x
მეტი
  • 19.09.2017
  • სტატია:69413
  • ვიდეო:321891
  • სურათი:422892
იმერეთი

imageიმერეთი-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა.
ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ
საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა
ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი,
აფხაზეთი. იმერეთი შემოსაზღვრულია
აღმოსავლეთით ლიხის ქედით,
დასავლეთით ცხენისწყლით,
ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და
სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის
მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, იმერეთი, ანუ
ლიხსიქითა მხარე. იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის
ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში,
ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია, მათ შორისაა
დევისხვრელი, სათაფლის მიდამოებისა და ჭახათის გამოქვაბულები. საქალაქო ცხოვრების
უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში,
შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს
ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.

0
168
1-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე გოეგოძე
თორნიკე გოეგოძე
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0