x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134520
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
რა ხდება კუბაზე? პირველი ქართული ფილმი პრემიერისთვის ემზადება

image

ბოლო პერიოდში გახშირდა ლაპარაკი, კუბაზე გადაღებული, ქართული ფილმის შესახებ, როგორც ამბობენ ეს მკაცრად გასაიდუმლოებული ფილმია და მისი ჩვენება მხოლოდ კუბაზე იგეგმება. პირადად ფიდელ კასტროს ძმის, რაულ კასტროს ბრძანებით, რომელიც ფიდელის თბილისში ვიზიტის დროს თან ახლდა თავის ძმას და დღეს მისი ძმის მმართველობას აგრძელებს. როგორც კულუარული ინფორმაციით გავრცელდა ფილმს ფიდელ კასტრო ერქმევა, სადაც მთავარ როლს ქართველი მსახიობი ოთოსან ლეჟავა შეასრულებს, ამის დასადასტურებლად მას დავუკავშირდით, იგი ამჟამად კუბაზე იმყოფება და გადაღებებში მონაწილეობს (რასაც თვითონ ადასტურებს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე https://www.facebook.com/otosanlejava/ ), რაულ კასტროს ბრძანების მიუხედავად ჩვენ ძალიან ვთხოვეთ ინტერვიუზე დათანხმება თუმცა მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე კითხვაზე მივიღეთ პასუხი:
-იქნება ეს ქართული ფილმი თუ რამდენიმე ქართველის მონაწილეობით შემოიფარგლება?
- პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ქართველი ჟურნალისტების ინფორმირების მაღალი დონე, ამის შესახებ კუბაზეც ძალიან ცოტამ იცის, ვინაიდან რაულ კასტროს სურს თავისი ძმის სიცოცხლის ბოლო წლებში სურპრიზი გაუკეთოს და ამას მასზე გადაღებული ფილმით აპირებს, იქნება თუ არა ეს ქართული ფილმი ამას ამ ეტაპზე ვერ გეტყვით
- მართალია რომ თქვენ ხართ ფიდელის როლში?
-დიახ მართალია, ვინაიდან ფილმი ეხება რევოლუციას და ფიდელის ახალგაზრდობას მე ვასრულებ მის როლს, მხოლოდ ფილმის ბოლო 20 წუთიან მონაკვეთში იქნება უკვე მოხუცი ფიდელი, რისი კასტინგიც დღემდე მიმდინარეობს რადგან რაულ კასტროს სურს მხოლოდ კუბელმა ითამაშო მოხუცი კასტროს როლი
-საიდან მოხვდით კუბაზე? ჩვენთვის ცნობილია რომ თქვენ სასიყვარულო ურთიერთობა გაკავშირებთ რაულ კასტროს შვილიშვლთან?
-სამწუხაროდ ამაზე იმაზე მეტს ვერ გეტყვით, ვიდრე ის რომ ჩვენ ერთმანეთი პარიზში გავიცანით და დავმეგობრდით
ამის შემდეგ კუბაზე არსებული ცუდი ინტერნეტის და კომუნიკაციის გამო ჩვენი საუბარი შეწყდა, რის შემდეგაც ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა, ჩვენი სანდო წყაროს ინფორმაციით პრემიერა ჰავანას მთავარ კინოს სახლში სექტემბერში იგეგმება, რომელსაც თვით ფიდელ კასტროც დაესწრება, ჩვენ ისღა დაგვრჩენია წარმატებები ვუსურვოთ ქართული ფილმის განვითარებას

image

0
205
1-ს მოსწონს
ავტორი:ქართული ფილმი
ქართული ფილმი
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0