x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508444
რატომ არ უთმობენ ტრანსპორტში ადგილს ევროპაში?

image

image

რატომ არ უთმობენ? იმიტომ, რომ ეს ტიპიური საბჭოთა ტრადიცია არის. აქ იმის განხილვას არ დავიწყებთ, სწორეა ეს თუ არა. ჩვენ მხოლოდ იმ არგუმენტებს მოვიყვანთ, რის გამოც, ევროპელები, ტრანსპორტში ადგილს არ უთმობენ მოხუცებს და ფეხმძიმე ქალებს.

როგორც თავად ევროპელები ამბობენ, ადგილს სუსტ ადამიანებს უთმობენ და არავის უნდა, რომ სხვებზე სუსტი იყოს. ევროპაში თუ ადგილი დაგითმეს, ე. ი. ძალიან ცუდად გამოიყურები. ასე პასუხობდნენ ევროპელები, ყველა დიდ ქალაქში, ქუჩაში დასმულ ანალოგიურ შეკითხვაზე.

მოხუცები ბერლინში, დრეზდენში, ვენასა და სხვა ქალაქებში, საყიდლებზე ველოსიპედებით დადიან, ხოლო ღამ-ღამობით ვარჯიშობენ. მხოლოდ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში სიამოვნებთ ადამიანებს, როდესაც საზოგადო ტრანსპორტში ადგილს უთმობენ. ისეთი შეგრძნება იქმნება, რომ ისინი ჯანსაღი ცხოვრების წესით არ ცხოვრობენ, სამუშაოზე იღლებიან, ცოტა სძინავთ, ცუდად იკვებებიან და რომ ცხოვრებაში, რაღაც ცუდი შეემთხვათ.

მოკლედ, ის რომ ევროპელებს არ უყვართ, როდესაც ადგილს უთმობენ და შეურაცხყობადაც კი იღებენ, გასაგებია. მაგრამ, აქ ისმის კითხვა: რას აკეთებენ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე შეუძლოდ არის, ძალიან დაღლილია ან იმდენი ბავშვი ჰყავს, რომ ყველას ერთად ხელს ვერ კიდებს? რას აკეთებენ და მჯდომარე მგზავრს, ადგილის დათმობის თხოვნით მიმართავენ. იქ ასე მოქცევა, სირცხვილი არ არის, ისევე, როგორც ის, რომ ფეხმძიმობის ბოლო თვეებში მყოფ, თავზე წამომდგარ ქალს, ადგილი არ დაუთმონ.

image

და ბოლოს, გთავაზობთ იმ ადამიანების ფოტოებს, რომლებისთვისაც ადგილის დათმობა, შეურაცხყოფის ტოლფასია და ვისთვისაც, პენსიაზე გასვლა, მოხუცებულობას კი არა, ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას, დასვენებას, მოგზაურობას და გართობას ნიშნავს.

image

imageimageimageimageimageimageimageimage

5
1875
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1875
  
2017, 28 თებერვალი, 12:30
ეგრე არც მე ვუთმობ ტრანსპორტში ადგილს, იმიტომ რომ ფული რომ მაქვს გადახდილი, კომფორტულად უნდა ვიმგზავრო, და საერთოდაც დროა რომ ჩვენ ქართველებმა მოვითხოვოთ ხარისხიანი მომსახურება იმაში, რაშიც ფულს ვიხდით. . ..

და თუ ავტობუსი გადავსებულია და ადგილები არ ჰყოფნის ხალხს, ეგ არაა ჩემი პრობლემა, მაგაში მძღოლია ,,დამნაშავე''. როცა ხედავ რომ სავსეა მარშრუტი ხალხით, რაღას ამოგყავს?

ეხლა ვინმე იტყვის, რა ქნას აბა მძღოლმა ისე დატოვოს ხალხიო? მაშინ მთავრობამ უფრო მეტი ავტობუსები უნდა გამოყოს, და 1- ავტობუსის ნაცვლად 2 მოვა, და ყველაც დაეტევა
2016, 26 აპრილი, 20:11
გეთანხმები ბაქარ 100%-ით.
2016, 26 აპრილი, 17:24
მარტო კაცებს ნუ აკრიტიკებთ..ზოგჯერ ისეთი დაღლილი იყოს შეიძლება იყოს კაცი ფეხზე ვერ იდგეს.ხომ არ იცით საიდან მოდის და რა გააკეთა..არ შეიძლება მასე...
2016, 26 აპრილი, 17:22
სრული იდიოტიზმია......თუ მართლა მასეა ევროპაში...ჰოოო კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მითითებული იყო ადგილი ტრანპორტში ..ინავლიდებისთვის.."მოხუცებისთვის".....თუ მასე ვინემს "უტყდებოდა" არ დაჯდებოდა ბატონო მითითებულ ადგილზე
2016, 26 აპრილი, 12:19
ვერ ვიტან, როცა მოითხოვენ ადგილის დათმობას, განსაკუთრებით ხანშიშესული ქალბატონები იქცევიან ხოლმე ასე, მოჰყვებიან მერე ახალგაზრდების კრიტიკას. ანუ ადგილის დათმობა არავის ვალდებულება არ არის. მაგრამ მეორე მხრივ, არც ის მომწონს, როცა კაცი ზის და ქალი თავზე ადგას - გინდ ახალგაზრდა იყოს ეს ქალი, გინდ ორსული და გინდ მოხუცი. რა ვიცი, ეს ჩემი აზრია...:)
0 1 5