x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
შემზარავად რეალისტური ტორტები, რომელთა გასინჯვას ბევრი თქვენგანი ვერ გაბედავდა
სიტყვა ''ტორტის'' გაგონებისას თითოეულ ჩვენგანს თვალწინ წარმოუდგება ლამაზად მორთული, სურნელოვანი, მიმზიდველი და მადისაღმძვრელი საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც დაბადების დღების, ქორწილების და სხვა სადღესასწაულო სუფრებს ამშვენებს, თუმცა ამ ბოლო დროს მომრავლდნენ ისეთი კონდიტერები, რომლებიც არაორდინალურ, კრეატიულ ტორტებს ქმნიან. მათი "შედევრები" ზოგჯერ ისე შემზარავად გამოიყურება, რომ მირთმევის არავითარი სურვილი არ გვაქვს - პირიქით, ზიზღისა და შიშის გრძნობა გვეუფლება.


image


ნიუ-იორკელი მედიცინის და, 30 წლის კეტრინ დეიც ასეთი ექსტრავაგანტული, კრეატიულად მოაზროვნე კონდიტერების რიგს განეკუთვნება. ის ქმნის გასაოცრად რეალისტურ, შემზარავ, საშიშ ტორტებს, რომელთა გარეგნული სახე ზიზღს იწვევს, თუმცა, როგორც დეის კლიენტები ამბობენ, ისინი არაჩვეულებრივი გემოთი გამოირჩევიან.


image



კეტრინი მიზანმიმართულად მოქმედებს ადამიანების ცნობიერებაზე და ცდილობს მათში სხვადასხვა გრძნობები და ემოციები გამოიწვიოს. საკონდიტრო "შედევრების" შექმნაში გოგონას ანატომიური წიგნები ეხმარება.


image


ზურგის და თავის ტვინის მსგავსი ამ ტორტის გასინჯვას ბევრი თქვენგანი ვერ გაბედავდა, თუცა ამბობენ, რომ ის უგემრიელესია.


image


კეტრინმა ტორტების შექმნა ორიოდე წლის წინ დაიწყო. მისი პირველი ნამუშევარი გახლდათ აი ეს ''შედევრი'':


image


ადამიანის გულის ფორმის ტორტი......ვერარანაირი ინტერესის ფასად ვერ შევძლებდი მის გასინჯვას.


image


კონდიტერი ამბობს, რომ ასეთი ტორტების შექმნის დროს ყველაზე რთულია იმის გათვლა, რომ ტორტი ნაწილებად არ დაიშალოს.


image


განა შეიძლება ამ ტორტის მიმართ გულგრილი დარჩეთ?- ის თან ზიზღს იწვევს, თან აღფრთოვანებას.


image


ეს ნამუშევარიც საპირისპირო გრძობებს გამოიწვევს თქვენში.


image


კეტრინი ირწმუნება, რომ მისი მიერ გაკეთებული ტორტის ნაჭერზე ჯერჯერობით უარი არავის უთქვამს, თუნდაც ეს იყოს ახალშობილის ფორმის ტორტი.


image


დეი იწერს და შემდეგ თავის გვერდზე აქვეყნებს მისი ტორტების მომზადების საფეხურობრივ ეტაპებს, რათა მათი გაკეთება ყველამ შეძლოს (ოღონდ მე-არა!)


image


განა შეიძლება ამ შედევრების მიმართ ვინმე გულგრილი დარჩეს?


image



თქვენ რას იტყვით, შეძლებდით ამ უცნაური ტორტების გასინჯვას?


imageimageimageimageimage








11
2671
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2671
  
2016, 20 აპრილი, 10:16
აი, შენი ხათრით კიდევ "მოჟნა" :D :D
2016, 20 აპრილი, 10:15
მაკუშ, ერთი ნაჭერი რააა,,,ჩემი ხათრით :DDDDD
2016, 20 აპრილი, 10:11
უი-მეეე, ტორტის მიმართ უდიდესი სიყვარულიც ვერ მაიძულებს ესენი გავსინჯო.
2016, 20 აპრილი, 0:18
ჰოო? დედა საყვარლობააააა :D
2016, 19 აპრილი, 23:45
რწყილია ეგ :D
2016, 19 აპრილი, 23:45
კი, საშინელებაა :(
2016, 19 აპრილი, 13:34
ტკიპი რამასტია :D
2016, 19 აპრილი, 10:51
კაი რააა, გადაიღე ერთი ნაჭერი :დ
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10