x
image
მანჩო 777
ბუნების ათი გამოცანა, რომელსაც თანამედროვე მეცნიერება ჩიხში შეჰყავს
მიუხედავად მეცნიერებისა და ტექნიკის არნახული, გასაოცარი პროგრესისა (განსაკუთრებით ამ ბოლო წლებში), გარემომცველი სამყარო ჩვენს ირგვლივ ჯერ კიდევ უამრავ საიდუმლოს ინახავს, ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ სიცოცხლე, მთელი თავისი მრავალფეროვნებით, გაცილებით რთულია და იდუმალებით მოცული, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. დღევანდელ პოსტში სწორედ ასეთ იდუმალ, ამოუხსნელ გამოცანებზე გვექნება საუბარი - გამოცანებზე, რომლებზეც პასუხი მეცნიერებმა ჯერჯერობით ვერ იპოვეს.


image





ძროხების მაგნიტური კომპასი


image

სანაძლეოს დაგიდებთ, რომ ამის შესახებ ალბათ არასოდეს გსმენიათ და საერთოდ, ამ უცნაური ფაქტის შესახებ არც არავინ დაფიქრებულა მანამ, სანამ არ გაჩნდებოდა Google Earth. სწორედ ეს სერვისი დაეხმარა სწავლულებს დაკვირვება ეწარმოებინათ ათასობით მობალახე ძროხაზე და შეემჩნიათ ერთი უცნაურობა: ძროხებს თავი ყოველთვის უჭირავთ ჩრდილოეთით ან სამხრეთით მაშინ, როცა ძოვენ ან წყალს სვამენ. ეს მოვლენა შენიშნული იქნა აბსოლუტურად ყველა კონტინენტზე, მიუხედავად ადგილმდებარეობის, კლიმატური პირობებისა და ამინდის სხვადასხვაობისა.



ალკალოიდი მცენარეებში


image


ჯერჯერობით არავინ იცის, თუ რისთვისა ეს საჭირო, მაგრამ ფაქტია, რომ თანამედროვე მცენარეების დიდი უმრავლესობა 7000-მდე სხვადასხვა სახის ალკალოიოდს შეიცავს და მათგან ყველაზე გავრცელებულია მორფინი. თუ თქვენ არ იცით, თუ რაა ალკალოიდი, გირჩევდით, ''გუგლის'' საძიებელში მოგეძებნათ მინიმუმ იმისათვის, რომ მის მავნე ზეგავლენაზე წარმოდგენა გქონდეთ, ხოლოს ის, თუ რაში დასჭირდათ მცენარეებს ეს ნივთიერება, გამოცანაა.



რაც უფრო ვუახლოვდებით ეკვატორს, მით უფრო მეტია სახეობების რაოდენობა


image

ოდესმე დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ეკვატორიალურ განედებში ყველაზე მეტია არამარტო ფლორისა და ფაუნის, არამედ ვირუსების და მიკრობების სახეობების რაოდენობაც კი. ნებისმიერი, ებოლას ტიპის ციებ-ცხელება სწორედ ეკვატორულ კლიმატში იბადება და ვრცელდება, კერძოდ, აფრიკიდან ან სამხრეთ ამერიკიდან. უამრავი თეორია არსებობს იმის შესახებ, თუ თუ რატომაა თავმოყრილი ყველაზე მეტი სახეობების რაოდენობა ეკვატორთან, მაგრამ ყველა ეს დებულება ეწინააღმდეგება ერთმანეთს.



არგენტინული ჭიანჭველები


image

რაც არ უნდა ვთქვათ, ადამიანის გარდა ეს სულიერი არსებები არიან ერთადერთი, რომლებიც დამოუკიდებლად დასახლდნენ სამ კონტინენტზე. თუ როგორ მოახერხეს ეს მათ-გამოცანაა. სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე გაჩენილი ეს მწერები უცნობი გზით აღმოჩნდენ ევროპაშიც და აზიაშიც, ამასთანავე მათი გენეტიკური კოდი არ შეცვლილა.


