x
image
alex999
Mediator image
ყველაზე უცნაური ტომი მსოფლიოში... სადაც საქონელს ავტომატებით იცავენ!

აფრიკის კონტინენტი არის მრავალფეროვანი ტომების სამშობლო. ერთ-ერთ მათგანს ამ სტატიაში გაგაცნობთ. მუნდარის ტომი, რომელიც სუდანის სამხრეთით მდებარეობს, გამოირჩევა უცნაური წესებით... ამ ტომის ხალხს ძალიან უყვართ ცხოველები, განსაკუთრებით უპირატესობას ანიჭებენ ძროხებს და მათ უსაფრთხოებისთვის მაქსიმალურ ზომებს იღებენ, მათ იცავენ ცეცხლსასროლი იარაღებით...


ცნობილ ფოტოგრაფებმა, ტარიკ ზაიდიმ და გორან ტომასევიჩმა ერთობლივად გადაწყვიტეს სამხრეთ სუდანში მოგზაურობა. მათი უპირველესი მიზანი იყო ამ ტომთან საერთო ენის გამონახვა და მათ რამოდენიმე დღის გატარება. მკაცრი შეხედულებებისდა მიუხედავად, ადგილობრივებმა ფოტოგრაფები თბილად მიიღეს... მათ პირველ რიგში ასწავლეს თავიანთ მოკლე წესები, რომელიც მათთან ყოფნის დროს არასოდეს არ უნდა დაევიწყებინათ.

ორი ცნობილი ფოტოგრაფი წარმოგვიდგენს ამ უცნაური ტომის ყოველდღიურ ცხოვრებას და ცხოველებს, რომლების გარეშეც მათ არსებობა არ შეუძლიათ...


მუნდარის ტომი მდებარეობს სუდანის სამხრეთით, დედაქალაქ ჯუბადან რამოდენიმე საათის მოშორებით, მდინარე ნილოსის სანაპიროზე.


image

(ფოტოსურათის ავტორი: ტარიკ ზაიდი)





მუნდარის ტომის ხალხის ცხოვრება მთლიანად ამ ცხოველებზეა დამოკიდებული. მათ ასევე საქონლების მეფეებს უწოდებენ...


image(ფოტოსურათის ავტორი: გორან ტომასევიჩი)





ისინი ზრდიან Ankol to-Watusi -ის სახელწოდების ძროხებს, რომელიც მსოფლიოში იშვიათად არის გავრცელებული...


image


(ფოტოსურათის ავტორი: გორან ტომასევიჩი)





პირუტყვების სიმაღლე 2, 5 მეტრამდე აღწევს, საერთაშორისო ბაზარზე 500 დოლარად არიან შეფასებულნი.


image

(ფოტოსურათის ავტორი: ტარიკ ზაიდი)





როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ამ ტომის საარსებო წყაროს ეს ცხოველები წარმოადგენენ. მათ იმდენად უფრთხილდებიან, რომ ყოველდღიურად, მორიგეობით ავტომატებით იცავენ...

image

(ფოტოსურათის ავტორი: გორან ტომასევიჩი)





ცნობილი ფოტოგრაფები, ტარიკ ზაიდი და გორან ტომასევიჩი ამზადებენ დოკუმენტურ ფილმს, რომლის გაშვებასაც უახლოეს მომავალში გეგმავენ. ფილმისთვის საჭირო კადრები მუნდარის ტომიდან შეაქუჩეს, მათთვის ამ ფოტოების გადაღებაში ხელი არავის შეუშლია...

image

(ფოტოსურათის ავტორი: გორან ტომასევიჩი)





ფოტოგრაფების განცხადებით, ტომის თითოეულ წევრს აქვს საკუთარი ძროხა, იშვიათია შემთხვევა, როცა ისინი მათ საჭმელად იყენებენ...

image

(ფოტოსურათის ავტორი: ტარიკ ზაიდი)





ფოტოგრაფი გორან ტომასევიჩი: "თავდაპირველად ვიფიქრე ნატურალურ რძეს დამალევინებდნენ...(იცინის)... თუმცა შევცდი, რადგან ამ ძროხის რძე თურმე ადამიანისთვის შესაძლოა მომწამლავი აღმოჩნდეს. ძროხის შარდს ანტისეპტიკურ
საშუალებად იყენებენ, შარდი შეიცავს დიდი რაოდენობით ამიაკს, რაც განაპირობებს ადგილობრივების ნარინჯისფერ თმებს..."



image

(ფოტოსურათის ავტორი: გორან ტომასევიჩი)





ფოტოგრაფი ტარიკ ზაიდი: "მოხარული ვარ, რომ მიგვიღეს, ძალიან კეთილი ადამიანები არიან, თუმცა თავიდან მეგონა დაგვხოცავდნენ, ერთი თუ მოუშინაურდით

და მათ მიმართ ბოროტი გაზრახვები არ გაქვთ, მიხვდებიან და მალევე დაგიმეგობრდებიან. მასაჟი ძალიან მენატრება, აქ კიდევ ცხოველებს დღეში 3 -ჯერ უკეთებენ ისეთ მასაჟს, რომელზეც უარს არც მე ვიტყოდი"



image

(ფოტოსურათის ავტორი: ტარიკ ზაიდი)





მოგახსენებთ, რომ სამხრეთ სუდანში მეცხოველეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სუდანი დამოუკიდებლობის მიღებამდე ხშირად ხდებოდა თავდასხმების ქვეყანა, სადაც უმეტესად ცხოველები იხოცებოდნენ...



image

(ფოტოსურატის ავტორი: გორან ტომასევიჩი)





ფოტოგრაფებმა 4 დღიანი დასვენება მუნდარის ტომში კმაყოფილად გაატარეს. მათ წამოსვლა არც სურდათ, თუმცა სამსახური სხვა რამეს ითხოვდა. დოკუმენტური ფილმი მზად არის, თუმცა პრემიერის თარიღი ჯერ უცნობია. მუნდარის ტომის ხალხს გორან ტომასევიჩი და ტარიკ ზაიდი სახლის კინოთეატრს შეჰპირდნენ,
რომლის საშუალებითაც ისინი გაიცნობენ მთელს მსოფლიოს.

image

(ფოტოსურათის ავტორი: ტარიკ ზაიდი)






სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


2
1690
13-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1690
  
2016, 23 აპრილი, 16:04
საინტერესოა... რძე არა, ხორცი არა, აბა მარტო მტვირთავის ფუნქცია აქვთ? და ანტისებტიკური შარდი ხომ?
2016, 23 აპრილი, 15:47
აუფ რა სჯობს აქ დასვენაბას
0 1 2