x
image
ვიზა კოხაძე
ცოტა რამ მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ბზობის დღესასწაულის შესახებ
image12 საუფლო მოძრავ დღესასწაულში შედის ბზობა იგივე ( ბაიობა) ანუ უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში, რომელიც დიდმარხვის მეექვსე კვირას უწევს.
ბზობის დღესასწაული განსაკუთრებულ სიხარულთან არის დაკავშირებული. ამ დღეს მაცხოვარი იერუსალიმში შებრძანდა და ხალხი მას მიეგება, როგორც განმათავისუფლებელს
და მხსნელს. გზაზე უფენდნენ პალმის ტოტებს, ბზის რტოებს, ბევრი საკუთარ სამოსსაც უფენდა და შეძახილებით ეგებებოდნენ მას. როცა მაცხოვარი იერუსალიმში შევიდა, ჩვილებიც კი ღაღადებდნენ: "ოსანა, ძესა ღვთისასა, დიდება მეუფეს ისრაელისას!" ფარისევლები კი ამ დროს მაცხოვარს ეუბნებოდნენ: უთხარი ამათ, რომ დადუმდნენ, ქების სიტყვები არ თქვანო. მაცხოვარი კი პასუხობდა: ესენი შეიძლება დადუმდნენ, მაგრამ მათ მაგივრად ქვები დაიწყებენ ღაღადსო.imageმთავარეპისკოპოსი ზოსიმეს ქადაგებაში ვკითხულობთ: - "იერუსალიმელნი მართლაც მიეგებნენ იესო ქრისტეს როგორც მეუფეს ისრაელისას. ისინი შეხვდნენ ქრისტეს, როგორც ქვეყნიურ მბრძანებელს და არა როგორც მესიას. ებრაელნი ფიქრობდნენ, რომ ქრისტე დაბრძანდებოდა რა დავითის ტახტზე, უპირველესად გაათავისუფლებდა მათ რომაელთა მონობისაგან, შემდეგ კი სხვა ხალხებზეც გააბატონებდა და აურაცხელ ქვეყნიურ სიმდიდრესა და პატივს მოუტანდა. აი ასეთ მეუფეს ეგებებოდა იერუსალიმი. რამდენს არ ეცადა უფალი თავისი ქვეყნიური მოღვაწეობისას განეფანტა ურიებს შორის ეს მცდარი მოსაზრება, მაგრამ ხალხს სხვანაირი მეუფე და მხსნელი არ ვერ წარმოედგინა. იცოდა ეს უფალმა და კიდეც განიცდიდა. მაშინ, როდესაც ერთნი საზეიმოდ ეგებებოდნენ ძე ღვთისას როგორც საკუთარ მეუფეს, სხვები - მისი მოწინააღმდეგენი, მწიგნობრები და ფარისევლები, კიდევ უფრო მეტი სიძულვილით განეწყვნენ მის მიმართ და ეძებდნენ მარჯვე მომენტს, რომ მოეკლათ> უფალი იმასაც გრძნობდა, რომ ეს მოზეიმე ხალხი, რომელიც ეხლა ოსანასა და ვაშას შესძახოდა, რამოდენიმე დღის შემდეგ მას სრულიად მიატოვებდა და მისი მტრების მხარეზე დადგებოდა. იესომ იცოდა, რომ ხალხი რომელიც საზეიმოდ ეგებებოდა მას მას როგორც მეუფეს ისრაელისას, იგივე მეუფეს რამოდენიმე დღის შემდეგ ჯვარზე სატანჯველად და სასიკვდილოდ გაიმეტებდა".imageimage
ბზობას ადამიანები კიდევ ერთხელ ეზიარებიან უფლის სიხარულს და სინანულსაც გამოხატავენ. იერუსალიმში დიდებით შესულ მაცხოვარს ერთ კვირაში სწორედ იმ ხალხმა უღალატა, რომლებიც მას ასეთი სიხარულით შეეგებნენ. ბზობა მხოლოდ ნაკურთხი ბზის სახლში წაღება არ არის.
24 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო ბზობის ბრწყინვალე

დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტიანები ტრადიციულად მიდიან ეკლესიაში, ესწრებიან წირვა-ლოცვას და ბზას აკურთხებენ. ერთი წლის განმავლობაში სახლში შენახული ბზა ამ დღეს სახლიდან გამოაქვთ, ეკლესიის ეზოში სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე ტოვებენ, ან "სუფთა" ადგილზე წვავენ.

საინტერესოა, რომელი ტროპარი იკითხება ბზობის უდიდეს დღესასწაულზე: -

ტროპარი

ყოველთა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთვისცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათვის ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დათრგუნე სიკუდილი: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.image


imageimageP.შ. უფალმა დალოცოს სრულიად საქართველო და მართლმადიდებელი ქართველი ერი.
image










0
436
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
436
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0