x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფორმულა1–ში ფერნანდო ალონსო სიკვდილს სარბოლო ბოლიდის უსაფრთხოების უახლესმა სისტემებმა გადაარჩინა

image მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფორმულა 1–ში ფერნანდო ალონსო სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, ფორმულა1–ის ავსტრალიის "გრან პრი–ზე" გამართული რბოლისას.
საბედნიეროდ თანამედროვე სარბოლო ბოლიდების პილოტების უსაფრთხოებისათვის გათვალისწინებულმა უსაფრთხოების სისტემებმა კარგად იმუშავა და ცნობილი მრბოლელი ტრავმების გარეშე გადარჩა.
სამწუხაროდ ფორმულა 1–ის ლეგენდის, აირტონ სენას (წვიმის კაცი) პერიოდში რომ ყოფილიყო მსგავსი უსაფრთხოების სისტემები ვინ იცის კიდევ რამდენ წარმატებას მიაღწევდა ბრაზილიელი მრბოლელი, რომელიც 22 წლის წინ " imola"–ს ტრასაზე "ტამბურელოს" მოსახვევში 200კმ/სთ სიჩქარით ბორდიურს შეასკდა ბოლიდის გაუმართაობის გამო და ადგილზევე დაიღუპა.
ფერნანდო ალონსოს ბოლიდი ავარიის მომენტში 310 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, სწორედ სისწრაფემ და მეტოქის არასწორმა მანევრირებამ გამოიწვია უსაშინლესი ავარია, რომლის ამსახავი ფოტო და ვიდეო მასალა ძარღვებში "სისხლს გაგიყინავთ". ძნელია წარმოიდგინო მსგავსი სახის ავარია, სადაც სარბოლო ბოლიდი მთლიანად დაილეწა და უსაფრთხოების უახლესი სისტემების ეფექტურობის წყალობით კი ბოლიდის პილოტი ტრავმების გარეშე თავადვე გამოძვრა დალეწილი ბოლიდიდან.
გთავაზობთ აღნიშნული ავარიის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
















0
316
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0