x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
საიდუმლოებებით მოცული სფერული შავი ქვა, ევროპულ ქვეყანაში აღმოაჩინეს
დედამიწა ამოუხსნელი მოვლენების სამშობლოა. ძალიან ბევრი ზებუნებრივი ფაქტი,

დღემდე კითხვის ნიშნების ქვეშ დგას და პასუხს ელის... ჩვენი საუკუნის მეცნიერები

ამ კითხვებზე პასუხის გაცემას მაქსიმალურად ცდილობენ, მაგრამ უშედეგოდ...

ყველაფერი ისეთივე მარტივი არ არის როგორიც ჩანს. ერთ-ერთი საინტერესო


აღმოჩენა განხორციელდა ევროპულ ქვეყანაში - ბოსნიაში. მკვლევარებმა ამ

თემასთან დაკავშირებით დაიწყეს მუშაობა და უახლოეს მომავალში ეცდებიან,

რომ ამ საიდუმლოს ფარდა ახადონ.



image


ბოსნიის ტყეში ნაპოვნია 1.5 მეტრის დიამეტრის საიდუმლოებებით მოცული

სფერული შავი ქვა.


image


გასულ თვეში, ბოსნიის ერთ-ერთ ტყეში სფერული ქვა აღმოაჩინეს, რომელიც სამეცნიერო საზოგადოებისათვის დღემდე გამოცანად რჩება. ნახევრად გამომწვარი ქვა ბოსნიელმა არქეოლოგმა სემ ოსმანაგიჩმა აღმოაჩინა. ქვის წონა დაახლოებით 30 ტონას შეადგენს, დიამეტრი კი 1, 5 მეტრს. მოყავისფრო-მოწითალო ფერი მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ის ნაწილობრივ რკინისგან შედგება, თუმცა ანალიზები ამ დრომდე არ ჩატარებულა...


image


1990 -იან წლებიდან დაწყებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოჩენილი

მსგავსი სფერული ფორმის ქვები, მეცნიერების ვარაუდით ხელოვნურია. არქეოლოგისთვის ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა აღმოჩენილია კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ სამხრეთ ევროპაში, ბალკანეთსა და განსაკუთრებით ბოსნიაში, შორეულ წარსულში მოწინავე ცივილიზაციები ყვაოდა, რომელთა შესახებ არანაირი ჩანაწერი არ არსებობს.


image


გამოკვლევაში მონაწილე არქეოლოგის, სემ ოსმანაგიჩის აზრით, ადრე იმ

ტერიტორიაზე, სადაც აღმოჩინეს სფერული ქვა, ცხოვრობდნენ მაღალ ინტელექტუალური ადამიანები, რომლებმაც ჩვენზე კარგად იცოდნენ

გეომეტრიული ფიგურების ძალა, რადგან სფერო ერთ-ერთი ყველაზე

ძლევამოსილი ფიგურაა პირამიდებთან და კონუსებთან ერთად.


image


არქეოლოგების განცხადებით, ნაპოვნი ქვის ბურთები, ასევე აღმოჩენილია, აღდგომის

კუნძულებზე, მექსიკასა და კოსტა რიკაშიც. კვლევები კვლავ მიმდინარეობს და

მეცნიერთა ნაწილის აზრით ეს ბუნებრივი ქვებია, რომელიც ვულკანიკური მაგმის

კრისტალიზაციის შედეგად არის წარმოქმნილი.



















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

2
705
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
705
  
2016, 20 აპრილი, 13:50
დიდი მადლობაა
2016, 20 აპრილი, 13:49
რა საინტერესოა, გავაზიარე
0 1 2