x
image
melody_inside
დილა იწყება ყავით !
image


მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში დღეს იწყებს გამამხნევებელი ყავით. და ყოველ ქვეყანას მათი მომზადების თავისი საიდუმლო აქვს.



მაშ ასე, დავიწყოთ!

ყავა კვერცხით ( ვიეტნამი )


რეცეპტის საფუძველია – კვერცხის გული, შედედებული რძე, შაქარი და ცხელი ყავა.



image




ლაპლანდიური ყავა ( ფინლანდია )

ფინჯანში ჯერ იდება ლაპლანდიური ყველი, შემდეგ ისხმება ყავა.


image





რომაული ესპრესო ( იტალია )


ესპრესო ლიმნის ნაჭრით. გამოყენების წინ ლიმონი კოვზით უნდა მიესრისოს ფინჯნის კედელზე ან ფსკერზე.

image





ლაგრიმა ( არგენტინა )


რძის ქაფში ემატება მხოლოდ რამდენიმე წვეთი მაგარი ყავა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს რძეა ყავით.

image





ბონბონი ( ესპანეთი )


ეს ესპრესოა შედედებული რძით. და თუ ერთმანეთში შევურევთ ნახევარ ჩვეულებრივ რძეს და ნახევარ შედედებულ რძეს, მაშინ გამოვა leche y leche.


image


ყავა სანელებლებით ( მაროკო )


სანელებლების ნარევი, როგორიცაა სეზამის მარცვლები, შავი წიწაკა, მუსკატის კაკალი და ყავის მარცვლები იფქვება, და გამოდის... ნამდვილად ძლიერი სასმელი.


image



ყავა ჩაით ( ჰონკონგი )


რძიანი ყავის და ჩაის მიქსი მაშინვე მოგხიბლავთ! დაგჭირდებათ 4 პაკეტი შავი ჩაი, წიწაკა, შედედებული რძე და 2 კოვზი ყავა.


image


ფრაპე ( საბერძნეთი )

ყავა, ნაყინი, რძე და გაყინული წყალი – აი გემრიელი frappé- ს ინგრედიენტები.


image




ფარისეი ( გერმანია )


ეს სასმელი გერმანიაში გამოიგონეს იმისთვის, რომ ოჯახური ზეიმების დროს ალკოჰოლის არსებობა შეენიღბათ: ათქვეფილი ნაღების ქუდის ქვეშ "იმალება " ყავაში რომის საკმაოდ დიდი დოზა.


image



ყავა ნიორით და თაფლით ( თურქეთი )


პოპულარული სასმელია თურქეთში. ამ ყავას კიდევ ეძახიან " მოხუცი მავრის რეცეპტს".


image





ყავა ფორთოხლით (იამაიკა )


იამაიკა პირველ რიგში ასოცირდება რომთან. გასაკვირი არცაა, რომ ტრადიციული იამაიკური ყავა მზადდება მასში ამ მაგარი ალკოჰოლური სასმელის დამატებით.

image


გემრიელად მიირთვით!







3
287
13-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
287
  
2016, 18 აპრილი, 18:20
ჩვეულებრივი მაგარი, ოდნავ ტკბილი თურქული ყავა... ჩემთვის მხოლოდ ეს არის ყავა. :)
2016, 18 აპრილი, 18:11
დილა რო მართლა ყავით იწყებააა
2016, 18 აპრილი, 17:50
მე ვსვამ რძიან ყავას ფორთოხლის ცედრითა და დარიჩინით + ცოტა ლიქიორი რამოდენიმე წვეთი . ოღონდ ეს მე მოვიფიქრე :DD უგემრიელესია
0 1 3