x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
გემრიელი დესერტები-მუსის მრავალსახეობა
ალბათ ცოტა ადამიანი თუ არსებობს, ვისაც ტკბილეული და გემრიელი დესერტები არ

უყვარს. ყველაზე არაგურმან ადამიანსაც კი ხშირად გარკვეული სახის დესერტი

გულგრილს ვერ ტოვებს.

წარმოგიდგენთ მუსის რამდენიმე სახეობას, არჩევანი კი თქვენთვის მომინდვია.


რაც მთავარია მათი მომზადება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.


შოკოლადის მუსი


4 კვერცხი, შაქარი 0, 5 ჩაის ჭიქა, ერთი ფილა შოკოლადი, წყალი 2-3 კოვზი,

100 გრამი კარაქი.


4 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე, თანდათან შევურიოთ კვერცხის

გული და 0, 5 ჩაის ჭიქა შაქარი.

შოკოლადის ფილა დავამთვრიოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავამატოთ 100 გრამი კარაქი, 2-3

სუფრის კოვზი წყალი, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე.

ცხელივე ჩავასხათ ათქვეფილ კვერცხში, კარგად გავთქვიფოთ, გავწუროთ, ჩავასხათ

ჭიქებში ან ფორმებში და შევდგათ მაცივარში.

შემდეგ კი რა თქმა უნა გემრიელად მივირთვათ!

image



ვაშლის მუსი



400 გრამი ვაშლი, შაქარი 1 ჩაის ჭიქა, 15 გრამი ჟელატინი, 1, 5 ჩაის ჭიქა წყალი,

დარიჩინი და ლიმონის მჟავა გემოვნებით.


ჩავასხათ ქვაბში წყალი, ჩავყაროთ შაქარი და ავადუღოთ. ავურიოთ დამბალი ჟელატინი,

კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ და გავწუროთ.

გაწურულ სითხეში მოვათავსოთ გახეხილი ვაშლი, დარიჩინი, ლიმონის მჟავა და

კარგად ავურიოთ. მერე გავთქვიფოთ, სანამ ქაფი არ გაუკეთდება, ჩავასხათ ჭიქებში

და გავაცივოთ.

ვაშლის მუსიც მზადაა!

image



თაფლის მუსი


4 კვერცხი, თაფლი 1 ჩაის ჭიქა.


4 კვერცხის გულს თანდათან მოვასხათ 1 ჩაის ჭიქა თაფლი და კარგად ავთქვიფოთ.

დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვხარშოთ, თან განუწყვეტლივ ვურიოთ, სანამ არ

შესქელდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაცივოთ.

კვერცხის ცილა ავთქვიფოთ ისე, რომ აქაფდეს, შევურიოთ კვერცხის გულისა და

თაფლის ნაზავს, მოვათავსოთ შესაბამისს ჭურჭელში და გავაცივოთ.

image




ლიმონის მუსი


1 ლიმონი, 15 გრამი ჟელატინი, შაქარი 3/4 ჩაის ჭიქა, წყალი 3 ჩაის ჭიქა.


ქვაბში ჩავასხათ 3 ჩაის ჭიქა წყალი, ჩავყაროთ შაქარი, ავურიოთ კარგად და ავადუღოთ.

ცხელ სიროფში მოვათავსოთ ნახევარი ლიმონის ქერქი, წინასწარ დამბალი გაწურული

ჟელატინი, განუწყვეტლივი მორევით სიროფი ხელმეორედ ავადუღოთ და ჩავასხათ

ლიმონის წვენი.

გადავწუროთ სუფთა ქვაბში, ჩავდგათ ცივ წყალში ან ყინულში და ვთქვიფოთ, სანამ

არ მივიღებთ ქაფიან მასას. როცა საკმაოდ გასქელდება, ჩავასხათ ჭიქებში და გავაცივოთ.


image



გემრიელად მიირთვით!




2
179
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
179
  
2016, 20 აპრილი, 12:57
დიდი მადლობა ლელა :*
2016, 20 აპრილი, 12:54
როგორ შეიძლებოდა ეს გემრიელობები არ გამეზიარებინა, განსაკუთრებით შოკოლადის
0 1 2