x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კატებისთვის მავნე, საშიში და შხამიანი სახლის მცენარეები და პირველი დახმარება მოწამვლის შემთხვევაში

ძალიან ბევრ კატას უყვარს სახლის მცენარეებით პირის ჩაგემრიელება, ხოლო მათი პატრონები ფიქრობენ, რომ ეს ცხოველები საკმარისად ჭკვიანები არიან საიმისოდ, რომ გაარჩიონ, რომელი მცენარე არის მათთვის სასარგებლო, ხოლო რომელი მავნე და სიცოცხლისთვის სახიფათოც კი. მაგრამ, ეს ასე არ არის. კატები, ხშირ შემთხვევაში, ვერ ერკვევიან მცენარეებში და ყველას ჭაამენ განურჩევლად.

image

image

წარმოგიდგენთ პოპულარულ მცენარეების სახეობებს, რომლებიც შეიძლება მავნე და ახიფათო იყოს კატებისთვის:

image

გერანი (განსაკუთრებით წითელყვავილიანი მცენარის ფოთლები) – იწვევს ფაღარათს.


image


აზალია, იგივე როდოდენდრონი, ძალიან ლამაზი მცენარეა, რომელსაც ბევრი ადამიანი მოხიბლული ჰყავს დიდი და კაშკაშა ყვავილებით. მაგრამ, კატებში ეს მცენარე ღებინებას, დიარეას და კრუნჩხვებს იწვევს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რეგულარულად დაიწყებს მის ჭემას, მცენარე შეიძლება ფილტვების, თირკმელების და გულის უკმარისობის მიზეზი გახდეს. ასეთივე პრობლემები ექმნება კატას ასპარაგუსის, სუროს ან ციპერუსის შეჭმის შემთხვევაშიც.


image


ამარილისისებრნი ანუ ნარგიზისებრნი (Amaryllidaceae) დიდი რაოდენობით ეთერზეთების შემცველობით გამოირჩევიან და ამ ოჯახის ყველაზე ცნობილმა წარმომადგენლებმა: ჰიპეასტრუმა, ზეფირანტესმა და ეუხარისმა, შეიძლება, ალერგიული დერმატიტი, ღებინება, ფაღარათი და ზოგიერთ შემთხვევაში, ნერვული სისტემის დაზიანებაც გამოიწვიოს.



image


ნიუკასებრთა (Araceae) ოჯახის წარმომადგენლები: დიფენბახია, აგლაონემა, ანთურიუმი, ზამიოკულკასი, კალადიუმი, მონსტერა, სპატიფილიუმი, სინგონიუმი, ფილოდენდრონი და ასევე ბეგონია, ფოთლების წვენში, აქტიურ ნივთიერებას (COOH)₂ შეიცავს, რომელიც იწვევს ლორწოვანი გარსის – პირის ღრუს და ხახის დამწვრობას. ასეთ დაზიანებას თან შეშუპება ახლავს, ხოლო რთულ შემთხვევაში, ჟანგბადის მიწოდება წყდება და კატა იგუდება. იმ შემთხვევაში, თუ მცენარის წვენი თვალში მოხვდება, კონიუკტივიტი უვითარდება და რქოვანას დაზიანება ხდება.


imageimage
ქენდირისებრთა (ლათ. Apocynaceae) ოჯახის წარმომადგენლებ: ოლეანდრი, მანდევილა, კატარანტუსი, დიდი რაოდენობით გლიკოზიდებს და ალკალოიდებს შეიცავს, რომელსაც ღებინების და დიარეის გამოწვევის გარდა, ნერვული აშლილობის და გულის ფუნქციონირების დარღვევა და მისი გაჩერებაც კი შეუძლია.


image


კატებისთვის ასევე სახიფათოა მარადმწვანე ბზა. ის მწვავე ინტოქსიკაციას იწვევს და შეიძლება, მოწამვლამ სიკვდილიც კი გამოიწვიოს.


image


ქლოროფიტუმი –პრინციპში, სახიფათო არ არის, მაგრამ მისი ზოლიანი ფოთლების ჭამის შემდეგ, ზოგიერთ კატას კანზე ალერგიული გამონაყარი უჩნდება.


image


რძიანასებრთა (ლათ. Euphorbiaceae) ოჯახი 1500-ზე მეტი მცენარის სახეობას აერთიანებს, რომელთა შორის არის სახლის მცენარეებიც: კროტონი, პუანსეტია, რძიანა, ფიკუსი. ეს მცენარეები რძისმაგვარ სითხეს გამოყოფენ, რომელიც შხამიანი ნივთიერებას – ეუფორბინს შეიცავს, რომელიც ლორწოვან გარსს წვავს, ხოლო წვეთის თვალში მოხვედრის შემთხვევაში, შეიძლება, ცხოველის დაბრმავების მიზეზიც გახდეს.


image


და აქ ისმის კითხვა: რა უნდა გავაკეთოთ, თუ კატა მცენარეს ჭამს, ჩვენ კი მასთან განშორება არ გვინდა?


კატამ მცენარის ღეჭვას თავი რომ დაანებოს, წყალში ცოტა ლიმონის წვენი უნდა გავხსნათ და მცენარის ფოთლები პულვილიზატორით დავამუშაოთ. ციტრუსის არომატი კატას დააფრთხობს, მაგრამ სანაცვლოდ სპეციალური ბალახი უნდა შევთავაზოთ. ეს შეიძლება იყოს შვრიის ჯეჯილი, რომლებიც კატებს ძალიან უყვართ.


image


პირველი დახმარება მოწამვლის შემთხვევაში


ისეც ხდება, რომ კატები, წლების მანძილზე, პოტენციურად სახიფათო მცენარესთან ერთად ცხოვრობენ და ეს არ იწვევ თვალსაჩინო ცვლილებას, მათი ორგანიზმის მუშაობაში. მაგრამ, არის შემთხვევები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხოველს სუსტი საჭმლის მომნელებელი სისტემა აქვს, 1-2 ფოთოლის შეჭმის შემდეგ რომ იწამლება. თუ ასე მოხდა, საჭიროა მისთვის პირის ღრუს გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიცემა და ვეტერინართან წაიყვანა.


image

1
734
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
734
  
2016, 1 მაისი, 23:05
მაჩუქეთ ეს მცენარეები რა
0 1 1