x
მეტი
  • 23.11.2017
  • სტატია:71199
  • ვიდეო:324258
  • სურათი:426288
გერმანული სოფელი საქართველოში

imageთეთრიწყაროს რაიონის სოფელი ასურეთი გამორჩეული სახლებითა და არქიტექტურული ნაგებობებით, საქართველოს ყველა სხვა
სოფლისაგან განსხვავდება. სოფელი, ორი საუკუნის წინ, საქართველოში ჩამოსახლებულ გერმანელ კოლონისტებს აუშენებიათ. თეთრი ქვით, ცემენტისა და ლურსმნის გარეშე აგებული სახლებისა და მუხის აივნების გამძლეობა აქაურ მაცხოვრებლებს დღემდე აოცებთ.
გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლება საქართველოში 1817 წელს, რუსეთის მეფის, ალექსანდრე I-ის ინიციატივით მოხდა. სწორედ მისი მეუღლის საპატივცემულოდ ასურეთს ეწოდა ელიზაბეტტალი, ანუ ელიზაბეტის დასახლება, სადაც 1400-მდე ოჯახმა, 7000 კაცამდე მოიყარა თავი. თითქმის 125 წლიანი ცხოვრების შემდეგ, 1941 წელს გერმანელები შუა აზიაში გადაასახლეს.
გერმანელების გადასახლების შემდეგ, ელიზაბეტტალში რაჭველები ჩამოასახლეს. დატოვეს მხოლოდ ის გერმანელები, რომლებიც უკვე ქართველებთან იმყოფებოდნენ ქორწინებაში. ახალმა მოსახლეებმა სოფელს ძველი სახელი დაუბრუნეს და ისევ ასურეთი უწოდეს. გერმანელების დანატოვარი ნივთები კი ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა რამდენიმე სახლში შემოინახეს. გერმანელების მიერ აშენებულ ყველა სახლს ჰქონდა სარდაფი და სათავსო. მათი ნაქონი სამუშაო იარაღებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ფრაგმენტები დღემდე ხელუხლებლად არის შემონახული.
აქვეა ორი საუკუნის საკერავი მანქანა „ზინგერი“.


image



გერმანული არქიტექტურით აგებული გოგირდის აბანო, ქათმების ფერმა და უნიკალური მარანი, რომელიც სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, დღეს უფუნქციოდ არის დარჩენილი. გერმანული არქიტექტურის მქონე მარანში ქართული ვაზის ღვინო მხოლოდ გერმანული ტექნოლოგიებით მზადდებოდა. მის ირგვლივ ვენახია გაშენებული, იგი მდედრი ჯიშისა და სხვა ჯიშის ვაზის გარეშე ნაყოფს არ იძენს. მისი სახელი ასურეთში ”შალას” სახელწოდებით არის გავრცელებული. ასურეთული შალა ძველი ქართული ვაზის ჯიშია, რომელიც გერმანელმა გლეხმა შალმამ იპოვა ტყეში. შემდგე სოფელში ჩამოიტანა და რახან ამ კაცმა იპოვა მის გვარის საპატივსაცემოდ მას უკავშირდება და მის სახლეს ატარებს. ამ მარნის უნიკალურობა იმაშიც გამოიხატება, რომ იგი არის სამსართულიანი, აქედან პირველი სართული სარდაფის ტიპისაა, რომელიც გაერთიანებულია ერთმანეთში გამავალი ხუთი გვირაბით. აღნიშნულ ნახევარსარდაფის კედლებში ჩაშენებულია 27 რკინა-ბეტონის ბუტები. მარანში 5000 ტონამდე ღვინოს აყენებდნენ მთავარ მეღვინედ იყო გერმანელი კოლონისტი ევგენი რეიტენბახი, რომელიც 1938 წელს გარდაიცვალა სოფელ ასურეთში. აქვე იყო გოთიკურ სტილში აგებული ლუთერანული ეკლესია, შემდეგ კი კომუნისტებმა გუმბათი მოანგრიეს. გერმანელების წასვლის შემდეგ, ეკლესია კულტურის სახლად გადაკეთდა. მოგვიანებით, 80-იან წლებში შენობას ხანძარი გაუჩნდა და სრულიად განადგურდა. ახალი პროექტის მიხედვით, ამ ადგილას მუზეუმი განთავსდება, რომელიც ასურეთში გერმანელების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.



ასე გამოიყურება დღეს გერმანელების მიერ აშენებული მარანი

imageimageimage


გოთიკურ სტილში აგებული ლუთერანული ეკლესიის პირველადი სახე

image



ლუთერანული ეკლესიის საბოლოო სახე, გუმბათის მონგრევის შემდეგ

image

image



გერმანელები სოფლის მეურნეობის განვითარებაზეც ზრუნავდნენ. მათი მონდომებისა და შრომის შედეგად, ელიზაბეტტალი მალე ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სოფელი გახდა რეგიონში.

სოფელში ქართველების საფლავების გვერდით შემორჩენილია გერმანელების სასაფლაო. მიტოვებულ საფლავებს კი ადგილობრივი დარაჯი უვლის.


image

image



სოფლის რეაბილიტაციისა და პირვანდელი სახის შენარჩუნების მიზნით ადგილობრივი
თვითთმართველობა გერმანულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. კერძო სექტორი კი დაინტერესებულია, რომ ამ ადგილას გაიხსნას ლუდსახარში, გერმანული ფუნთუშეულობისა და ძეხვის წარმოება, რაც ასურეთს მნიშვნელოვან ტურისტულ ზონად გადააქცევს. ტურიზმის განვითარების მიზნით, სოფელში სასტუმროებისა და კოტეჯების მშენებლობა უკვე დაწყებულია. მომავალ წელს კი, გერმანელი კოლონისტების საქართველოში ჩამოსახლების 200 წლის იუბილე აღინიშნება.







სტატია მომზადებულია თამარ ცხომარიას საავტორო რეპორტაჟის მიხედვით

6
1559
11-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
1559
  
2016, 19 მაისი, 16:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 18 აპრილი, 9:13
მაგარია
2016, 17 აპრილი, 19:43
რა კარგია, რაღაც სხვა- მყუდრო, სუფთა, მშვიდი...
2016, 17 აპრილი, 18:51
აუჰ კაი, იქნება მაშინ, ნამდვილად ვიცხოვრებდი
2016, 17 აპრილი, 18:47
კი, როგორ არა. დღეს ჩვეულებრივი სოფელია, უბრალოდ ეს ყველაფერი შემონახულია და არ აზიანებს მოსახლეობა. სხვათაშორის, თბილისიდან 20 წუთის სავალზეა.
2016, 17 აპრილი, 18:43
და მანდ რომ კაცი წავიდეს საცხოვრებლად შეიძლება?
0 1 6