x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სომალელი მოძალადის მიერ გაუპატიურებული ნორვეგიელი პოლიტიკოსი მამაკაცი სინანულს გამოთქვამს სომალელის მოსალოდნელი დეპორტაციის გამო

image ნორვეგიულ სატელევიზიო შოუში, რომელიც ფსიქოლოგიური პრობლემების გაშუქებას და პრობლემების აღმოფხვრას ემსახურება, შოუს მონაწილე ნორვეგიელმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს აფრიკელი მამაკაცის ნორვეგიიდან უახლოეს დღეებში მოსალოდნელი დეპორტაციის გამო.
პოლიტიკოსი მამაკაცის თქმით სომალელი მამაკაცი მისი გაუპატიურების გამო იქნა დაკავებული და ექვემდებარება ნორვეგიიდან გასახლებას.
როგორც "Daily Mail"–ი წერს კარსტენ ნორდალ ჰაუკენი აკერსხუსის გუბერნიაში მისსავე სახლში გააუპატიურა აფრიკელმა მამაკაცმა, ბოროტმოქმედი სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს და ის აღმოჩნდა სომალიდან ნორვეგიაში დევნილის სტატუსით ცხოვრების უფლების მისაღებად ჩასული მოქალაქე, სომალელს 4, 5 წელი მიუსაჯეს ნორვეგიული კანონმდებლობის შესაბამისად.
როცა პოლიტიკოსმა გაიგო, რომ სომალელ მამაკაცს დეპორტაცია ემუქრებოდა სასჯელის მოხდისთანავე, მან განაცხადა: მე შემაწუხა დანაშაულის შეგრძნებამ როცა გავიგე, მოძალადის უახლოეს პერიოდში სომალში დეპორტაციის შესახებ, რადგან სომალში დაბრუნებისთანავე მას უამრავი პრობლემა დახვდება ქვეყანაში, რომელიც სიღატაკის და სამოქალაქო ომის ქაოსშია ჩაფლული.
ნორდალ ჰაუკენის თქმით ის "სოციალისტების მემარჯვენე ფრთის პარტიის" წევრია და თავს ფემინისტად და ანტირასისტად მიიჩნევს.
პოლიტიკოსის თქმით მან ძლივს შეძლო "გადაეხარშა" მის თავს გადამხდარი ძალადობა, მე ტრადიციული ორიენტაციის მამაკაცი ვარ და ჰომოსექსუალური მიდრეკილების მქონე მამაკაცის მსხვერპლი გავხდი, სტრესის გამო მე დავიწყე ალკოჰოლის და მარიხუანას მიღება.
"ჩემი ცხოვრება დაინგრა, მაგრამ ახლა თავს დამნაშავედ ვგრძნობ იმის გამო, რომ მოძალადე სომალელს ქვეყნიდან აძევებენ და მას მოუწევს დაუბრუნდეს იმ დუხჭირ ცხოვრებას რომელსაც გამოექცა აფრიკიდან ნორვეგიაში, მეორე მხრივ კი თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ ეს მოძალადე ადამიანი "გაქრება" ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ".
"ჩემი ბრალია, რომ ეს მოძალადე გაძევებული იქნება ნორვეგიიდან და დაუბრუნდება სომალის "შავბნელ" ყოველდღიურობას"–განაცხადა პოლიტიკოსმა და დაამატა, რომ სომალელი მის სამშობლოში მიმდინარე სავალალო პროცესებმა გაზარდა ისეთი როგორიც არის.
+14

0
213
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0