ფიტოპლანქტონის კოლოსალური რაოდენობა


image

ფიტოპლანქტონი-უმცირესი ზომის ორგანიზმებია, რომლებიც მსოფლიო ოკეანეში ბინადრობენ. მაინც რაშია მათი საიდუმლოო?-იმაში, რომ მათი რაოდენობა დედამიწაზე გასაოცრად ბევრია. ევოლუციის ძირითადი თეორიის მიხედვით, მიკროორგანიზმების ამ რაოდენობის გადარჩენა და გამრავლება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა რეალობა სულ სხვას გვიჩვენებს.



სიცოცხლე ჟანგბადის გარეშე


image

ბოლო ხანებამდე მეცნიერები თვლიდნენ, რომ დედამიწაზე არსებული ყველა მრავალუჯრედიანი ორგანიზმის სიცოცხლე მეტნაკლებად დამოკიდებულია ატმოსფეროში ჟანგბადის არსებობაზე. მიუხედევად ამისა, რამოდენიმე წლის წინ ხმელთაშუა ზღვაში იპოვეს ცოცხალი არსებები (ხაზს ვუსვამ - ეს იყო მრავალუჯრედიანი ცხოველები და არა ერთუჯრედიანი უმარტივესი არსებები), რომლებსაც არსებობა შეუძლიათ ჟანგბადის გარეშე. ამასთანავე ეს არ იყო ერთეული შემთხვევა - სულ ამგვარი ცოცხალი არსებების სამი სახეობა იქნა აღმოჩენილი. ამ ნაპოვნს კი ჩიხში შეჰყავს ცოცხალი ორგანიზმების ჟანგბადზე დამოკიდებულების თეორია.



სახეობების გაჩენა არსაიდან


image

ამ ამოცანის ამოხსნაზე მეცნიერები არერთი წელია იმტვრევენ თავს. საქმე იმაშია, რომ მცენარეებისა და ცხოველების ზოგიერთი სახეობა დედაიწაზე უბრალოდ გაჩნდა, ევოლუციის გარეშე. მათ არ ჰყავდათ წინაპარი, რომ მათგან განეცადათ ევოლუცია, ისინი უბრალოდ გაჩნდენ არსაიდან. ასე მოხდა მაგალითად, წყალხმელეთა ცხოველების შემთხვევაში: ზუსტად უცნობია ის მომენტი, თუ როდის გარდაიქმნენ ხმელეთის თევზები წყლის ბინადრებად. სწორედ ასე მოხდა ძუძუმწოვრების შემთხვევაშიც- ყველაზე ადრეული ძუძუმწოვრები იყვნენ პატარა ზომის ცხოველები, რომლებიც ცხოვრების მალულ რეჟიმს ეწეოდნენ ჯერ კიდევ დინოზავრების ეპოქაში-დაახლოებით 100 მილიონი წლის წინათ. შემდეგ, დაახლოებით 65 მილიონი წლის წინ მომხდარი კატაკლიზმების შედეგად გადაშენდნენ დინოზავრები და სამაგიეროდ გაჩნდნენ ძუძუმწოვრების ახალი სახეობები, თან არა ერთი და ორი, არამედ ათეულობით.


სამყაროს გასაოცარი ბალანსი


image

აქ საუბარია არამარტო დედამიწაზე, სადაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ სხვადასხვა პარამეტრების და ფაქტორების გასაოცარ შეთანხმებას, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს გონივრული ცხოვრება, არამედ საუბარია სამყაროზე, რომელიც ასევე იდეალურად ბალანსირებულია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ავიღოთ, მაგალითად, მზე. ბირთვული ძალები რომ სულ რამოდენიმე პროცენტით ნაკლები ყოფილიყო, მაშინ მზის ენერგია არასაკმარისი იქნებოდა და პარალელურად, სიცოცხლეც არ იქებოდა დეადამიწაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ატომბირთვის ძალა რამოდენიმე პროცენტით მეტი იქნებოდა, მზე უბრალოდ აფეთქდებოდა. უზუსტესი გათვლებით მზის ატომბირთვული ენერგია ზუსტად იმ მცირე დიაპაზონში იმყოფება, სადაც არცერთნაირი კატასტროფა არაა მოსალოდნელი... და კიდევ, დედამიწიდან მზემდე მანძილის სულ 2%-ით ცვლილება ჩვენს პლანეტაზე ცხოვრებას შეუძლებელს გახდიდა. ბევრი თქვენგანი იტყვის, რომ სამყარო ღმერთის მიერაა შექმნილი და ეს იდეალური მოწყობაც სწორედ მისი დამსახურებაა, მაგრამ მეცნიერული თვალსაზრისით ასეთი იდეალური თანაწყობის ახსნა შეუძლებელია.


