x
image
alex999
Mediator image
როგორ გამოიყურებიან დღეს "ბეჭდების მბრძანებლის" ვარსკვლავები?
"ბეჭდების მბრძანებელი" - ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანი, რომლის ავტორია ბრიტანელი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი. ნაწარმოების შექმნის პირველ ეტაპზე ავტორს ჩაფიქრებული ჰქონდა ადრე გამოცემული რომანის „ჰობიტი“ გაგრძელება, თუმცა მოგვიანებით ის უფრო მასშტაბურ ნაშრომში გადაიზარდა. მისი დიდი ნაწილი დაიწერა 1937—1949 წლებში და მისი შექმნა მეორე მსოფლიო ომის პერიოდს დაემთხვა . დღემდე გაყიდულია რომანის 150 მილიონზე მეტი ასლი.


რომანის სახელწოდებაში იგულისხმება მთავარი უარყოფითი პერსონაჟი, ბნელი მბრძანებელი საურონი, რომელმაც ადრეულ პერიოდში შექმნა ერთი ბეჭედი, ძალაუფლების ბეჭდების დასამორჩილებლად დაშუახმელეთის დასაპყრობად. თხრობა იწყება შაირში და მოიცავს მთელ შუახმელეთს, რომელშიც მოგზაურობენ ჰობიტები, ფროდო ბეგინსი, სემუაიზ გემჯი, მერიადოკ ბრენდიბაკი და პერეგრინ ტუკი, ისევე, როგორც მათი მეგობრები - ადამიანები, არაგორნი და ბორომირი, ელფი ლეგოლასი, ჯუჯა გიმლი და ჯადოსანი განდალფი.


ეს იყო ცოტა რამ ბეჭდების მბრძანებელზე. ძალიან საინტერესო ფილმია, ეს ყველამ

კარგად ვიცით, მაგრამ არ გაინტერესებთ თუ როგორ გამოიყურებიან ამ ფილმის


საშუალებით მსოფლიო დონეზე გავარსკვლავებული მსახიობები? თუ გაინტერესებთ,

მაშინ ეს სტატიია თქვენთვის ექსკლუზივია...


1. ფროდო ბეგინსი - ელაიჯა ვუდი


image


დღეს ცნობილი ბეჭდის მატარებელი ფროდო ბეგინსი(ელაიჯა ვუდი) უკვე 35 წლისაა.

ელაიჯა ვუდი იმ მსახიობთაგან ერთ-ერთი მათგანია, რომლებმაც პოპულარულობა

"ბეჭდების მბრძანებლის" ტრილოგიის საშუალებით მოიპოვა.




არაგორნი - ვიგო მორტენსენი


image


ვიგო მორტენსენი ყოველთვის ცდილობს, რომ რაც შეიძლება ახალგაზრდად გამოიყურებოდეს. დღეს ოსკაროსანი მსახიობი 57 წლისაა.




ბორომირი - შონ ბინი


image


ბორომირი ფილმში არც ისე კარგი რეპუტაციით სარგებლობდა, თუმცა თავის როლი

შესანიშნავად შეასრულა. შონ ბინი დღეს უკვე 57 წლისაა და ნაკლებად მონაწილეობს

ფილმებში.




მერი - დომენიკ მონაგანი


image


რა დაგვავიწყებს პატარა ჰობიტს, ფროდოს და სემის ბავშვობის მეგობარს, მერის..

დომენიკ მონაგანი დღეს უკვე 39 წლისაა. ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი მთელს

მსოფლიოში.




სემი - შონ ასტინი


image


ტრილოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, ფროდო ბეგინსის საუკეთესო

მეგობარი. შონ ასტინი დღეს უკვე 45 წლისაა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ძალიან

შეიცვალა.




გენდალფი - იან მაკკელენი


image


რათქმა უნდა ამ ფილმში ყველას ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, თუმცა

გენდალფი აუცილებლად გამოირჩევა. იან მაკკელენი დღეს 76 წლისაა. ბოლო პერიოდში რამოდენიმე ფილმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.




