x
image
K.P.
"მიმიფურთხებია ქალისთვის ვინც იმაზე დამიწყებს საუბარს, რომ არაკანონიერად ვაჩენ შვილს"-ინდირა ჯგერენაია სკანდალურად დაშორებული ბოიფრენდისგან შვილს ელოდება
image
მომღერალი ინდირა ჯგერენაია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელიც მისი ორსულობის ფაქტს ეხება. ''არასასიამოვნო ჭორებით ყველა თქვენ თავს აყენებთ შეურაცხყოფას კაციც და ქალიც, ფეხმძიმე გოგოს თუ გამამწარებთ და ნერვებს მომიშლით თქვენი დამპალი გათახსირებული ენების გამო, სად გეწერებათ ეგ სიკეთეში თუ ბოროტებაში, არ მეშინია ავიტან!

მიმიფურთხებია ისეთი ქალისთვის ვინც იმაზე დამიწყებს საუბარს, რომ არაკანონიერად ვაჩენ შვილს, წადით ბატონო და იკეთეთ აბორტები შემეშვით მე.

თქვენ ხომ არ აჩენთ და თქვენი საზრუნავი ხომ არაა ვინ რა მოგთხოვათ, თავი დამანებეთ და ღმერთის გეშინოდეთ''!

image


ინდირა ჯგერენაია საქართველომ მუსიკალურ პროექტ "ჯეოსტარის" წყალობით გაიცნო. მომღერლის ვარსკვლავი პროექტის დასრულებისთანავე ჩაქრა. როგორც გაირკვა, ინდირას დეპრესიამ შეუტია, რამდენჯერმე კი თვითმკვლელობაც სცადა. რთული პერიოდი შეყვარებულმა გადაატანინა, რომელთანაც 3 წლის მანძილზე იცხოვრა. ინდირამ პროექტ "ნიჭიერის" წყალობით კვლავ მოიპოვა პოპულარობა და მის შესახებ ბოროტი ხმებიც გავრცელდა. მომღერალი პროექტის ფინალში "რუსთავი 2"-ის წყალობით მოხვდა, შემდგომ კი მისივე გადაწყვეტილებით 10000 ლარიანი ჯილდოც მიიღო. გავრცელდა ხმები რომ "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორსა და ინდირა ჯგერენაიას რომანი ჰქონდათ. ჭორებმა ძალიან გააღიზიანა ინდირას შეყვარებული, წყვილი ხშირადაც ჩხუბობდა. მომღერალის მტკიცებით, მეორე ნახევარი რესტორანში მიუვარდა და "კონცერტები" მოუწყო. დაშორების მიზეზი, კი ჭორები გახდა, ინდირასა და ნიკა გვარამიას რომანის შესახებ.

"ვისაც მოგწონთ მამაკაცის ეჭვიანობა აეჭვიანეთ, მოუთმინეთ და მერე მის საწოლში იგორავეთ. არ ილაპარაკოთ ის, რაც არის და როგორც არის, ვინ დარჩება მოტყუებულუი საზოგადოება თუ თქვენ? ილაპარაკეთ რამდენიც გინდათ და როგორც გინდათ, დააკალით იდიოტ ქმრებს თავი და მუდმივ აურზაურში ზარდეთ შვილები და თქვენს შვილებს ჯანსაღი ფსიქიკა არასდროს ექნებათ. ჯერ გამოსცადეთ და ჰოპ მერე დაიძახეთ"-ამტკიცებდა მომღერალირამდენიმე თვის წინ.

როგორც ირკვევა ინდირა შვილს სწორედ ყოფილი შეყვარებულისგან ელოდება, რომელსაც ცოტა ხნის წინ შეურიგდა.image

0
260
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0