x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ბოლო ნახევარი საუკუნის 5 იდეალური დანაშაული,რომელიც დღემდე გაუხსნელია



1)ტოკიოს ბანკის ძარცვა-1968 წლის 10 დეკემბერს ტოკიოს ბანკ «Nihon Shintaku Ginko»-ს დაჯავშნულ ავტომობილს გადაჰქონდა პრემიები 300 მილიონი იენის ოდენობით(დაახლოებით 817 000$), რომელიც კომპანია "Toshiba"-ს თანამშრომლებისთვის იყო გათვალისწინებული.

image

გზაში ავტომობილი მოტოციკლიანმა პოლიციელმა გააჩერა და ეკიპაჟს განუცხადა, რომ ავტომობილის ქვეშ ბომბა იყო დამონტაჟებული.პოლიციელი ძარის ქვეშ შეძვრა.მალე იქიდან კვამლი გამოვიდა.ამის შემდეგ შეშინებული ინკასატორები აქეთ-იქეთ გაიფანტნენ.

image


"პოლიციელი" კი მანქანას მოახტა და გაიტაცა.


გამოძიების დროს ამოიღეს 120 ნივთმტკიცება, დაკითხული იყო 110 000 ეჭვმიტანილი!საქმის გამოძიებაში ჩართული იყო 17 000 დეტექტივი და პოლიციელი, მაგრამ უშედეგოდ. "ყალბი პოლიციელი" ვერ იპოვეს.1975 წელს გამოძიებას ვადა ამოეწურა, ხოლო 1988 წელს საქმე საბოლოოდ დაიხურა, როგორც გაუხსნელი.

image



2)იდეალური შურისძიება-1981 წელს ათეულობით მოწმის თვალწინ ორმა მამაკაცმა მოკლა კენ რექს მაკენლოი(Ken Rex McElroy), არამზადა, რომელიც წლების განმავლობაში ატერორებდა პატარა ქალაქ სკიდმორის მაცხოვრებლებს.

image

მაკენლოის წლების განმავლობაში ჩადიოდა დანაშაულს და ყოველთვის თავს იძვრენდა.მათ შორის: ძარცვა, ძალადობა მცირეწლოვანებზე, მკვლელობის მცდელობა, პირუტყვის ქურდობა და ბოლოს მკვლელობაც.


სამწუხაროდ იგი ყოველთვის მშრალი გამოდიოდა სიტუაციიდან და კიდევ უფრო ატერორებდა და აშინებდა მაცხოვრებლებს.

image

როდესაც პოლიციამ მისი მკვლელობის გამოძიება დაიწყო, ყველა მაცხოვრებელმა პირში წყალი ჩაიგუბა.

მიუხედავად იმისა, რომ მაკენლოის ცოლმა ამოიცნო ერთ-ერთი მკვლელი, ეს ჩვენება საკმარისი არ იყო და პოლიციამ ვერ შეძლო საქმის გახსნა.ქალაქის მოსახლეობამ კი შვებით ამოისუნთქა ხულიგანი-კრიმინალის მკვლელობის შემდეგ.

image



3)"დარ-ელ-სალამის" ბანკის ძარცვა-2007 წლის 12 ივლისს დილით მოსული ბაღდადის ბანკის თანამშრომლები გაოცებულები დარჩნენ, როდესაც ბანკის შესასვლელი კარი ღია დახვდათ, ხოლო უფრო განცვიფრდნენ, როდესაც ღამის დაცვა ვერ აღმოაჩინეს და ამასთანავე გამქრალი იყო 300 000 მილიონი $.

image

აღსანიშნავია, რომ გატაცებული თანხის დიდი ნაწილი ბანკმა დაიბრუნა, თუმცა თვითონ დაცვის თანამშრომლები, რომლებმაც თანხა გაიტაცეს დღემდე ვერ იპოვეს.ამბობენ, რომ ისინი არალეგარული შეიარაღებული ბანდფორმირებების რომელიღაც დაჯუფებაში არიან გაერთიანებულები.



4)-ტყუპების გატაცებული ძვირფასუელობა-2009 წლის 25 თებერვალს, ევროპის სიდიდით მეორე უნივემაღ «Kaufhaus Des Westens»-ში მძარცველები თოკის კიბით შეძვრნენ შენობაში და მოიპარეს 7 მილიონი $-ის ღირებულების ბრილიანტები.სიჩქარეში მძარცველებს ერთი ხელთათმანი დაუვარდათ.ეს ნამდვილად კარგი ხელმოსაჭიდი იყო გამოძიებისთვის.

image

დადგინდა, რომ მძარცველი სამი იყო, ხოლო ხელთათმნიდან აღებული დნმ-ს ანალიზი ერთბაშად ორ ადამიანს ეკუთვნოდა.ესენი იყვნენ ტყუპი ძმები ჰასანი და აბასი, დნმ იმდენად იდენტური იყო, რომ გამოძიებამ ვერ დაამტკიცა რომელ ძმას ეკუთვნოდა დნმ, ამასთანავე გერმანული კანონის მიხედვით, ყოველი ინდივიდი ცალკე უნდა გასამართლდეს, სწორედ ეს კოზირი დაიჭირეს ხელში ადვოკატებმა.ასე რომ სამართალდამცავები იძულებულები გახდნენ ძმები გაენთავისუფლებინათ, ხოლო მესამე მძარცველის ვინაობა დღემდე დაუდგენელია.

image


5)იზაბელა სტიუარტ გარდენის მუზეუმის ძარცვა-1990 წელს, წმ. პატრიკის ხსენების დღეს ბოსტონის სტიუარტ გარდენის მუზეუმში შევიდა პოლიციის ფორმაში გადაცმული ორი მამაკაცი, სკოტჩის გამოყენებით გაკოჭეს მუზეუმის ორი დარაჯი და შემდეგ ჩარჩოებიდან უხეშად ამოჭრეს 13 ნახატი.მათ შორის იყო, რემბრანტი, დეგა და მანე.სურათების მთლიანი ღირებულება დაახლოებით 300 000 მილიონი $-ია.

image

მას შემდე 25 წელზე მეტი გავიდა.უცნობია მძარცველების ვინაობა და უცნობია რა ბედი ეწია ნახატებს. ბოსტონის მუზეუმში დღემდე კიდია ცარიელი ჩარჩოები, რომელიც "ელოდება პატრონის დაბრუნებას"და მნახველებს შეახსენებს მუზეუმის თავხედურ ძარცვას.

image

3
1390
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1390
  
2016, 30 აპრილი, 7:54
მექნიკური შეცდომაა და იმედია მიხვდი
2016, 30 აპრილი, 2:03
კომენტარის ავტორ, ჯერ შენ რომ წერო ,,ქარტულად,, და გრამატიკულად და მერე სხვის შეცდომებზე მიუთითო, არა?!
2016, 22 აპრილი, 21:22
300 000 მილიონი $-ია. - ავტორ დზან გევასება ეს ციფრი ხო? და ქარტულად ხოარ დამიწერდი რა იგულისხმე როცა ეს დაწერე?
0 1 3