x
image
natia.a
5 ყველაზე უცნაური საბრძოლო იარაღი - ომში ყველაფერი გამართლებულია...
როგორც ნათქვამია, ომის დროს ყველა საშუალება გამართლებულია, განსაკუთრებით თუ ეს იარაღს ეხება. ასე მოევლინა სამყაროს საკმაოდ ორიგინალური და ხშირ შემთხვევაში სასარგებლო ეგზემპლარები. გთავაზობთ უკანასკნელი ასწლეულის მანძილზე შემუშავებული 5 ყველაზე უცნაური საბრძოლო იარაღის მიმოხილვას. ზოგიერთ მათგანი, როგორც უკვე ითქვა, საკმაოდ სასარგებლოა, ზოგი კი - უბრალოდ უცნაური და სასაცილოც კი.


1. კუთხიდან სასროლი იარაღი


image


მოღუნული ლულის მქონე იარაღის შექმნის პირველი მცდელობა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში არსებობდა. უკვე მეორე მსოფლიო ომის დროს მსგავსი იარაღის შექმნაზე აქტიურად მუშაობდა როგორც სსრკ, ასევე გერმანია. ძირითადად ეს იყო ტყვიამფრქვევები, რომლებიც გამაგრებულ ადგილზე ან ტექნიკაზე იდგმებოდა. საცდელი ნიმუშები არც თუ ისე წარმატებულები გამოდგა. კონსტრუქტორები შეეცადნენ იარაღი მებრძოლის მუზარადზე მიემაგრებინათ, მაგრამ ამან არ გაამართლა, რადგან სროლის დროს უკუდარტყმის ძალა იმდენად დიდი იყო, რომ მსროლელს ძალიან დიდ ტრავმას აყენებდა.


ამ მხრივ რევოლუციურ და ყველაზე წარმატებულ გადაწყვეტილებად იქცა XXI საუკუნეი ისრაელში მიერ შემუშავებული Corner Shot. მისი შემქმნელები იყვნენ ისრაელის სპეცრაზმის ორი ყოფილი ოფიცერი. იარაღი შედგება ორი ნაწილისგან - ბაზისა და მობრუნებადი პლატფორმისგან, რომელზეც მიმაგრებულია სასროლი მექანიზმი. იარაღი აღჭურვილია წინ მაღალი გაფართოების კამერით, უკან კი - დისპლეით, რაც საშუალებას აძლევს მსროლელს სრული სურათი მიიღოს საფარიდან გამოუსვლელად. ამჟამად იარაღი ჯერ კიდევ გადის გამოცდას სხვადასხვა ქვეყნის სპეციალურ ქვედანაყოფებში.



2. ქიმიური ნაზავები მოწინააღმდეგის დეზორიენტაციისთვის


image

პირდაპირი გამანადგურებელი მოქმედების მქონე ქიმიური იარაღის გარდა, ბევრჯერ იყო მცდელობა შეექმნათ არალეტალური შემადგენლობები, რომლებიც მოწინააღმდეგის დეზორიენტაციისთვის იქნებოდა განკუთვნილი. ამგვარი პროექტების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩნო ნიმუში იყო "სიყვარულის ბომბი", რომელიც 1994 წელს განიხილებოდა აშშ-ში. აღნიშნული იარაღი დატენილი იქნებოდა ძლიერი ქიმიური სტიმულატორით, რომელიც მოწინააღმდეგეს ძლიერი აღგზნების მდგომარეობაში ჩააგდებდა და შედეგიც შესაბამისი ექნებოდა. თუმცა პროექტის რეალიზება მაინც ვერ მოხდა.


ასევე ცნობილია შემადგენლობა, სახელწოდებით "ჰუ მი", რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იქნა გამოგონებული ფრანგების მეირ პარიზში გერმანელი ოკუპანტების წინააღმდეგ. გოგირდის შემცველ აეროზოლს ჰქონდა საყოფაცხოვრებო და ფეკალური ნარჩენების აუტანელი სუნი. თუმცა მტრის გარდა იგი ყველას "იწირავდა", ვინც ახლომახლო იმყოფებოდა. ასე რომ, წინააღმდეგობის მებრძოლებმა მალევე უარი თქვეს ამ უცნაურ იარაღზე.


