x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ის, რაც აქამდე არ ვიცოდით ყავისფერი თვალების შესახებ. საოცარი ფაქტები თვალზე
image


თვალი (ლათინურად oculus) მხედველობის სისტემის პერიფერიული ორგანოა და მოთავსებულია თვალბუდეში. ანატომიურად და ფუნქციონალურად სამი ნაწილისგან შედგება: პერიფერიული ორგანოების, გამტარი გზებისა და მხედველობის ცენტრებისაგან.


თავის მხრივ მხედველობის სისტემის პერიფერიული ნაწილი შედგება: თვალის კაკლის, თვალის მამოძრავებელი აპარატის (ადამიანში - თვალის 6 კუნთი) და თვალის კაკლის დამცავი ორგანოებისაგან (წარბები, ქუთუთოები, წამწამები, დიდი და მცირე საცრემლე ჯირკველბი).


ცნობილია, რომ არსებობს თვალის სხვადასხვა ფერები, რასაც პიგმენტი მელანინი განაპირობებს, ხოლო ამ პიგმენტის ნაკლებობა კი იწვევს ერთ ადამიანში განსხვავებული ფერის თვალებს, რასაც ჰეტეროქრომია ეწოდება და ის ასევე გენეტიკურ ფაქტორს წარმოადგენს. ყველაზე ხშირად კი ჰეტეროქრომიის გავრცელებული ფორმაა ყავისფერი და ლურჯი თვალი ერთ ადამიანზე, ამიტომ თუ შემთხვევით ასეთი შვილი გაგიჩნდათ, არ შეიძლება ამ სინდრომს შევხედოთ დაავადების თვალით, ეს ბუნებრივი სრულყოფილებაა, რომელიც 1000-დან 10 ადამიანს შეიძლება განუვითარდეს გენეტიკური ფაქტორის გავლენით.



image


რაც შეეხება ჩვენი სტატიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას, მინდა გესაუბროთ ყავისფერი თვალების თავისებურებებზე, რომელთა შესახებ თვით "მატარებლებმაც" არ იცოდით. ამბობენ- გაუმართლათ მათ, ვისაც ყავისფერი თვალები აქვთ, რადგან სიღრმისეულობა და მიმზიდველობა ერგოთ ბონუსად და უნდა ჩათვალოთ, რომ ბედმა პრემია მოგცათ. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყავისფერი თვალის მქონე ადამიანები ხასიათის უნიკალური თავისებურებებით ხასიათდებიან. გენების კონკრეტული კომპლექტი არამარტო თვალის ფერზე, არამედ მის ხასიათზეც ახდენს თურმე გავლენას.


ცისფერი თვალისგან განსხვავებით, ყავისფერი თვალების მქონე ადამიანი უფრო საიმედო შთაბეჭდილებას ახდენს გარშემომყოფზე, არის კომუნიკაბელური და ჰყავს ძალიან ბევრი მიმდევარი, რომლებიც მხარს უჭერენ მის გამჭრიახ ინიციატივებს. ასევე აქტიურები, საინტერესოები, მგრძნობიარეები და ენერგიულები არიან. თანაგრძნობის, მიდგომისა და სოციალური უნარების ჩვევებით კი თავისუფლად შეუძლიათ წარმატების მიღწევა პროფესიულ სფეროში.


ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ყავისფერი თვალების მქონე მამაკაცები უფრო ემოციურები არიან, ვიდრე სხვა ფერის თვალების მქონე ძლიერი სქესის წარმომადგენლები. ადვილად თანაუგრძნობენ და ბოლომდე ესმით საყვარელი ქალის.


ყავისფერი თვალების მქონე ქალები კი ძალიან დიდი გულით ხასიათდებიან- უზომოდ მოსიყვარულეები და გულახდილები არიან. ნებისმიერ მსხვერპლს გაიღებენ ახლობლების დასახმარებლად.


თანაგრძნობის, სიკეთისა და გულწრფელობის გამო, რაც ყავისფერი თვალების მქონე ადამიანებს უფრო ახასიათებთ, ვიდრე სხვა ფერის თვალების მქონე ადამიანებს, იმედგაცრუებაც ახლობელი ადამიანებისგან მათთან უფრო ხშირია, რადგან უმეტესობა მათ ამ დადებით თვისებებს ბოროტად იყენებს.



ახლა კი, როგორც დაგპირდით, საოცარ ფაქტებს წარმოგიდგენთ თვალის შესახებ, რომლებიც შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა აქამდე არ იცოდა.


