x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134499
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508561
რითი ემუქრება ახალი პლანეტა დედამიწას? 10 გასაოცარი ფაქტი მასზე
2016 წლის დასაწყისში, კერძოდ იანვარში მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ჩვენი მზის სისტემა ფლობდა კიდევ ერთ, მეათე ახალ პლანეტას, რომლის არსებობის შესახებ აქამდე ცოდნა არ არსებობდა. დედამიწაზე ათჯერ დიდი პლანეტა კი ნამდვილად აღმოაჩინეს და დღემდე მიმდინარეობს მისი შესწავლა. აღმოჩენითი ეს ფაქტი კი მოწმობს იმას, რომ სინამდვილეში ბევრი არაფერი ვიცით ჩვენი მზის სისტემის შესახებ. დღევანდელ სტატიაში კი მინდა 10 გასაოცარი ფაქტი გაგანდოთ ახალ, ამ მეათე პლანეტაზე, რომელმაც პლანეტა პლუტონს (მე-9) რიგითობა ჩამოართვა.



1. პლუტონის მკვლელი. ყველას თუ არა, უმეტეს თქვენგანს სმენია მაიკლ ბრაუნის შესახებ, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა პლუტონის სტატუსი როგორც პლანეტა. მისი არგუმენტები იყო საყურადღებო და ამიტომ პლუტონის სტატუსი ჯუჯა პლანეტამდე ჩამოქვეითდა. მაიკლმა წიგნიც კი დაწერა სახელწოდებით "როგორ მოვკალი პლუტონი". მასთან ერთად მუშაობის პროცესში, მისმა კოლეგამ კონსტანტინე ბატიგინმა განაცხადა ასტრონომიულ ჟურნალში 13 ტრანს-ნეპტუნისეული ობიექტების ორბიტალურ უჩვეულო ქცევაზე. ანუ მზის სისტემის ყველაზე შორს მდებარე ნეპტუნის იქით მდებარეობს კიდევ სხვა პლანეტა, რომლის არსებობა უტყუარია.

image




2. ყინულის გიგანტი. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მზის სისტემის გარშემო მხოლოდ 9 პლანეტაა. ჩვენ პლანეტებს ვუწოდებთ მათ, რომლებიც გრავიტაციულად მხოლოდ მის ტერიტორიაზე დომინირებენ. პლუტონი გრავიტაციულად ნეპტუნის გავლენის ქვეშაა. ცხრავე პლანეტაზე კი დიდ გავლენას ახდენს მზის სისტემა, ვიდრე სხვა ნებისმიერ პლანეტაზე, თუმცა ახალი პლანეტა ნამდვილად არსებობს და ის 10-ჯერ დიდია დედამიწაზე და 5000-ჯერ დიდი პლუტონზე. რაც უფრო დიდი ზომისაა პლანეტა, მით უფრო ფართე ხდება მისი ატმოსფერული ფენა, რადგან ზრდის პროცესში იზიდავს ძალიან ბევრ აირისებრ ელემენტებს. ესაა სწორედ იმის მიზეზი, რომ კლდოვანმა პლანეტებმა, როგორებიცაა დედამიწა და მარსი- უნდა მიაღწიონ გარკვეულ ზომას და გახდნენ გიგანტები იუპიტერისა და სატურნის მსგავსად. ე.წ. "ყინულის გიგანტები" შუალედურ ეტაპზე არიან, შეიცავენ აირისებრ ელემენტებს, თუმცა ზომებში ჯერ-ჯერობით ჩამორჩებიან.


image



3. წარმოუდგენელი მანძილი. ვინაიდან ახალმა პლანეტამ პლუტონს რიგითობა ჩამოართვა, ეხლა სწორედ ის იწოდება მე-9 პლანეტად. საშუალო მანძილი მზიდან მე-9 პლანეტამდე 56 მილიარდი მილია, რომელიც 20-ჯერ აღემატება მანძილს მზესა და ნეპტუნს შორის. არსებული ყველა ტექნოლოგიების გამოყენებით, მე-9 პლანეტამდე მიღწევას მინიმუმ 54 წელი დასჭირდება. რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ ჰიპოთეტური სცენარი, რადგან მიმდინარე ხომალდებს არ შეუძლიათ განსაზღვრულ ადგილამდე მიღწევა, საწვავი არ ეყოფათ. საოცარი ფაქტია აგრეთვე ის, რომ ჩვეულებრივი ტელესკოპის მეშვეობით მისი დანახვა შესაძლებელია განსაზღვრულ პერიოდში, როდესაც ის დედამიწასთან ახლოს ჩანს- ბრაუნმა და მისმა კოლეგა კონსტანტინემ ის დაინახეს.

