x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ბერლინის უმსხვილეს ბორდელში პოლიციამ რეიდი მოაწყო
imageდაახლოებით 900 პოლიციელი ერთბაშად დაეცა ბერლინის უმხვილეს ბორდელ Artemis-ს.


შემოწმების შემდეგ დააკავეს ექვსი ადამიანი, დაკავებას წინ უძღვოდა რამდენიმე თვიანი გამოძიება.მათ ბრალად ედებათ ადამიანებით ვაჭრობა და გადასახადის დამალვა.


ბორდელის ხელმძღვანელობას ბრალად ედებათ სოციალური დაზღვევის ფონდისთვის განკუთვნილი გადასახადისგან თავის არიდება.საერთო თანხის ოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში 20 მილიონ დოლარს შეადგენს.


პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბორდელის ხელმძღვანელობა მომსახურე პერსონალს აიძულებდა დეკლარირების დროს თავიანთი სამუშაო, როგორც ინდივიდუალური ისე გაეფორმებინათ.


ამრიგად ბორდელი თავს არიდებდა ზედმეტ გადასახადებს თანამშრომლების ხარჯზე.


გერმანიაში პროსტიტუციის ლეგალიზება 2002 წელს მოხდა.მარტო ამ ბიზნესიდან სახელმწიფოს წელიწადში 16 მილიარდი ევრო შემოსდის.სექს-ინდუსტრიაში დაახლოებით 400 000 ადამიანია დასაქმებული.მათი რაოდენობა ორჯერაა გაზრდილი 1996 წელთან შედარებით.მეძავების ძირითადი ნაწილი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან არიან.


Artemis-ი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბორდელია გერმანიაში.გაიხსნა 2005 წელს.ოთხ სართულიან შენობაში საცურაო აუზი, სამი საუნა, ორი კინოთეატრია განთავსებული. აგრეთვე არის დარბაზი, სადაც შესაძლებელია ერთბაშად 70 მეძავი და 600 კლიენტი მოთავსდეს.


Artemis-ის მფლობელია თურქი ბიზნესმენი ხაკი სიმშეკი.

imageimage



0
555
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
555
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0