x
image
alex999
Mediator image
5 ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მსოფლიოში

მიწისძვრა — ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევა. მიწისძვრების უმრავლესობა სუსტია, ხშირად შეუმჩნეველია ადამიანებისათვის და არანაირ ზიანს არ იწვევს. ზოგი მათგანი კი იწვევს დიდ ნგრევას, რასაც ხანდახან თან ახლავს მსხვერპლი. მიწისძვრის სიძლიერე რიხტერის სკალით იზომება. მიწისძვრა ძირითადად, ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული. მიწისძვრის კერა დედამიწის წიაღის იმ უბანს წარმოადგენს, სადაც ქანებში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება. მიწისძვრის სიძლიერე მაგნიტუდით(ტალღების საერთო ენერგიით)და ბალებით ფასდება. ბალის სიდიდე კერის სიღრმესა და მაგნიტუდაზეა დამოკიდებული. დედამიწაზე ორი ძირითადი სეისმური სარტყელია ცნობილი: ალპურ-ჰიმალაური და წყნაროკეანური. საქართველოს ტერიტორია, როგორც კავკასიის სეისმური რეგიონის განუყოფელი ნაწილი, ალპურ-ჰიმალაურ სეისმოაქტიურ სარტყელს მიეკუთვნება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორია მოსალოდნელი მიწისძვრების სიძლიერით და თამდევი უარყოფითი შედეგებით, ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია და 7-9 ბალიანი მიწისძვრების რისკის ზონაშია მოქცეული. მიწისძვრას ხშირად თან სდევს მის მიერ პროვოცირებული სხვა სიქიური მოვლენები: ცუნამი, მეწყერი, ზვავები, ღვარცოფი, ხანძარი და სხვა.


CNN წარმოგიდგენთ მსოფლიოში მომხდარ 5 ყველაზე ძლიერ მიწისძვრას.


image







5. საბჭოთა კავშირი - 1952 წლის 4 ნოემბერი; მაგნიტუდა 9.0


image


1952 წლის 4 ნოემბერს, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მდებარე კამჩატკის ნახევარკუნძულზე 9.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. რამაც გამოიწვია ჰავაის კუნძულებზე დიდტალღოვანი ცუნამი. საბედნიეროდ, სტიქიურ მოვლენას მსხვერპლი არ მოჰყვა, დაიკარგა მხოლოდ 6 ძროხა.







4. იაპონია - 2011 წლის 11 მარტი; მაგნიტუდა 9.0


image


2011 წლის 11 მარტს, იაპონიის ქალაქ სენდაიში 9.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. XXI -საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი სტიქიური მოვლენა, რომელსაც მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნდებდა თვალს. მოგახსენებთ, რომ 2011 წელს იაპონიაში მიწისძვრას დამანგრეველი ცუნამი მოჰყვა. როგორც ცნობილია, ამ კატასტროფას 10 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ძლიერი ეკონომიური დარტყმა მიიღო იაპონიამ.







3. ინდონეზია - 2004 წლის 26 ნოემბერი; მაგნიტუდა 9.1


image


2004 წლის 26 ნოემბერს სუმატრაში(ინდონეზია) დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. მიწის ქვეშ 30 კილომეტრში მომხდარ ბიძგმა იმოქმედა თითქმის მთელს მსოფლიოზე. სტიქიურ უბედურებას 230 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 2.5 მილიონზე მეტი უსახლკაროდ დარჩა.







2. ალასკა - 1964 წლის 28 მარტი; მაგნიტუდა 9.2


image


1964 წლის 28 მარტს ალასკაზე 9.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელიც 3 წუთის განმავლობაში არ შეჩერებულა. მიწისძვრამ გამოიწვია ძლიერი ცუნამი. სტიქიურ უბედუერებას 128 ადამიანის სიცოცხლე შეეწერია, ხოლო რეგიონის ზარალი 351 000 000 დოლარს შეადგენდა.







1. ჩილე - 1960 წლის 22 მაისი; მაგნიტუდა 9.5


image


1960 წლის 22 მაისს, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 9.5 მაგნიტუდას უდრიდა. ბუნებრივ მოვლენას 1655 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ ცუნამიმ იაპონიამდე მიაღწია. ამასთან ერთად გააქტიურდა რამოდენიმე ვულკანიც.






















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

0
4212
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
4212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0