x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
საინტერესო ფოტოები მონღოლეთიდან! ისტორიული ქვეყნის კულტურა...

მონღოლეთის სახელმწიფო მდებარეობს აღმოსავლეთ-ცენტრალურ აზიაში. ქვეყანას

ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია, ხოლო სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. მონღოლეთის დედაქალაქია ულან-ბატორი,

რომელიც ასევე მონღოლეთის უდიდესი ქალაქია, აქ ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის 38%. მონღოლეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა. მონღოლეთის იმპერია 1206 წელს ჩინგიზ-ყაენმა დააარსა. XVI-XVII საუკუნეებში მონღოლები მოექცნენბუდიზმის გავლენის ქვეშ. XVII საუკუნის ბოლოს თითქმის მთელ მონღოლეთის ტერიტორიას მართავდნენ ცინის დინასტიის წარმომადგენლები. მონღოლეთმა საერთაშორისო აღიარება დამოუკიდებლობისადმი მოიპოვა 1945 წელს. მონღოლეთი მოექცა ძლიერ საბჭოთა და რუსული გავლენის ქვეშ. 1 564 116 კვ. კილომეტრით მონღოლეთი მსოფლიოში მეთვრამეტე ქვეყანაა სიდიდით. ქვეყანას გააჩნია მცირე სახნავი მიწა, რადგან მისი უდიდესი ნაწილი დაფარულია სტეპით. მოსახლეობის 30% მომთაბარეა. დომინანტი რელიგიააბუდიზმი, ხოლო მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური მონღოლები შეადგენენ, მათ გარდა არიან ასევე ყაზახები და ტუველები.


მე-13 საუკუნეში მონღოლებმა გადმოიღეს უიღურული დამწერლობა (წერენ ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ). მე-14 ს-ში ბუდისტური ტექსტების ზუსტად გადმოცემის მიზნით უიღურული დამწერლობა მონღოლებმა გადაახალისეს და ”გალიკი” უწოდეს. მე-17 საუკუნის შუა წლებში იორათმა მეცნიერმა ზაია-პანდიტამ რამდენადმე გადაასხვაფერა მონღოლური დამწერლობის ზოგიერთი სიმბოლო, დაუმატა დიაკრიტიკული ნიშნები და ჩამოაყალიბა ე.წ. ”ნათელი დამწერლობა” იორათული სალიტერატურო ენისათვის.


ჩინგიზ ყაენის იმპერია


XII საუკუნის მიწურულისათვის თემუჩინმა, რომელიც თავდაპირველად ყაჩაღთა მეთაური იყო, მოახერხა მონღოლეთის გაერთიანება მანჯურიიდან ალთაის მთებამდე. 1206 წელს მან მიიღო ჩინგის ხანისტიტული. ცნობილი იყო თავისი სისასტიკითა და მრისხანებით. დაიპყრო აზიის დიდი ნაწილი და შექმნა მონღოლეთის იმპერია, ყველაზე დიდი მომიჯნავე იმპერია მსოფლიო ისტორიაში. ყაენის მემკივიდრეებმა მისი იმპერია გადაჭიმეს დასავლეთით დღევანდელ პოლონეთამდე, აღმოსავლეთით კორეამდე, ჩრდილოეთით ციმბირამდე და სამხრეთით ვიეტნამამდე.


image


ფოტოგრაფმა აფკამიმ გადაწყვიტა დროებით მონღოლებთან ერთად ეცხოვრა, მან დაახლოებით 1 წელი გაატარა მონღოლურ სოფლებში, სადაც ძალიან მეგობრული და თბილი გარემო დახვდა. სარდარ აფკამიმ ამ ხნის განმავლობაში ფოტოების საშუალებით მონღოლეთის კულტურა გაავრცელა. ახლა კი წარმოგიდგენთ იმ საინტერესო და შთამბეჭდავ ფოტოებს, რომლებიც ფოტოგრაფმა მონღოლურ სოფლებში გადაიღო.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

























0
725
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
725
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0