x
image
მაკუნა
Mediator image
გამოკითხვა - ვის ირჩევს ხალხი?
imageბაჩო, 30 წლის, უმუშევარი: საერთოდ არასდოს ვყოლვარ არჩევნებზე, ვინც არ უნდა მოვიდეს ერთმანეთზე უარესია, ამიტომ არც არჩევნების და არც ცვლილების არ მჯერა, არც პოლიტიკოსების ვინმესი და არავის არ მივიჩნევ ხალხის გულშემატკივრად, „ნაცებიც“ და „ქოცებიც“ თავის კეთილდღეობისთვის იბრძვიან. რაც შეეხება რეიტინგებს, მართლა ტვინი წაიღეს უკვე, გაიგონ, რომ რიგით ადამინებს არცერთი არ მოსწონთ, თავის პარტიული ფანები კი არ არის მთლიანად ეს ქვეყანა.ამათზე, ანუ „ ქოცებზე“ და „ნაცებზე“ ერთი კარგი რუსული გამოთქმა მახსენდება, ვეცდები ქართულად ზუსტად გადმოვცე: ერთხელ ზამთარში ხეზე იჯდა ჩიტი, გაიყინა და ჩამოვარდა, ამ დროს გვერდით მოდიოდა ძაღლი და მოისაქმა ჩიტზე, ჩიტი გათბა და დაიწყო ჭიკჭიკი, ამ დროს უეცრად გამოჩნდა კატა და დაინახა მოჭიკჭიკე ჩიტი და შეჭამა. აქედან მორალი: როცა ზიხარ ნეხვში, არ უნდა იჭიკჭიკო.ასეა რა, არცერთს არ აქვს მორალური უფლება საზოგადოებას მხარადჭერა თხოვოს, ძალიან გაფარჩაკდნენ რა.


ანა, 20 წლის, სტუდენტი: მე სხვათაშორის, რომ გადავხედო პარტიებს, ყველაზე მეტად „გირჩი“ მომწონს, ახლოს არიან ჩემს შეხედულებებთან, მართლა კარგი „ტიპები“ არიან და თუ არჩევნებზე წავალ, მათ მივცემ ხმასაც. ახლებურად ხედავენ ქვეყნის მომავალს, ლიდერიც ზურა ჯაფარიძე მომწონს, ძალიან მაღალი დონის
მოაზროვნე მგონია, დიდი ხანი არაა რაც პოლიტიკაშია, მას არც შესაძლებლობა ჰქონია რაიმე გადამწყვეტი გაეკეთებინა. მაგრამ თუ არჩევანია, არც ახლანდელი ხელისუფლება მომწონდა და არც წინა, ახალი ლიბერალური მიდგომები ჭირდება ქვეყანას და ამას სწორედ „გირჩში“ ვხედავ, საბჭოთა ტიპის მმართველობისგან უნდა გათავისუფლდეს ბოლოსდაბოლის ქვეყანა.


გივიკო, 34 წლის, სარეკლამო კომპანიის პროექტ-მენეჯერი: იცი რა
არის, არის თემები რაც ამ ხელისუფლების მომწონს და უფრომეტი
არ მომწონს, ანუ „ქოცებს“ არ მივცემდი ხმას, „ნაცების“ დაბრუნებაც მაგრად არ მინდა. ვერც ალასანიას გუნდს ვენდობი. ლიდერი როგორც ასეთი, არ ვიცი ვინ არის, ახალი ძალა დამანახეთ, ვერცეთ ძალას ვერ ვენდობი რაც წარმოდგენილია დღეს, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო სივრცეში. კვირიკაშვილი კიდე შეიძლება, ნორმალური ტიპი ჩანს. მაგრამ შე შედეგი მინდა რომ დავინახო და ვერ ვხედავ.
დაპირებეით და ყველა გვპირდება ბევრს, მაგრამ რეალურ სურათს ყველა კარგად ვხედავთ. ახალი ჯანსაღი ძალა კი არსად ჩანს ჯერ და აი მანდ დაგვერხა. ბურჯანაძეს და მისნაირებსაც საერთდ გაუვიდათ ვადა მეგონი. მოკლედ, დღევანდელი პოლიტ- სპექტრი არ „მევასება“, იდიოტების“ სხოდკაა“. დავფიქრდები წავიდე თუ არა არჩევნებზე, მხოლოდ იმიტომ რომ მიშა არ დავაბრუნოთ, მაგრამ რომ ვუყურებ ესენიც ძალიან გაბოროტდნენ, მოსახლეობის რეალური პრობლემები არც აინტერესებთ და არც მის გადაჭრაზე ფიქრობს ვინმე. მოკლედ ჯერ არ გადამიწყვეტია, ხმის დაკარგვაც არ
მინდა, მაგრამ აზრსაც ვერ ვხედავ რა. ძალიან სამწუხარო რეალობა გვაქვს.

