x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
8 რამ, რაც მამაკაცებს აღიზიანებთ ქალის მაკიაჟში - გაითვალისწინეთ!

image
მაკიაჟი არის ხელოვნება, რომლის მიზანია გამოკვეთოს სახის ყველა ღირსება და დაფაროს ნაკლი სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით. პროფესიონალი ვიზაჟისტის მიერ შექმნილი სახე თავისფულად შეიძლება შევადაროთ ნახატს - როგორც ნაწარმოებს, რომელიც ავტორის განწყობას გადმოსცემს. სწორედ ამგვარ მაკიაჟს ძალუძს ჩვეულებრივი ქალისგან ნამდვილი დედოფალი შექმნას. ჭკვიანურად დატანილი მაკიაჟის წყალობით ქალი ეფექტურად გამოიყურება ნებისმიერ ადგილსა და გარემოებაში. თუმცა, ძალიან ხშირად ქალბატონები თავად უშვებენ შეცდომებს მაკიაჟის გაკეთებაში, რაც, ცხადია, მამაკაცებს ცუდად ხვდებათ თვალში. და მაინც, ქალის მაკიაჟის რომლიც დეტალი არ მოსწონთ ყველაზე მეტად მამაკაცებს?


1. ცისფერი ჩრდილები
image

თუ ასაკოვან მამაკაცებში ეს ანტიტრენდი სსრკ-ს დროინდელ რეტრო მაკიაჟთან ასოციაციას იწვევს, შედარებით ახალგაზრდებში ამგვარი კაშკაშა ფერები სრულიად მიუღებელია. მამაკაცს ქალში იდუმალება მოსწონს და არა მოუქნელი გრიმიორის მიერ დახატული ჯამბაზი. ამავე კატეგორიაში შედის მკვეთრი ვარდისფერი, სალათისფერი, იისფერი და სხვა კაშკაშა ფერების ჩრდილები, რომლებიც არც ერთ ქალს არ უხდება...მამაკაცების აზრით.

2. "ნიღბის" ეფექტი
image

ჭარბი რაოდენობით დატანილი კრემი თუ პუდრი - ეს ყველაფერი ბუნებრივ სილამაზეს მალავს და არც თუ ისე სასიამოვნოდ გამოიყურება ქალის სახეზე. რა გასაკვირია, რომ ქალის სახეზე პატარა ხალი, ჭორფლი ან თუნდაც მცირე შრამი გაცილებით სექსუალურად გამოიყურება, ვიდრე ხელოვნური კრემის სქელი ფენა, რომელიც დღის ბოლოს კიდევ უფრო საზარლად გამოიყურება.

3. სპილენძისფერი ყვრიმალები
image

ბრონზატორით გამოკვეთილი მაღალი ყვრიმალები, მამაკაცების აზრით, ქალში აშკარა აგრესიას უსვამს ხაზს, რასაც მამაკაცები გაურბიან. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს გაცილებით მეტად მოსწონთ მსუბუქი ვარდისფერი ფერუმარილი, რაც ქალს უფრო ახალგაზრდულ იერს აძლევს.

4. ხელოვნური წამწამები
image
ქალი, რომელსაც ხელოვნური წამწამები აქვს მიმაგრებული, მამაკაცებში უძველესი პროფესიის ასოციაციას აღძრავს, ამიტომ უმჯობესია, თუ ქალბატონები მაკიაჟის ამ ელემენტისგან თავს შეიკავებენ. თუ ბუნებრივი წამწამების სიგრძე არ გაკმაყოფილებთ, შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ სწრაფ ზრდას აბუსალათინის ზეთში დასველებული სპეციალური ჩოთქით დავარცხნით. ხოლო თუ მაინც ვერ ელევით ხელოვნურ წამწამებს და აუცილებლად გსურთ სასურველი მამაკაცის "გაგიჟება", უმჯობესია ამგვარი წამწამები კოსმეტოლოგმა თავად "მიგამაგროთ" და თან თქვენთვის შესაფერისი სიგრძე სწორად შეგირჩიოთ.


5. აგრესიული smoky eyes
image

მსუბუქი დაბინდული მაკიაჟი მამაკაცებს, როგორც წესი, ძალიან იზიდავთ, რადგან იდუმალების ეფექტს ახდენს. მაგრამ მუქი ლურჯი წრეები ცისფერი თვალების გარშემო, არც ერთ მამაკაცს არ მოეწონება. ე.წ. ჰეროინის შიკი დიდი ხნის წინ გადავიდა მოდიდან, ამიტომ უმჯობესია, ბოროტად თუ არ გამოიყენებთ მუქი ფერის ჩრდილებს. მსუბუქი გადასვლა ოქროსფერიდან მუქ-ყავისფერში გაცილებით უკეთეს ეფეტს მოგცემთ, ვიდრე შავი "პანდას წრეები".

6. ზედმეტად გრძელი ისრები
image

ეს ანიტიტრენდი წინამორბედის პირდაპირი გაგრძელებაა. თვალის მაკიაჟი ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს, ხოლო უზარმაზარი, მსხვილი ისრები, პირიქით, სახეს უხეშ გამომეტყველებას აძლევს. წვრილი, კლასიკური ისარი საკმარისია, რათა თვალის ლამაზი მოყვანილობა გამოიკვეთოს და თქვენი მამაკაციც არ დაფრთხეს.

7. არაბუნებრივი წარბები
image

ძაფისმაგვარი წვრილი, სქელი და შავი, უხეშად მოღუნული წარბები, როგორც წესი მამაკაცებში ან ღიმილს იწვევს ან კიდევ გაურკვევლობას. საკმარისია ბუნებრივი მოყვანილობის ოდნავი კორექტირება პინცეტით, ხოლო წარბების ფერის გაუმჯობესებისთვის ფანქარი ან ჩრდილიც სრულიად საკმარისია.

8. მძაფრი სურნელი
image

როგორც წესი, მამაკაცებს მოსწონთ ქალის ბუნებრივი სურნელი, რომელსაც ოდნავ აქვს დამატებული სასიამოვნო სუნამო. აგრესიული დეზოდორის, ტანის სპრეის, კრემისა თუ სხვა სურნელოვანი პროდუქტის არომატი ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ნაკლებად ხიბლავთ.



მთავარი წესი, მაკიაჟის გაკეთებისას - არ არის საჭირო ბუნებასთან კამათი და მაკიაჟის საშუალებით თვალის ჭრილის, წარბის ფორმისა თუ ტუჩის ფერის შეცვლა. კოსმეტიკა კორექტირებისთვის არის შექმნილი და არა ახალი ადამიანის დახატვისთვის. თუ მამაკაცმა უკვე აგირჩიათ, ალბათ აღარ ღირს ეცადოთ სულ სხვა, დახატული ქალი "შეჩეჩოთ" ხელში.





1
2265
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2265
  
2016, 20 აპრილი, 13:37
:D:D:D--
0 1 1