x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
როგორ ცხოვრობენ ირანში? აკრძალული წესები თეირანში!
ირანის ისლამური რესპუბლიკა — სახელმწიფო აზიის სამხრეთ-დასავლეთით. დედაქალაქი — თეირანი. ჩრდილოეთ-დასავლეთით ესაზღვრება აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს, დასავლეთით ესაზღვრება ერაყს, აღმოსავლეთით ავღანეთსა და პაკისტანს.


ირანი არის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო მსოფლიოში. პირველი პროტოირანული სახელმწიფო ელამი წარმოიშვა ჩ.წ.-მდე III ათასწლეულში. დარიუს I-ის დროს (550 — 486 წლებში) ირანის სახელმწიფო გადაჭიმული იყო საბერძნეთიდან მდინარე ინდამდე. ირანი არის ზოროასტრიზმის (მაზდეანობის) შექმნის ადგილი. XVI საუკუნესთვის ირანის რელიგია ხდება მაჰმადიანობა.


1979 წელს ირანში მოხდა ისლამური რევოლუცია აიათოლა ჰომეინის ხელმძღვანელობით, რომლის შედეგადაც ირანში გაუქმდა მონარქია და შეიქმნა ისლამური რესპუბლიკა. დასავლეთ აზიაში ირანის ეკონომიკას უკავია მეორე

ადგილი განვითარების მხრივ და ასევე არის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული სახელმწიფო.



image


დასაშვებია თუ არა ირანში ფლირტი?


აკრძალვების ქვეყანაში ცხოვრება ნამდვილად ძალიან რთულია. ირანში ფლირტი

სასტიკად აკრძალულია. თუ ახალგაზრდებს შორის ფლირტი ფიქსირდება, მათ

აუცილებლად დააკავებენ და დააკისრებენ ფულად ჯარიმას, იშვიათად აპატიმრებენ.


image


ახალგაზრდების ფლირტისთვის განკუთვნილი სპეციალური ადგილები არსებობს

დედაქალაქ თეირანში. ქვემოთ მოცემულ ფოტოში ნახავთ იმ ადგილს, სადაც

ახალგაზრდა წყვილები ერთმანეთს ჩუმად ხვდებიან.


image


თუ ბიჭებს და გოგონებს ერთმანეთი მოეწონათ, საკონატქო ნომრებს ავტომობილის

მინებიდან ცვლიან...


image





შეიძლება თუ არა დედაქალაქ თეირანში ჩილიმის მოწევა?


დედაქალაქ თეირანში კანონების თანახმად, ჩილიმის მოწევა სასტიკად აკრძალულია

ირანელ ქალებისთვის, თუმცა სოციალურ ქსელში გვხვდება ამ საკითხის საპირისპირო

პასუხები. ახალგაზრდა გოგონები არ ერიდებიან ჩილიმის მოწევას და ასეთი ფოტოების

სოც-ქსელებში განთავსებას...


imageimage






შეიძლება თუ არა ბილიარდის თამაში თეირანელი ქალებისთვის?


საბილიარდოში ქალების შესვლა აკრძალულია, თუმცა ირანელი გოგონები თვლიან,

რომ ეს აკრძალვა მეტისმეტად გადაჭარბებულია და ეს მხოლოდ გასართობი სპორტია,

რომლის თამაშის უფლება როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებსაც უნდა ჰქონდეთ...


image






შეიძლება თუ არა საცურაო აუზში ქალების და მამაკაცების ერთდროულად ყოფნა?


როგორც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი, საცურაო აუზში მამაკაცების და ქალების

ერთდროულად ცურვაც სასტიკად არის აკრძალული. ამ შემთხვევაში მამაკაცებს

თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ 4-5 წლით...


image






დასაშვებია თუ არა როკ-მუსიკა ირანში?


ცნობილია, რომ ირანში როკს კრძალავენ, ვინაიდან მას ეშმაკების მუსიკად
თვლია. მაგრამ როგორც ამ ფოტოში ხედავთ, ირანელი ახალგაზრდები ერთობიან
როკ-მუსიკით.


image





თეირანში აკრძალულია სილამაზის სალონები!


მოგახსენებთ, რომ ირანულ კულტურაში აკრძალულია სილამაზის სალონები.
ზემოთ მოცემულ ფოტოში ხედავთ სილამაზის სალონად გადაკეთებულ საცხოვრებელ სახლს, სადაც ირანელი ქალბატონები მაკიაჟს არ იკლებენ. ერთადერთი წესი რაც ამ ფოტოში დაცულია არის მამაკაცების არყოფნა...


image






















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


0
2083
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2083
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0