ირაკლი 26 წლის, ხელოვანი:არავინ არ მომწონს, არავის არ უნდა ნამდვილი დემოკრატიული მმართველობა, არადა ქვეყანა მხოლოდ ასე გადარჩება, ისე მომავალი არ გვაქვს და ეს უნდა შეიგნოს პოლიტიკურმა სპექტრმა. მაგრამ ყველა თავის თავზე ირგებს კანონსაც და სკამსააც და სოციალური ლოზუნგებით მოსულები, ბოლოს გვეუბნებიან, რომ იცით რა ლარი და თვრამეტი საკმარისია დღიური ულუფისთვის, სირცხვილია. უბრალოდ, ერთ საიდუმლოს გეტყვით, არ ვიწი დაწერთ თუ არა, რამდენიმე არჩევნებზე ვიყავი უკვე და ყოველთვის ვხაზავ ყველა პარტიას და კანდიდატს, ამის შემდეგ კი ზედ ვშარდავ, არცერთი მეტის ღირსი არაა, არ ვხუმრობ, მართლა ასე ვშვები და თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ეს დაწერეთ ძალიან გთხოვთ, ალბათ წელსაც იგივე ტრადიციის გამეორება მომიწევს.


ზურაბი, 65 წლის, პენსიონერი, ინჟინერი, ჰესების მშენებელი:
იცით რა, მე გავეცანი NDI-ის კვლევას და ძალიან არადამაჯერებელი
შედეგებია, არ ვიცი ვინ გამოკითხეს, ქუჩაში არამგონია ბევრ ინტელექტუალს შეხვდე, ჩვენ ვიცით, რომ მასა ბნელია. მე პირადად მომწონს ეს ხელისუფლება, მიშას მმართველობას ნამდვილად ჯობია, ხალხმა ამოისუნთქა, ის დაძაბულობა აღარაა, რაც წლების წინ იყო. ერთმანეთს არ ჭამს ხალხი და ხელისუფლებისგან არ მოდის სიბოროტე, ამიტომ ის მინუსები რაც აქვთ მე ვფიქრობ უნდა მივუტევოთ, დრო მივცეთ კიდევ, რადგან „ნაციონალებზე“ ცუდები ნამდვილად არ არიან, ჩემი შვილი ერაყში დაიღუპა, მისი დაკარგვის ტკივილს ვერაფერი შემივსებს, მაგრამ ამ ხელისუფლებამ ეს გმირი ხალხი ნამდვილად დააფასა, რაშიც ირაკლი ალასანიას წვლილიც ძალიან დიდია. ის ნამდვილად კარგ ლიდერად მიმაჩნია. მაგრამ მომწონს კვირიკაშვილიც, მიუხედავად ბევრი შენისვნებისა, ივანიშვილიც, ამიტომ ამ ორ ძალას შორის ვმერყეობ, ჯერ ვერ გადამიწყვეტია ვის მივცემ ხმას, სხვა არცერთი პარტია არ მომწონს და ნამდვილად არ გავაკეთებ არჩევანს, დანაღჩენების სასარგებლოდ.



