x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ვისწავლოთ ლამაზად ლანძღვა - 12 არასტანდარტული პასუხი ცხელ გულზე
ძალიან ხშირად ვხვდებით ისეთ სიტუაციაში, როცა უსამართლოდ გვდებენ ბრალს ან უბრალოდ გვაბრაზებენ, ან კიდევ იმდენად დიდ სისულელეს ამბობენ, რომ უხამსი პასუხისგან თავის შეკავება გვიჭირს. არადა ჩვენ ხომ არ ვართ უზრდელი ადამიანი?! გთავაზობთ რამდენიმე არასტანდარტულ პასუხს, რომელიც გაბრაზებისას შეგიძლიათ მოწინააღმდეგის მიმართ გამოიყენოთ ისე, რომ არც თქვენს ზრდილობას მიადგეს ჩრდილი, არც მოწინააღმდეგის დონეზე დაეშვათ და საკადრისი პასუხიც გასცეთ.

image

1. თქვენ დონეზე საუბარი რომ დავიწყო დაწოლა მომიწევს!
2. ოღონდაც საყურისებს ნუ გამოიღებთ, ორპირი გაგიცივებთ ტვინს.
3. პირი სტომატოლოგთან გააღე.

4. მაკდონალდსში გადაგეხადოს ქორწილი.

5. თქვენი შემხედვარე ვხვდები, რომ ღმერთისთვის არაფერი ადამიანური უცხო არ არისდა მშვენიერი იუმორის გრძნობა აქვს.


6. კარგი იქნებოდა სამყაროს შენი გაქრობით თუ დაამშვენებდი, სანამ ცოდვა არ დამიდია!

7. დადებითი შენ მხოლოდ რეზუსის ფაქტორი გაქვს.

8. სასაფლაოს პირდაპირ ვცხოვრობ და შენებურად თუ გააგრძელებ, იცოდე ჩემს პირდაპირ დაიდებ ბინას.

9. საკუთარი აზრის გამოთქმის თქვენეული უფლება მე სულაც არ მავალდებულებს ასეთი სისულელეები ვისმინო.

10. უმჯობესია ჭკვიანურად გაჩუმდე, ვიდრე სულელურად ილაპარაკო.

11. შენ რა გგონია, რაც უფრო ხმამაღლა ყვირებ მით უფრო ხმადაბლა მოგისმენ?

12. მაგ შენს სათვალეს ახლა სახლში წაიღებ...ოღონდ სხვადასხვა ჯიბით.







3
516
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
516
  
2016, 15 აპრილი, 23:23
უნდა დავიზეპირო)))))) ბოლო ორი მომეწონა ნამეტნავად))))
2016, 15 აპრილი, 14:28
კიდევ 1 ლამაზი ,,გალანძღვა''
2016, 15 აპრილი, 13:06
კბილებს ჯიბით წაგაღებინებ :D
0 1 3