x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ქუჩის იოგა-ლევიტაციის საიდუმლოს ფარდა აეხადა - აი რა ხდება სინამდვილეში
ტურისტულ ზონებსა და თუ ზოგადად ქუჩებში, საქართველო იქნება ეს თუ მის ფარგლებს გარეთ, ბევრი თქვენგანი შეხვედრია და თუ არა, მაშინ სმენია მაინც ქუჩის იოგა-ლევიტაციაზე რაიმე. გასაოცარი სანახაობაა თუ როგორ ახერხებს ერთი ადამიანი სრულ ბალანსს ჯოხზე, რომელიც მეორე პირს მხოლოდ ერთ ხელში უკავია. ალბათ მიგაჩნიათ, რომ მსგავსი რამ მხოლოდ წმინდანების ხვედრია არა? სულაც არა, ეს უბრალოდ თაღლითობის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის გამოყენებით იზიდავენ მაყურებელს და შოულობენ ფულს. მაშ რა ხდება სინამდვილეში? სწორედ ამაზე მინდა გესაუბროთ დღევანდელ სტატიაში და განგიმარტოდ, თუ როგორ ახერხებს ეს ორი პიროვნება სრულიად შეუძლებელ იოგა-ლევიტაციას ისე, რომ გაგვასულელოს.


image


ასეთი "თაღლითობის" ჩასატარებლად მუშაობენ ადამიანები გუნდურად- ორი, სამი, ხუთი და ა.შ, რადგან რთულია ჯდომა ერთ, რთულ პოზიციაში დიდი ხნის მანძილზე და თან უმოძრაოდ. სანამ ორი დაკავებულია იოგა-ლევიტაციით, სხვა დანარჩენები იცავენ მათ, რადგან ცნობისმოყვარე მაყურებელმა ისინი არ "გადმოაგდონ" ლევიტაციის ჯოხიდან და არ ახადონ ფარდა მათ თაღლითურ მეთოდებს.


თვითმხილველთა უმეტესობა ადვილად იჯერებს ამ ჯადოსნურ და ზებუნებრივ ძალებში. მათი ლევიტაციის პროცესი მხოლოდ 10-15 წუთის მანძილზე გრძელდება და იმის გამო, რომ ეჭვი არავინ შეიტანოს, პარტნიორები ერთმანეთს ენაცვლებიან ამ დროის მონაკვეთებში. შავი ზეწარის ან "ცელოფანის" მეშვეობით ნიღბავენ ქმედებას და კვლავ აგრძელებენ.



imageimage


აი რაში მდგომარეობს ლევიტაციის საიდუმლო- არსებობს ერთი მთლიანი ხის კონსტრუქცია ბრტყელი ძირით ხალიჩის ქვეშ, რომელიც აკავებს ადამიანს, შემდეგ მასზეა მიმაგრებული ე.წ. ჯოხი, რომელიც გაივლის ქვედა ადამიანის ხელს და კვლავ ბრტყელი ხის კორპუსი აქვს, სადაც მჯდომარე თავსდება მეორე ადამიანი- ყალბი იოგა-ლევიტაციისტი. ამ ყოველივეს კი სპეციალური ტანსაცმელი კარგად ნიღბავს. უფრო თვალსაჩინო რომ იყოს ამ ლევიტაციის სიყალბე, დააკვირდით ფოტოებს.


imageimage

0
666
21-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
666
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0