარებას, თქვენს საყვარელ

სასმელს შეუძლია დადებითად იმოქმედოს, თუკი მას გადამეტებული რაოდენობით

არ მივირთმევთ.

image


9. მწვანე ჩაი


მწვანე ან წითელი ჩაის რეგულარულად მოხმარება აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის

პროცესს ორგანიზმში, ამ სასმელებში შემავალი კოფეინი და კატეხინები ორგანიზმის

გააქტიურებას უწყობს ხელს.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მწვანე ჩაის მიღება დღეში 2-4-ჯერ 17%-ით მეტ კალორიას წვავს, ვიდრე ძლიერი ფიზიკური ვარჯიში.



10.მოერიდეთ მკაცრ დიეტას


მკაცრი დიეტის დროს რა თქმა უნდა ხდება კალორიების მოკლება და ზუსტადაც ამის

გამო ვიცავთ, მაგრამ მას მოკლე ვადიანი შედეგი აქვს, გარდა ამისა თქვენ წონის დაკარგვასთან ერთად, კუნთების მასასაც კარგავთ, რაც ანელებს ნივთიერებათა ცვლის

მოქმედებას ორგანიზმში.


3
687
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
687
  
2016, 21 მაისი, 21:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 23 აპრილი, 15:52
დიდი მადლობა :) :*
2016, 23 აპრილი, 15:50
საინტერესოა და გავაზიარე :
0 1 3