x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჰოლივუდის ლეგენდარული ლამაზმანების სილამაზის 15 საიდუმლო

image

თუ რეალურ ცხოვრებაში ჩვეულებრივი ქალბატონები მზად არიან ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ სილამაზე და ახალგაზრდობა შეინარჩუნონ, მაშინ ძნელი არაა მივხვდეთ, რომ ვარსკვლავური ლამაზმანები უფრო ზედმიწევნით და განსაკუთრებულად უდგებიან ამ საკითხს.



და თუ ახლა ცნობილი ქალბატონების ტრანსფორმაცია ძირითადად ქირურგიულ ჩარევებზეა დაფუძნებული, ადრე სრულყოფილების ძიებაში გოგონები მიმართავდნენ თავიანთ გამოგონებებს. და მერწმუნეთ, ბევრი შრომა ჭირდებოდათ ამისთვის!



მერლინ მონრო



იყენებდა ხუთ სხვადასხვა ფერის ტუჩსაცხს, ტუჩები რომ უფრო სქელი გამოსჩენოდა.


image





კეროლ ლომბარდი


ცხვირზე თეთრი ფანქრით ორ ხაზს ისვამდა, ცხვირი უფრო სწორი რომ გამოსჩენოდა.

image


ელიზაბეტ ტეილორი

სახეს იპარსავდა, რაც საშუალებას იძლეოდა მისი კანი აბსოლუტურად გლუვი და მბრწყინავი გამოჩენილიყო.

image

მარლენ დიტრიხი


ამოიღო უკანა ძირითადი კბილები, ლოყები უფრო ჩაცვენილი რომ ჰქონოდა.

image


ოდრი ჰეპბერნი


ტუშის წასმის შემდეგ ნემსის წვერით ისწორებდა თითოეულ წამწამს.

image


მეი ვესტი


ქოქოსის ზეთს იყენებდა როგორც სახის დამატენიანებელ კრემს, მისთვის მეტი მბზინვარება რომ მიეცა.


image



გრეტა გარბო


უფრო მეტყველი მზერა რომ ჰქონოდა, ქვედა წამწამების გასწვრივ ჯერ ვაზელინს ისვამდა და შემდეგ მუქ ჩრდილებს.


image



ვივიენ ლი


მაკიაჟის გაკეთებისას ტუჩის ფანქარს ზედა ტუჩის ზევით ისვამდა, ვიზუალურად უფრო სქელი რომ გამოსჩენოდა.


image



გლორია სვენსონი


ნედლ ბოსტნეულს არა მარტო ჭამდა რეგულარულად, არამედ სახის ნიღბებსაც იკეთებდა მათგან.


image



რიტა ჰეივორტი


თმას უვლიდა მასზე კარაქის წასმით და იბანდა ლიმნის წვენიანი თბილი წყლით.


image



გლორია გრეჰემი


ბამბის ან ნაჭრის როლიკს იდებდა ტუჩის ქვეშ, ზედა ტუჩი ვიზუალურად უფრო სქელი რომ გამოსჩენოდა.


image


ინგრიდ ბერგმანი


ერთი სანტიმეტრით იპარსავდა თმას შუბლზე, სახისთვის მეტი ოვალური ფორმა რომ მიეცა.


image


ბეტ დევისი


ღამე ნიღაბს იკეთებდა კიტრის რგოლებით, დღე კი ვაზელინის დახმარებით თვალების ქვეშ სიმუქეს ფარავდა.


image

სოფი ლორენი


ზეითუნის ზეთს ისვამდა თმაზე და სახეზე, რაც მას აბრეშუმივით ხდიდა.

image


გრეის კელი

კონტურს უკეთებდა სახეს: ღია ფერის რუმიანით გამოყოფდა ლოყებს, ხოლო მუქით ავსებდა ზედა სივრცეს.

image









0
278
12-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0