1. ფუტკრებს თვალებში თმები აქვთ, რისი საშუალებითაც ფრენის დროს ახდენენ ქარის მიმართულებისა და ფრენის სიჩქარის კონტროლს.


2. მეკობრეები იყენებდნენ თვალის სახვევს იმისთვის, რომ მოეხდინათ გონების ადაპტაცია სწრაფად გემბანის სხვადასხვა ნაწილში. ამ ხერხით, ერთ თვალს აჩვევდნენ ნათელ სინათლეს, მეორეს კი უფრო ბუნდოვანს და გაურკვეველს.


3. ჩვენ არ შეგვიძლია გახელილი თვალებით დაცემინება.


4. ჩვენი თვალები ყოველთვის იმ ზომის რჩება, რა ზომისაც დაბადებისას გვქონდა.


5. სიცოცხლის მანძილზე 25 მილიონზე მეტ გამოსახულებას ვხედავთ.


6. ჩვენი თვალები დაახლოებით 8 გრამს იწონის.


7. გრავიტაციის გამო, კოსმოსში კოსმონავტებს ტირილი არ შეუძლიათ, რადგან ცრემლები გარდაიქმნება ბურთულებად.


8. თეთრი კატების 80% (საშუალოდ), რომელთაც ცისფერი თვალები აქვთ ყრუები არიან.


9. ჩვენი თითის ანაბეჭდს აქვს დაახლოებით 40 მახასიათებელი, თვალების ჩრდილს კი 256. სწორედ ამიტომ იყენებენ უსაფრთხოების მიზნით ბადურის სკანირებას.


10. ადამიანი და ძაღლი ერთადერთი არსებები არიან, რომლებიც გონებრივ მინიშნებებს სხვების თვალებში ეძებენ.


11. დილით, ან უკიდურეს სიცივეში თვალის ფერი შესაძლოა შეიცვალოს.


12. ზვიგენის თვალის ბადურა იდენტურია ადამიანის თვალის ბადურისა, ამიტომ დანერგილი ქირურგიული მეთოდების დროს, ცდებს სწორედ მასზე გადიან.


13. რატომ ვხუჭავთ თვალებს როდესაც ვკოცნით? კოცნის დროს ჩვენ ვადუნებთ ქუთუთოებს, რომ გული არ წაგვივიდეს მოწოლილი გრძნობებისაგან. კოცნის დროს ტვინი განიცდის სენსორულ გადატვირთვას, ამიტომაც ჩვენ უნებლიეთ ვამცირებთ მოზღვავებულ ვნებებს.


14. მეცნიერები თვლიან, რომ ოქროს ფერი ეხმარება მხედველობის აღდგენას.


15. სწრაფი კითხვა შედარებით ნაკლებად ღლის თვალებს, ვიდრე ნელი.




P. S. გაუფრთხილდით თვალის ჩინს, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, გაანიავეთ თქვენი ოთახი, დღეში 2-ჯერ ჩაიტარეთ თვალის ვარჯიშები, კომპიუტერთან ჯდომის ყოველ 1 საათში ერთხელ შეისვენეთ 15 წუთით და რაც მთავარია წელიწადში ერთხელ გაიარეთ ოფთალმოლოგთან კონსულტაცია და დროულად აღმოფხვერით სხვადასხვა ვერაგი დაავადება. კეთილი სურვილებით გემშვიდობებით და ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას.


6
6553
21-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
6553
  
2016, 22 აპრილი, 17:58
ჰოო ინ :* მაგრამ მელას მაინც თავის სახრჩობელა უყვარდაო, ასეა ხოლმე ჩემი საქმე ზოგჯერ, ისე კი შედარება არაა, სწორედ ამის გამო აღარ ვაქტიურობ კომპთან :(
2016, 22 აპრილი, 17:50
რა დროული იყო ბოლო შენიშვნა შენთვის და ჩემთვის
2016, 22 აპრილი, 17:10
მადლობა ჩემო კარგო, მიხარია თუ დგამშვიდე :))
2016, 22 აპრილი, 14:42
ნამდვილად საინტერესო სტატიაა, მაკა მადლობა რომ დამამშვიდე :) ყოველთვის ვოცნებობდი ცისფერი თვალები მქონოდა :(
2016, 22 აპრილი, 12:14
მადლობა გუჯა ;)
2016, 22 აპრილი, 12:04
საინტერესოა, მაგრამ გაზიარებულია :)
0 1 6