image



4. ბრუნვა მზის გარშემო. ნუ გაიქცევით მარკეტში ტელესკოპის საყიდლად, რადგან მოლოდინი იმისა, რომ უახლოეს მომავალში "ის" ახალი პლანეტა ისევ გამოჩნდება, მცდარია. პლანეტის ორბიტაზე გავლის ხანგრძლივობის დრო არ არის ნათელი, თუმცა ბრაუნის მოსაზრებით 10 000 წელი სჭირდება ამას. შემაძრწუნებელია, თუმცა კვლავ რომ დავინახოთ ახალი პლანეტა, საჭიროა მან კიდევ ერთი ბრუნი გააკეთოს მზის გარშემო, რასაც 20 000 წელი დაჭირდება. ეს ყველაზე დიდი ორბიტალური პერიოდია პლანეტებს შორის მზის გარშემო ბრუნვისა. ამიტომ ახალ პლანეტაზე სეზონები გრძელდება საუკუნეების მანძილზე, თეორიულად კი ერთი დღე ერთ წელს უდრის.

image



5. უცნაური განდეგილი. ახალი პლანეტა სხვა პლანეტებისგან განსხვავებით უცნაურად განდეგილია. ეს კი შეიძლება მზის სისტემის საყვარელი პლანეტის- იუპიტერის გაძევებამ განაპირობა. 2011 წელს მეცნიერებს გაუჩნდათ კითხვები, თუ რატომ აკლია მზის სისტემას მე-5 გიგანტი პლანეტა? ეს შესაძლოა იმით აიხსნას, რომ იუპიტერს შეეძლო მრავალი წლის წინ დაეპყრო ეს პლანეტა თავისი მიზიდულობის უნარით. შედეგად კი მე-5 გიგანტი- ე.წ. ახალი პლანეტა გაძევებული იქნა მზის სისტემის ორბიტიდან და განაგრძო ბრუნვა შორეულ ფაზაში.

image



6. ვარსკვლავთშორისი მოგზაურობა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ვარსკვლავთშორისი მოგზაურობისთვის არის საწვავის უკმარისობა-მანძილი იმდენად დიდია. თუმცა ახალ პლანეტას თავადვე შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება ანალოგიურად აპოლო 13-ის ასტრონავტებისა, რომელთაც მთვარის მიზიდულობის ძალა გამოიყენეს უკან, დედამიწაზე დასაბრუნებლად. მომავალ, ახალი პლანეტის მკვლევარებსაც შეუძლიათ გამოიყენონ ახალი პლანეტის გრავიტაცია, რათა მოამატონ კოსმოსური ხომალდის სიჩქარე გლობალურ სივრცეში მოგზაურობისთვის. ეს იდეა არ შეიძლება გამოირიცხოს მანამ, სანამ არ შევიტყობთ სხვა სიახლეებს ახალ პლანეტაზე.

image



7. შეთქმულების თეორიები. სხვადასხვა შეთქმულების თეორეტიკოსებმა უკვე მოახერხეს განეცხადებინათ ახალი პლანეტა აპოკალიპსის პოტენციურ მიზეზად. მრავალი ასტეროიდი (Apophis, TV135, 2014 YB35 და მრავალი სხვა) შეიძლება ავარიულად დაეშვას დედამიწაზე და გაანადგუროს კაცობრიობა. ახალი პლანეტა არაფრით განსხვავდება მათგან. მისი აღმოჩენისთანავე ეჭვი გაუჩნდათ, რომ წინასწარმეტყველების შესაბამისად ეს სწორედ ის მითიური პლანეტა X-ია, რომელსაც სხვანაირად ნუბირას ანუ "სიკვდილის პლანეტას" უწოდებენ და რომლის არსებობასაც აქამდე მალავდნენ. მიაჩნიათ, რომ ნუბირა გაივლის დედამიწასთან ახლოს და გამოიწვევს გამანადგურებელ მიწისძვრებსა და ცუნამს. ჯერ-ჯერობით უცნობია ასეთი მანძილიდან როგორ მოახერხებს ამ ყოველივეს ახალი პლანეტა, თუმცა მეცნიერების ეს მოსაზრება ყოველთვის არ აინტერესებთ თეორეტიკოსებს.