რატომ გადაშენდნენ მამონტები?


image

საქმე იმაშია, რომ ჩრდილოეთ ციმბირის და ალიასკის ტერიტორიაზე მეცნიერები დღესაც პოულობენ მამონტების მთლიან, დაუზიანებელ, შესანიშნავად შენახულ სხეულებს. ესენია როგორც ზრდასრული, ასევე პატარა ცხოველები. გამოცანა იმაშია, რომ ამ ცხოველების კუჭში და არამარტო კუჭში, არამედ პირშიც აღმოაჩინეს გადაუმუშავებელი, ახლად მოძოვილი მცენარეები. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მამონტები დაიღუპნენ უეცრად, მყისიერად, როგორც იტყვიან, გაშლილ სუფრასთან. რა მოხდა და რამ გამოიწვია ეს - დღემდე გამოცანად რჩება. დიდი გამყინვარება ხომ მყისიერად არ დაწყებულა?



კემბრიული აფეთქება


image

ეს უცნაურობა პირველად მეცნიერმა ფედერიკ მურჩისობმა შენიშნა. უძველესი გაქვავებული ნაშთების გამოკვლევის დროს მან გამოარკვია, რომ ამ ნადებებს შორის საზღვარი მკვეთრადაა გამოყოფილი. საზღვის ქვედა მხარე ძალიან ღარიბია ბიოლოგიური ნარჩენებით და მხოლოდ უმარტივესი ერთუჯრედიანებითაა წარმოდგენილი- ბაქტერიებითა და წყალმცენარეებით, ხოლო მომდევნო შრეში, კემბრიული ეპოქიდან დაწყებული (დაახლოებით 500 მილიონი წლის წინ) უეცრად ჩნდება გასაოცრად მდიდარი ბიოლოგიური ფორმების ნაშთები. თანამედროვე მეცნიერებამ ამ მითის მხოლოდ ნაწილის დამსხვრევა შეძლო, რადგან სამყაროს შექმნის დასაწყისში დედამიწაზე ხოლოდ რბილსხეულიანი პატარა არსებები ცხოვრობდნენ, რომელთაც არც ბაკანი გააჩნდათ და არც ჩონჩხი, მაგრამ კემბრიული აფეთქების საიდუმლო ამინც ამოუხსნელია, საუბარია არამრტო იმაზე, რომ უეცრად საიდანღაც გაჩნდა სიცოცხლის უამრავი ახალი ფორმა, არამედ იმაზეც, რომ მათ ასევე მოულოდნელად გაუჩნდათ მყარი მინერალური ჩონჩხი, ყოველგვარი ევოლუციის და თანდათანობითი განვითარების გარეშე.


p.s. შეძლებს კი ოდესმე მეცნიერება ამ გასაოცარი, იდუმალი გამოცანების ამოხსნას? - ამას მომავალი გვიჩვენებს.

4
1627
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1627
  
2016, 26 ივნისი, 20:09
მართლაც ამოუცნობია. მომეწონა
2016, 23 მაისი, 23:53
აბა რა გითხრათ.. მე ფიზიკოსი არ ვარ და არც გალვანომეტრზე მიმიწვდება ხელი :)
2016, 23 მაისი, 15:09
უკაცრავათ თუ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ მე მესაჭიროება გალვანომეტრი და თუ შეგიძლიათ მიტხრათ ვინმეს თუ აქვს გასაყიდიი დამიტოვეთ აქ საკონტაქტო ნომერი ან შემეხმიანეთ 579-17-14-25 წინასწარ დიდ მადლობას მოგაღსენებთ
2016, 17 მაისი, 15:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4