გერო, 28 წლის, უმუშევარი: ყველაზე ძალიან წასვლა მინდა აქედან, რაც თავი მახსოვს, სულ სკამებისთვის იბრძვიან, რევოლუცია, გადატრიალებები, ყველაფერი გამოვიარეთ, „ოცნების“ იმედი გვქონდა და იკმანაც არ გაამართლა, დავიღალეთ ამდენი კინკლაობით, პოლიტიკით, ყველას უკეთესი ცხოვრება გვინდა და არ გვაინტერესებს ეს პოლიტიკური კინკლაობები, ვინ დაიშლება, ვინ სად წავა და ა.შ. ძირითადად ვიცით რომ გავლენის სფეროებს ვერ ინაწილებენ. მაინც ვფიქრობ ხოლმე ვინ შეიძლება გვიშველოს, ან კარგი უნდოდეს ქვეყნისთვის, პასუხი ჯერ არ მაქვს, თუ ასე გაგრძელდა და ახალი ჯანსაღი ძალა არ გამოჩნდა, გადავწყვიტე რომ ნათელაშვლს მივცე ხმა, ამდენი წელია წვალობს და ბოლოსდაბოლოს შევიდეს პარლამენტში. გვაცინებს მაინც.
ნანა, 54 წლის, რეპეტიტორი: მე ძალიან მომწონს ირაკლი ალასანია და მისი გუნდი, განათლებული, ჭკვიანი ხალხია, ამიტომ მატ მივცემ ხმას, დიპლომატები არიან, კარგი საერტაშორისო კონტაქტებით, დასავლური კურსით, გაწონასწორებულები და ამიტომ დროა ქვეყანა გადავიდეს მშვიდ მმართველობაზე, "რესპუბლიკელებსაც" ყავთ ჭკვიანი პოლიტიკოსები და „ოცნებამ“ დაკარგა ინტელექტუალური ბირთვი, პოლიტიკოსებიდან ალასანიას გარდა დავით უსუფაშვილს გამოვარჩევ, ბრძენი, მშვიდი კაცია, კარგი პარლამენტის თავმჯდომარე, მათ შორის ვინც გვყოლია, ამიტომ არ მინდა ეს ადამინი პარლამენტის ან პოლიტიკური პროცესების გარეთ დარჩეს.მაჟორიტარებზე კი უმეტესწილად პიროვნული ღირსებებიდან გამომდინარე ვიღებ გადაწყვეტილებებს და არა პარტიული ნიშნით.


მაია, 46 წლის, ინდმეწარმე: მე „ნაციონალების“ მომხრე ვარ, მომწონდა ის პროგრესი რაც 9 წლის მანძილზე ქონდათ, ბევრი რამ გაკეთდა, ინფრასტრუქტურა არ არსებობდა ქვეყანაში ბოლოსდაბოლოს და თუ ახლა რამეს გავს ქვეყანა, ნურავინ იტყვის რომ მათი დამსახურება არაა. იყო ხარვეზებიც, რაც ძალაუფლების გამო დაემართა ზოგიერთ „ნაციონალს“, მაგრამ ამის გამო ის შრომა და თავდადება, რაც ქვეყნის კარგი იმიჯის შექმნას ემსახურებოდა და ამისათვის სააკაშვილი ნამდვილად ბევრს შრომობდა
წყალში არ უნდა ჩავუყაროთ. მჯერა რომ თუ უმრავლესობაში კვლავ მოვლენ, ბევრად კარგად გაუძღვებიან ქვეყანას, გაითვალისწინებენ ძველ ხარვეზებს, მიხვდებიან რომ მთლად ასეთი მკაცრი მმართველობაც არ ამართლებს, მაგრამ ახლა რომაა მიშვებული ყველაფერი თავის ნებაზე, ესე ნამდვილად არ უნდა იყოს. ყველა სტრუქტურა
არაეფექტურია, უნიჭობის ზეიმია სადაც არ უნდა შეხვიდე და საშინელი ბიუროკრატიაა. მოკლედ, უმრავლესობაში თუ არა, დიდი დოზით მაინც უნ და იყვნენ პარლამენტში. მიშა აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, მის გარეშე პარტიას აკლია შემართება და ბრძოლის ჟინი. ლიდერად მას მივიჩნევ კვლავ, რადგან ის თვისებები რაც
ნამდვილ პოლიტიკოსს უნდა ქონდეს, ქარიზმა, გულმოდგინება და იმის დაჯერება, რასაც აკეთებს, საქართველოში მხოლოდ მას შეუძლია. ბაქრაძე, დინჯი, კარგი პოლიტიკოსია, კარგი დიპლომატი, მაგრამ მას აკლია ქარიზმა და ის ბევრი თვისება,
რაც მიშას აქვს. ასევე უჭკვიანესია გიგა ბოკერია, ასეთ პოლიტიკურ მოღვაწეს, ყველა ქვეყანა ინატრებდა.