3. ყინულის გემები


image

იდეას მსვლელობა მიეცა XX საუკუნის 40-იან წლებში. სწორედ მაშინ იქნა გამოგონებული პაიკრიტი (pykrete) — ყინულისა და ნახერხის ნაზავი, რომელიც ძნელად ლღვება. გამძლეობით ეს ახალი ნაზავი ბეტონს არ ჩამოუვარდებოდა. მის საფუძველზე იგეგმებოდა გემსაწინააღმდეგო ბარიერების მშენებლობა, ასევე გეგმავდნენ ჩრდილოეთ რეგიონებისთვის ავიამზიდებისა და გემების აგებას. აიგო კიდეც რამდენიმე საკმაოდ წარმატებული პროტოტიპი, მაგრამ გამოცდის მსვლელობისას გაირკვა, რომ ტორპედოს შესაჩერებლად ამგვარი ბარიერის კორპუსი ძალიან სქელი უნდა ყოფილიყო, რისთვისაც ძალიან ბევრი ნახერხი იყო საჭირო.

ამჟამად პაიკერი ისევ ყურადღების ცენტრშია: სკანდინავიაში მისი გამოყენებით იგეგმება რამდენიმე სამოქალაქო შენობის მშენებლობა.



4. დანაღმული შინაური ცხოველები

image

ამ ჩამონათვალში არის არა მხოლოდ ყველასათვის ცნობილი სსრკ-ს ძაღლი-კამიკაძეები, რომლებიც მოწინააღმდეგის ტანკების ასაფეთქბლად იყვნენ გაწვრთნილნი, არამედ ღამურებიც. 1942 წელს, მოყვარულმა სპელეოლოგმა ლიტლ ადამსმა, პირველმა შესთავაზა ამ ფრინველების გამოყენება მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ფეთქებადი ნივთიერებების გადასატანად. იდეა მოეწონა პრეზიდენტ რუზველტს და პროექტს მსვლელობა მიეცა. თეორიულად, ღამურებზე უნდა დამაგრებულიყო საათის მექანიზმიანი ასაფეთქებელი, ღამურებს დააძინებდნენ, ჩადებდნენ კონტეინერებში და ჩამოყრიდნენ თვითმფრინავიდან მტრის ტერიტორიაზე. ღამურები გაფრინდებოდნენ სახლებს შორის და იქ აფეთქდეოდნენ. მაგრამ პრაქტიკაში განხორციელების დროს ერთბაშად რამდენიმე პრობლემა შეიქმნა: კონტეინერისთვის პარაშული ზედმეტად პატარა იყო. ღამურები ხშირად ვერ იღვიძებდნენ ჰაერში ან ზედმეტად დიდხანს ფრინავდნენ და ჰაერშივე იწვებოდნენ მტრისთვის ზიანის მიუყენებლად. 1944 წელს პროექტზე უარი ითქვა.


დღეისთვის კამიკაძე-ცხოველების საომარი მიზნით გამოყენება თითქმის აღარ ხდება და ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის დაგმობილი.



5. მხტუნავი ბომბი

image

მეორე მსოფლიო ომის დროს წარმოებული მხტუნავი ბომბი შემუშავებული იქნა ბრიტანელი ინჟინერის, ბარნს უელისის მიერ იმისათვის, რომ წყალზე ანარეკლის საშუალებით, ზედაპირზე "ხტომით" მიეღწია მიზნისთვის. ბომბ "აპკიპს" თვითმფრინავიდან აგდებდნენ ტრაექტორიის წინასწარი ზუსტი გათვლის შემდეგ და შედეგად კოლოსალური ზიანი ადგებოდა ჯებირებსა და წყალსაცავებს. იგი ისტორიის მანძილზე მხოლოდ ერთხელ, გერმანიაში იქნა გამოყენებული.


მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მსგავსი ბომბები აღარ წარმოებულა.


2
879
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
879
  
2016, 18 აპრილი, 16:02
:)) ეგრე გამოდის.
2016, 18 აპრილი, 15:22
ესე იგი სვანური ანეკდოტისა არ იყოს, ,,პავაროტში'' კაცის მოკვლა შეიძლება უკვე ხომ? :D
0 1 2