x
image
მანჩო 777
"ვინა ხართ თქვენ, ქართველები, რომ ენის საკუთარი ოჯახი გაქვთ?" - ანუ რამ გააკვირვა ინდოელი გიდი?
ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალური ქსელის მეშვეობით ქართველ ხალხს 14 აპრილს-ქართული ენის დღეს ულოცავს და მილოცვის სტატუსთან ერთად აქვეყნებს საყოველთაოდ ცნობილ ნაწყვეტს თავისი წიგნიდან "ჩემი ინდური სასწაული".


" - ორი წელი გავიდა ამ ამბიდან.
ამ დროს დაწყებული მქონდა ჩემი „ინდური“ წიგნის წერა და ეს ამბავიც წიგნის მცირე ნაწყვეტია.
დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც „ჩემი ინდური სასწაულის“ გამოცემაში დამეხმარა.
გილოცავთ ქართული ენის დღეს!
„დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად. რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“, - წერს სტატუსად რამაზ გიგაური.


image


შემდეგ ასტროლოგი საკუთარი წიგნიდან მცირეოდენ ნაწყვეტს აქვეყნებს, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ ვერ მალავს გაოცებასა და ბოღმას მისი ინდოელი გიდი, როცა გაიგებს, რომ ქართული ენა ინდოევროპული ენების ჯგუფს არ განეკუთვნება და ჩვენს საკუთარი დამწერლობაც გვაქვს:



"ინდოეთში ყოფნისას, უდაიპურისკენ მიმავალ გზაზე, გიდი სუშანტი მანი შემეკითხა:
- ალბათ, ქართული ენა ინდოევროპულ ოჯახს განეკუთვნება?!
- არა სუშანტ, ქართულ ენას თავისი, საკუთარი ოჯახი აქვს.
- რამდენი ხართ ქართველები?
- მოწკურა თვალები დამცინავად.
- საქართველოში დაახლოებთ 4, 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საქართველოში ქართველები ვიქნებით ალბათ 3 მილიონი, - ვუპასუხე მე.
- და 3 მილიონ ადამიანს საკუთარი ენის ოჯახი აქვთ? შეუძლებელია, - შეიცხადა.
- დაგუგლე სუშანტ, - ვუთხარი მე, რადგან სუშანტი ინტერნეტს აქტიურად იყენებდა. დაგუგლა. არის ჩუმად. ხმას არ იღებს. იყურება ფანჯარაში. კიდევ დაგუგლა. კითხულობს. ისევ ჩუმად იყურება ფანჯარაში.
- რაო, რა წერია? - ვერ მომითმინა გულმა.
უცბად მოტრიალდა გიჟივით: - თითქმის მთელი ევროპის ენა ინდოევროპული ენის ოჯახს ეკუთვნის (ინდოევროპულს ხაზს უსვამდა ხოლმე) და ვინა ხართ თქვენ, ქართველები, რომ ასე მცირე ხალხს ენის საკუთარი ოჯახი გაქვთ?
უცებ ამიდუღდა სისხლი: - ჩვენ, ქართველები... - და აქ ჩამეხრინწა ხმა და ვეღარ ამოვიღე. თვალები ცრემლით ამევსო.
ახლა მე გავიხედე ფანჯარაში. მანქანა მიქროდა უდაიპურისკენ და მე გულში ვიმეორებდი: "ჩვენ ქართველები"...


გილოცავთ ქართული ენის დღეს! სიყვარულით რამაზ გიგაური“- წერს გიგაური ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.



image


8
2080
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2080
  
2016, 11 აგვისტო, 9:08
შენ რომ გცოდნოდა ეტყოდი: ჩვენ ვარტ ზუსტად ის 'ფერმკრთალსახიანები' რომლებიც აღმოსავლეტიდან მოვიდნენ ტქვენტან და დიდი კულტურა შემოიტანეს თქვენს განვიტარებაში!
დიახ, ვინც არ იციტ, პროტო იბერიელებმა ანუ მაშინდელმა არიელებად წოდებულემა ტომებმა ინდოეტის კულუტურას ბევრი შემატეს და არა მაარტო ინდოელებისას, ეს ტომები დასავლეტიტ ჩრ აფრიკამდე არიანაგანვრცობილნი (მთელი ხმელტაშუაზღვის ხალხები ), სამხრეტიტ ლიბიამდე ჩასულები და ჩრდილოეტიტ კელტებიტ დამტავრებულნი
2016, 21 აპრილი, 11:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 16 აპრილი, 23:24
დიახ, ამ სიტყვების წაკითხვისას იმწამსვე გამიელვა გულში, რომ ეს იყო სიამაყის და სიხარულის ხმის ჩახრინწვა იმის განცდით, რომ შენ ქართველი ხარ :)
2016, 16 აპრილი, 12:25
ეს მომენტი ყველას გვაქ :) უკვე განვლილს ვაანალიზებთ და უკეტესი იდეები და ფრაზები გვახსენდება,თუმცა ალბათ იმ სიტუაციაში და არა მარტო ....ზოგჯერ ყველა ვიბნევით :)
2016, 15 აპრილი, 23:30
ე, ბიჭო, ის მაინც ეთქვა, ერთმა ქართველმა პოეტმა ჯერ კიდევ მე-12 ს-ში ინდოეთზე უფრო მეტი იცოდა, ვიდრე შენ 21-ს-ში საქართველოზეო))... ჰო, რა ვიცი, აბა, კლავიატურასთან ვართ მაგრები, თორემ იმ სიტუაციაში, შეიძლება მეც ჩამხრინწვოდა ხმა))
2016, 15 აპრილი, 11:15
ვფიქრობ სირცხვილმა კი არა,სიყვარულმა,სიხარულმა,ქვეყნის სიამაყებ,ნოსტალგიამ,განვლილმა ტანჯულმა ქვეყნის ისტორიამ და მაინც შენარჩუნებულმა ეროვნულობამ და მონატრებამ ააცრემლა,და არა იმან,რომ მას შერცხვა და დაკნინდა.უცხო მიწაზე ვფიქრობ ,რომ ძNელია ცრემლის გარეშე ისაუბრო შენს სამშობლოზე და მის "ძვირფასეულობაზე"
2016, 15 აპრილი, 8:57
რატომ ჩაგეხრინწათ ხმა, ან ცრემლი რატომ მოგადგათ თვალზე, ბატონო რამაზ, ,,ჩვენ, ქართველები,, რა, ასეთი ცუდები ვართ, ან ასეთი იდეალურები ვართ, რომ ინდოელს ვერაფერი აუხსენით?
0 1 8