x
image
natia.a
10 რამ, რაც ბევრმა არ იცის, რომ მოდიდან გადავიდა - გადაინახეთ ისინი რაც შეიძლება შორს!

image
მართალია, მოდა კეკლუცი ქალივით ძალიან ცვალებადია, მაგრამ მაინც საკმაოდ დემოკრატიული რჩება. ბევრი რამ შეგიძლიათ რამდენიმე სეზონის მანძილზე ატაროთ ისე, რომ მოდიდან არ გადავიდეს. თუმცა არის ისეთი სამოსი თუ აქსესუარები, რომლებიც უკვე დიდი ხანია მოძველებულია და უმჯობესია თუ შეველევით. მათ რიცხვშია ქვემოთ მოყვანილი 10 ელემენტი, რომლებისგანაც, როგორც დიზაინერები გვირჩევენ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი გარდერობი.


1. საყურე-კაფი
image

ინდური სტილის საყურე, რომელიც მხოლოდ ერთ ყურზე კეთდება გასული რამდენიმე სეზონის მანძილზე საკმაოდ პოპულარული იყო. ამჯერად კი უმჯობესია ისინი ჩაანაცვლოთ შანდელიერებით ან მცირე ზომის საყურე-ლურსმნებით.

2. სანდალი-გლადიატორები
image

უკანასკნელი ორიოდე ზაფხულის სეზონის მანძილზე თითქმის ყველა გოგოს, რომელიც მოდას მისდევდა, ეცვა სანდალი-გლადიოატორები. წელს კი ამგვარი ფეხსაცმელი უკვე აღარ არის პოპულარული. სეზონის ახალ ჰიტს ამჯერად ნათელი ფეხსაცმელები წარმოადგენს.

3. მოსახსნელი საყელოები
image

საყელოები, რომლებსაც გოგონები თითქმის ყველა სახის ტანსაცმელთან ატარებდნენ, ისევე მალე გადავიდა მოდიდან, როგორც შემოვიდა. ისინი შეცვალა მასიურმა ყელსაბამებმა და კოლიეებმა.

4. სნიკერსები
image

კედები პლატფორმაზე - ფეშენ-ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გამოგონება, რომლებიც ძალიან პოპულარული იყო, თუმცა წელს უკვე მოდიდან გადავიდა - კედი უნდა დარჩეს კედად, ქუსლიანი ფეხსაცმელი - ქუსლიანად.

5. ასიმეტრიული კაბები და ქვედაბოლოები
image

უკან გრძელი და წინ მოკლე ქვედაბოლოები ორიოდე წლის წინ შემოვიდა მოდაში. შესაძლოა მომავალში ისევ აქტუალური გახდეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით მჯობესია თუ მათი ჩაცმისგან თავს შეიკავებთ. წელს ყველაზე ადეკვატურ სიგრძედ მიდი ითვლება.


6. გრძელი პლისეებიანი ქვედაბოლოები
image

პლისე გასული სეზონის აქტუალური ტრენდი იყო. მაგრამ მოდა ერთ ადგილზე არ დგას და თუ მისი მიყოლა გაქვთ გადაწყვეტილი, წელს ამგვარი ქვედაბოლოების ჩაცმისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ, განსაკუთრებით თუ ისინი კაშკაშა ფერისაა.


7. კაბა-ბანდაჟი
image

ჯერ ერთი, ასეთი კაბები ცოტას თუ უხდება, რადგან ხაზს უსვამს ფიგურის ყველა ნაკლს. მეორეც, წელს უფრო თავისუფალი სილუეტებია მოდაში.

8. ბასკა
image

ბასკიანი სამოსი უკვე დიდი ხანია მოდიდან გადავიდა. თუ ამ ელემენტიან ტანსაცმელს იმიტომ იცვამთ, რომ გგონიათ ზედმეტ კილოგრამებს ფარავთ, უმჯობესია სპორტით დაკავდეთ.

9. ეკლები
image

ეკლიანი ფეხსაცმელები და ჩანთები, რომლებიც მოდაში Valentino-მ შემოიტანა, უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე პოპპულარული იყო. წელს კი უმჯობესი იქნება ამ ელემენტს რეპტილიების ტყავის დეკორაციებით თუ შეცვლით.


10. დახეული ჯინსები
image

დახეული ჯინსები, და მით უმეტეს ე.წ. "მოხარშულები" უმჯობესია რაც შეიძლება ღრმად გადაინახოთ. ამჟამად მოდაში შავი, ლურჯი და ცისფერი ვიწრო ჯინსებია.




გისურვებთ ყოველთვის მოდურად და მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ.

4
4953
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4953
  
2016, 24 აპრილი, 19:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი natia.a-ის კომენტარზე
2016, 22 აპრილი, 15:10
გმადლობ შეფასებისთვის :) ეს სტატია კი გადათარგმნილია ერთ-ერთი მოდური ჟურნალიდან. გრძელ ქვედა ბოლოს რაც შეეხება, აქ მხოლოდ პლისეებიანზეა საუბარი. ერთადერთი დახეულ ჯინსებზე შეიძლება კამათი, დანარჩენს ყველაფერს ვეთანხმები:)
2016, 22 აპრილი, 14:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 19 აპრილი, 1:03
არის ნივთები, რომელიც ისევ იძენს აქტუალობას, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც აღარ დაბრუნდებიან, მაგ. მამაკაცის ე.წ. ბაილონის შარვლები, თანაც შლაქსები))
0 1 4