ზაზა 28 წლის, მუსიკოსი:
-იცით ვის მივცემ ხმაას? ვინც მარიხუანას დეკრიმინალიზაციას დაუჭერს მხარს,
არ შეიძლება ადამინებს, მოსაწევის გამო იჭერდნენ, არაა ეს ნორმალური. მეტი თავისუფლება და დემოკრატია ჭირდება დღეს ქვეყანას, ისე ვერ განვითარდება. ისე ნუ გაიგებთ, რომ ნარკოტიკების პროპაგანდას ვეწევი, მაგრამ მარიხუანას მოწევის გამო, არცერთ თავმოყვარე და ნორმალურ ქვეყანაში არ აპატიმრებენ ადამინებს. მოკლედ ლიბერალული შეხედულების ვარ, ამიტომ თუ მივალ არჩევნებზე, „რესპუბლიკელებს“, „გირჩსა“ და „ თავისუფალ დემოკრატებს“ შორის გავაკეთებ არჩევანს, ჯერ არ გადამიწყვეტია საბოლოოდ. პოლიტიკოსებიდან გამოკვეთილად არავინ მომწონს, სახელმწიფოებრივი მაღალი დონის ხედვა აკლიათ, თუმცა მარგველაშვილი ყველასთან შედარებით დადებით პერსონად
მიმაჩნია.

გოგია, 64 წლის, საპოჟნიკი: მე „პატრიოტთა ალიანსი“ მომწონს, აი ნამდვილი ჯიგრები
არიან, ქართულ ფასეულობებს იცავენ, თარხან მოურავი და ინაშვილი, ნამდვილი სახალხო გმირები არიან, სულ „ობიექტივს“ ვუსმენ რადიოში, გულს მაინც მოვიფხან ცოტას, ამათ შემხედვარე, „ ნაცებიც „და „ქოცებიც“ გარიგებულები არიან და კარგად გრძნობენ თავს ერთად, თუ „ოცნებას“ არ უნდოდა მხარდამჭერები დაეკარგა, მაშინ ეს ხალხი სათანადოდ უნდა დაესაჯა. არ გააკეთეს ეს? ახლა კარგად იყვნენ, მე მაგათზე ხმის მიმცემი არ ვარ.


ლიკა, 45 წლის, დიასახლისი:სიმპათიებით ვარ განწყობილი ნინო ბურჯანაძის მიმართ, მაღალი რანგის პოლიტიკურ მოთამაშედ მიმაჩნია და გული მწყდება, რომ ვერ აქვს ისეთი მხარდაჭერა, როგორიც უნდა ქონდეს, ალბათ უკეთესი გუნდი სჭირდება ვიდრე ჰყავს. ძალიან არ მომწონს, კუკავას რომ დაუპირისპირდნენ გასულ წლებში, ვფიქრობ ერთად უფრო დიდი ძალაა, კახაც ჭკვიანი ბიჭია, ნამდვილად იმსახურებს
იმას, რომ პარლემენტში იყოს, მოკლედ არასაპარლამენტო ოპოზიციის რაღაც ნაწილი მაინც თუ გაერთიანდება აჯობებს, ასე დაქსაქსულებს ნაკლებად აქვს შანსი, გაერთიანების შემთხვევაში მათ მივცემდი ხმას, ისე ცალ-ცალკე კი, ჯერ არ გადამიწყვიტავს.


0
218
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0