სარუმანი - კრისტოფერ ლი


image


ფილმში ცუდი როლის მიუხედავად, პირად ცხოვრებაში კრისტოფერ ლი ძალინ

კეთილშობილი ადამიანი იყო. სამწუხაროდ 2015 წლის 7 ივნისს გარდაიცვალა.





გალადრიელი - ქეით ბლანშეტი


image


ვერ ვიტყვით, რომ ელფების დედოფალი ფილმში მთავარ როლს ასრულებდა. მაგრამ

მინიჭებული როლი შესანიშნავად შეასრულა, რაზეც ოსკარის ქანდაკებით დაჯილდოვდა. ქეით ბლანშეტი დღეს 46 წლისაა.




ეოვინი - მირანდა ოტო


image


ერთ-ერთი მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავი, რომელმაც პოპულარობა

"ბეჭდების მბრძანებლის" ტრილოგიის საშუალებით მოიპოვა. დღეს მირანდა ოტო

48 წლისაა.




არვენი - ლივ ტაილერი


image


ძალიან პატარა ასაკში მოპოვებული ოსკარით გაპოპულარულებული ლივ ტაილერი

ხშირად სკანდალებში ეხვევა. არაგორნის უკვდავი სიყვარული დღეს 38 წლისაა.





ლეგოლასი - ორლანდო ბლუმი


image


ამ პერსონაჟის გარეშე ეს ფილმი წარმოუდგენელია. ორლანდო ბლუმის საუკეთესო

კარიერის დასაწყისი, ზუსტად ბეჭდების მბრძანებლიდან დაიწყო. დღეს ის 39

წლისაა.




ჯუჯა გიმლი - ჯონ რაის-დეივისი


image


როგორც ლეგოლასი, გიმლიც ფილმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟია.

არაგორნთან და ლეგოლასთან ერთად შექმნილ სამთა კავშირის როლი ჯუჯა გიმლიმ

ფანტასტიურად შეასრულა. დღეს ჯონ რაის-დეივისი 71 წლისაა.




პიპინი - ბილი ბოიდი


image


ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ჰობითი- პიპინი, ნამდვილი სახელით ბილი

ბოიდი დღეს 47 წლისაა.




ბილბო ბეგინსი - იენ ჰოლმი


image


ფროდო ბეგინსის პაპა, რომელმაც ბეჭედი მემკვიდრეობით გადასცა მას. ბილბო ფილმის

მთავარ როლებში არ იყო, თუმცა თავის შესრულებული როლით, მაყურებლის

დიდი სიყვარული დაიმსახურა. იენ ჰოლმი დღეს 84 წლისაა.




ლორდ სელებორნი - მარტონ ცოკასი


image


ბეჭდების მბრძანებლის ლორდი დღეს 49 წლისაა.




ლორდ ელნურდი - ჰიუგო ვივინგი


image


ტრილოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერსონაჟი, არვენის მამა. ჰიუგო ვივინგი

დღეს 56 წლისაა.




ლორდ ჰალდირი - კრეიგ პეტრიკი


image


მეორე ხარისხოვანი როლის მიუხედავად, ფილმის ერთ-ერთი წარმატებული პერსონაჟი.

კრეიგ პეტრიკი დღეს 45 წლისაა.




ეომერი - კარლ ურბანი


image


კიდევ ერთი წარმატებული მსახიობი, რომელმაც პოპულარობა "ბეჭდების მბრძანებლის"

ტრილოგიის საშუალებით მოიპოვა. კარლ ურბანი დღეს 43 წლისაა.




ფარამირი - დეივიდ ვენჰემი


image


დეივიდ ვენჰემი დღეს 50 წლისაა.




გოლუმი/სმიაგო - ენდი სერკისი


image


ტრილოგიის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი. საშინელი შეხედულების გოლუმი,

ნამდვილად ნერვების მომშლელი იყო... ენდი სერკისი დღეს 51 წლისაა.









სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი





0
443
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
443
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0