image



8. მიზიდულობის ძალა. შეთქმულების თეორიები შესაძლოა იყოს სწორი, ვინაიდან ახალ პლანეტას მიზიდულობის ძალის გავლენით შეუძლია მოიზიდოს ასტეროიდები დედამიწისკენ. მეცნიერული თვალსაზრისით ეს თეორია შესაძლოა იყოს სწორი, რადგან ახალი პლანეტის გრავიტაციულ გავლენას შეუძლია შურდულის როლი შეასრულოს და ისროლოს ასტეროიდები სხვა პლანეტებზე, მაგრამ დედამიწაზე დარტყმის შანსი არის მცირე. ასტრონავტი "სკოტ შეპარდის" განმარტებით ახალ პლანეტას შეუძლია მცირე ზომის ასტეროიდების დროდადრო გადმოსროლა მზის სისტემაში, თუმცა ეს არ ზრდის დედამიწის განადგურების რისკს.

image



9. შესაძლოა ახალი პლანეტა არც არსებობდეს. ახალი პლანეტა საუკეთესო ჰიპოთეტური ახსნაა უსაფუძვლო და უჩვეულო კლასტერული ყინულოვანი ობიექტის არსებობისა ნეპტუნის ორბიტის მიღმა. ბრაუნის თქმით შეიძლება კლასტერული ობიექტის არსებობა იყოს უბრალოდ უცნაური დამთხვევა, ასტრონომიის ისტორია ხომ სავსეა რიგ დამთხვევებით. მე-20 საუკუნის დასაწყისში "პერსივალ ლოუელმა" განაცხადა, რომ ნეპტუნის ორბიტა შეიცვალა გიგანტური პლანეტების გრავიტაციით, თუმცა 1970 წელს დამტკიცდა, რომ პლუტონი იყო პატარა და ვერ შეცვლიდა ნეპტუნის ორბიტას. ეს მტკიცებულება კი "ლოუელის" მცდარი გათვლების საფუძველი იყო, ამიტომ იმის მიხედვით, რომ ახალი პლანეტა აქამდე არავის უნახავს, შესაძლოა ესეც მცდარი მტკიცებულებაა და ის სინამდვილეში არ არსებობს.

image



10. ახალი პლანეტა შესაძლოა არსებობდეს. ალბათობა იმისა, რომ დაჯგუფებული ობიექტების არსებობა უბრალოდ დამთხვევაა, მხოლოდ 0.007 პროცენტია. მეცნიერებმა რამოდენიმე შესაძლო ახსნა ჩამოაყალიბეს, რომელთა შორის ყველაზე რეალური, თვალსაჩინო და დამაჯერებელი ბრაუნის დასკვნაა. თუნდაც არსებობდეს ეს პლანეტა, ის ყოველთვის დარჩება კოსმოსის კიდევ ერთ ამოუხსნელ საიდუმლოდ.

image

7
989
23-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
989
  
2016, 14 ივნისი, 0:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 7 ივნისი, 20:29
ძალიან დიდი მადლობა.
2016, 7 ივნისი, 14:57
ძალიან საინტერესოა ქალბატონო, ასევე გრამატიკულადაც სწორია. მოსაწონია.
2016, 20 აპრილი, 20:34
მადლობა
2016, 20 აპრილი, 13:06
ძალიან საინტერესესოა
2016, 20 აპრილი, 9:53
დიდი მადლობა ხატი :*
2016, 20 აპრილი, 9:46
კარგი თემაა :)) მიყვარს ასეთი სტატიების კითხვა :) შესაბამისად გავაზიარე :)
0 1 7