x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა უნდა ვიცოდეთ ბანანის შესახებ? 10 კითხვა – 10 პასუხი

ბანანი ჩვენც ისევე გვიყვარს, როგორც ცხელ ქვეყნებში, სადაც ის ბუნებრივად იზრდება: ეგზოტიკურ ხილს შორის, ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი პროდუქტია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, დროდადრო ვრცელდება ინფორმაცია ბანანის ქიმიური ნივთიერებებით დამუშავებისა და მავნებლობის შესახებ. ამის გამო, ზოგიერთი ადამიანი საერთოდ უარს ამბობს მასზე, ხოლო სხვები – დიდი სიფრთხილით ეკიდებიან მის «ქიმიური ნივთიერებებით გაჯერებულ» ქერქს.

გთავაზობთ სრულ ინფორმაციას იმ გზის შესახებ, რომელსაც ბანანი გადის ხიდან (უფრო სწორედ, ბალახიდან) ჩვენამდე:

image

1.რატომ კრეფენ მოუმწიფებელ ბანანს?

მიუხედავად იმისა, რომ ბანანი გარეგნულად ძალიან მაგარი და მტკიცე ჩანს — სინამდვილეში, ის ძალიან ნაზია და ვერ იტანს ხანგრძლივ ტრანსპორტირებას, თუ ჰაერის ტემპერატურა 14 გრადუსს აღემატება. ამიტომ, ერთადერთი საშუალება, რომ ბანანი მყიდველამდე «სასაქონლო» ფორმით მიიტანონ — მისი «მკვახედ» მოკრეფა და მაცივრებით აღჭურვილი გემებით გადატანა არის.

image2. რატომ იყო ადრე ბანანი მწვანე?

ვინც საბჭოთა დროს ცხოვრობდა, ეხსომება, რომ მაშინ ბანანი მწვანე იყო. ეს იმიტომ, რომ ის მაღაზიაში დამატებითი დამუშავების გარეშე ხვდებოდა. როგორც კი გემიდან ჩამოტვირთავდნენ, სავაჭრო ქსელში ანაწილებდნენ.

image3. რატომ «უშვებენ» ბანანს გაზის კამერაში?

იმისათვის რომ ბანანი დამწიფდეს და თანაბრად შეიცვალოს ფერი, მას დამატებით ამუშავებენ ქიმიურად: ეს მართვითი პროცესია, რის შედეგადაც, ბანანი უფრო სწრაფად მწიფდება და მიმზიდველიც ხდება.
ბანანს ჯერ სპეციალურ საცავში ათავსებენ, სადაც ტემპერატურა 15 გრადუსს არ აღემატება და ჰაერის ტენიანობაც შესაფერისი არის. შემდეგ, ის სხვა საცავში გადააქვთ, სადაც ბანანს ათბობენ და «ბანანი-გაზით» ამუშავებენ.


4. რა არის «ბანანი-გაზი» და მავნებელია თუ არა ადამიანის ჯანმრთელობისთვის?

ეს არის გაზის ნაერთი, რომელიც 5% ეთილენის (C2H4) და 95% აზოტისგან (N) შედგება. ეს ნაერთი იმ ნივთიერების ანალოგიურია, რომელსაც ბანანი გამოყოფს ბუნებრივად დამწიფების დროს და ის არ არის მავნებელი ჯანმრთელობისთვის.

image5. რატომ იყო ადრე ბანანი უფრო გემრიელი?

მიუხედავად იმისა, რომ გაზის ნაერთი, რომლითაც ბანანის დამუშავება ხდება, მავნებელი არ არის — ხელოვნურად დამწიფებულ ბანანს ისეთი გემო არა აქვს, როგორც ბუნებრივად დამწიფებულს. სპეციალურ კამერაში დამწიფების შემდეგ, ბანანის გემო იცვლება და უნდა ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს ცვლილება დადებითი არ არის.

უფრო გემრიელი იქნება, თუ მწვანე ბანანს იყიდით და სახლის პირობებში დაამწიფებთ.

image

6. ახლა რატომ არ ყიდიან «დაუმუშავებელ» ბანანს?

ერთის მხრივ — საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ბანანის დისტრიბიუტერი კომპანიები, ვეღარ სთავაზობენ მომხმარებელს მოუმწიფებელ ბანანს: ასეთი პროდუქცია კონკურენტუნარიანი არ იქნება. მეორეც – პროდუქციის დასაწყობება და იმის ლოდინი, თუ როდის დამწიფდება თავისით, არარენტაბილურია. თან არ არის გარანტია, რომ ბანანი ერთნაირად გაყვითლდება და ისეთივე მიმზიდველი იქნება მომხმარებლისთვის, როგორიც ხელოვნურად დამწიფების შემდეგ არის.

image7. შეიძლება მწვანე ბანანის ჭამა?

ბანანის მწვანე ფერი იმაზე მიუთითებს, რომ მასში, სახამებლის შემცველობა მაღალი არის. ამის გამო, მისი გადამუშავება ორგანიზმისთვის რთულია: სახამებელის დაფერმენტება სქელ ნაწლავში ხდება და შეიძლება გაზების წარმოქმნა გამოიწვიოს.
რაც უფრო მწიფეა ბანანი — მით უფრო მეტი სახამებელია შაქრად გადაქცეული, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანანი არა მხოლოდ უფრო ტკბილი, არამედ უფრო ადვილად გადასამუშავებელიც არის.

image8. შეიძლება თუ არა, ბანანის ჭამა, თუ მას ყავისფერი ლაქები აქვს?

სამწუხაროდ ისეც ხდება, რომ სახლში მოტანილი ბანანი «არაადეკვატურად იქცევა»: ძალიან მალე კარგავს იმ «სასაქონლო ფორმას», რის გამოც, გაზის კამერაში დაამუშავეს. ეს, შეიძლება, ბანანის ხელოვნურად დამწიფების რეჟიმის დარღვევის გამო მოხდეს.
ასეთი ბანანი ზიანის მომტანი არ არის და ხშირ შემთხვევაში, მისი ქერქის ქვეშ, ჩვეულებრივი, საღი ბანანი არის.

image9. როგორ ეხმარება ვაშლი ბანანს დამწიფებაში?

თუ მწვანე ბანანს შეიძენთ, შეგიძლიათ თავადვე დაამწიფოთ სახლის პირობებში, «ბანანი-გაზის» გარეშე. ამისთვის, საკმარისია ბანანის მოთავსება პაკეტში, სხვა ხილთან (მაგ. ვაშლი, მსხალი) ერთად. ხილი გამოყოფს ეთილენს, რომელიც აუცილებელი არის ბანანის დასამწიფებლად.

ასე დამწიფებული ბანანი, დამწიფების შემდეგ, ფერს არ შეიცვლის.

image10. როგორ შევაჩეროთ ბანანის გადამწიფების პროცესი?

იმისათვის რომ ბანანი მალე არ გადამწიფდეს — ფოლგა ან სამზარეულოს აპკი მჭიდროდ უნდა შემოახვიოთ ყუნწებზე (ასე ბანანს საკუთარი ეთილენისგან დაიცავთ) და თუ მას სხვა ხილთან ერთად ინახავთ, მაშინ დამატებით, პოლიეთილენის პარკშიც უნდა მოათავსოთ, რომ სხვა ხილის მიერ გამოყოფილმა ეთილენმა არ იმოქმედოს მასზე.

0
907
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
907
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0