x
image
natia.a
როგორ იღებენ "Playboy"-სათვის ეროტიკულ ფოტოებს - რა ხდება ჟურნალის კულისებში

image

როგორ მიმდინარეობს ფოტოსესიები მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ეროტიკული ჟურნალისთვის? ჰოლანდიელი ფოტოგრაფი, პატრიკ ვან დამი გვთავაზობს შევიხედოთ ჟურნალ Playboy-ს მოდელების თამამი ფოტოსესიების კულისებში.
image

პატრიკ ვან დამი ჟურნალის ჰოლანდიური ვერსიის ფოტოგრაფად მუშაობდა შვიდი წლის მანძილზე. 2011 წელს გამოსულ თავის პირველ წიგნში სახელწოდებით " Playboy Behind The Scenes", ფოტოგრაფმა თავი მოუყარა 150-მდე სურათს, რომელზეც ასახულია ის, რაც, როგორც წესი, კადრს მიღმა რჩება. ამ კულისებში გადაღებული ფოტოების საშუალებით პარტიკმა საზოგადოებას აჩვენა მძიმე შრომა, რომელსაც ფოტოგადაღების დროს აქვს ადგილი. ამ საქმეში ფოტოგრაფისა და მოდელების გარდა კიდევ უამრავი ადამიანია ჩართული - სტილისტები, ვიზაჟისტები, პარიკმახერები, გამნათებლები და სხვ.
image

წიგნისთვის წინასიტყვაობა დაწერა ჰიუ ჰეფნერმა (Hugh Hefner): "ფოტოების ამ ნაკრებით პატრიკმა გვიჩვენა Playboy-ს ფოტოსესიის მთელი აზრი და პატივი მიაგო იმ ადამიანებს, რომლებიც საოცრებებს ახდენენ. აქ თვალნათლივ არის დემონსტრირებული ინტიმურობა, მხიარულება და საქმისადმი ერთგულება, რაც აუცილებელია საუკეთესო თანამედროვე ეროტიკული ფოტოების შესაქმნელად. ამასთან, წიგნის ავტორი შესაძლებლობას აძევს მკითხველს შეიხედოს ჟურნალი Playboy-ს ცხოვრების კულისებში".


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

















0
2993
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2993
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0