x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
წარსულის 5 საშინელი კატასტროფა, რომელსაც უამრავი ადამიანი ემსხვერპლა

image

imageI. ნადირობა ბეღურებზე (1958 წ.)

image
მარცვლოვანი კულტურების მოსავლის გაზრდის მიზნით, ჩინეთის მთავრობამ, 1958 წლის დასაწყისში, «მავნებლებთან» ბრძოლის კამპანიას გაუკეთა ორგანიზება. ბუზების, კოღოების და ვირთხების გარდა, შავ სიაში ბეღურებიც მოხვდნენ. ჩნელები დიდი მონდომებით შეუდგნენ ხელისუფლების დაკვეთის შესრულებას და საბრალო ბეღურებზე ნადირობის სეზონი გახსნეს. ისინი მოკლულ ფრინველებს ერთად აგროვებდნენ და დახოცილი ბეღურებისგან შექმნილი მთების ფონზე სურათებს იღებდნენ – ამას დიდ მიღწევად თვლიდნენ. მათ, მხოლოდ ერთ წელში, 1, 96 მლრდ ე. წ. მარცვლეულის შთანთქმელი ფრინველი ამოწყვიტეს.

ბეღურებთან ბრძოლის შედეგმა თავი უკვე მომდევნო წელს იჩინა: კალიები და მუხლუხოები ისეთი სისწრეაფით გამრავლდნენ, რომ მთელი მოსავალი გაანადგურეს. ქვეყანაში შიმშილი დაიწყო, რომლის მსხვერპლი 10-დან – 30 მლნ-მდე ადამიანი გახდა.



II. ვულკანი ტამბოროს გაღვიძება (1815 წ.)

image

image

image

XIX საუკუნის დასაწყ, ინდონეზიურმა მონსტრმა გაიღვიძა და 90 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კ. სუმბავაზე, რამდენიმე დღის მნძილზე, 30 კმ. სიმაღლის კვამლის სვეტი იდგა, რომელმაც მზე გააქრო მხედველობის არიდან. ფერფლის სქელმა საფარმა პლანეტის საშუალო ტემპერატურა 1 გრ. დაწია, რამაც პლანეტაზე შეუქცევადი კლიმატური პროცესები გამოიწვია:

1 წლის მანძილზე, ძალიან ციოდა აშშ-ში და კანადაში. ქვეყნების ზოგიერთ რეგიონში, ზაფხულში თოვლი მოვიდა.

ინდოეთსა და ბანგლადეშში ქოლერის ეპიდემიამ იფეთქა. მიზეზი ძლიერი გვალვა იყო, რომელმაც წვიმის სეზონი ჩაანაცვლა.
ინდონეზიური კატასტროფის შედეგი დას. ევროპის ქვეყნებზეც აისახა, რამაც შიმშილი და ტიფის აფეთქება გამოიწვია. შედეგად, – დაახლოებით, 200 ათასი ადამიანი დაიღუპა.


III. დიდი სმოგი (1952 წ.)

image

image

1952 წლის დეკემბერში, მეტად უცნაური მოვლენა მოხდა ლონდონში. გასული საუკუნის 50-იან წლებში, დიდი ბრიტანეთის ეკონომიური განვითარების ტემპი ძალიან დაჩქარდა. ფაბრიკები და ქარხნები სულ უფრო და უფრო აფართოვებდნენ წარმოებას, რაც დიდი რაოდენობით ენერგიას მოითხოვდა და ინგლისის მრეწველობისთვის პრიორიტეტული ქვანახშირის მოპოვება და გამოყენება გახდა. ეს კი, არ შეიძლებოდა, არ ასახულიყო ქვეყნის ეკოლოგიურ სისტემაზე:
დეკემბრის ანტიციკლონმა, მშვიდი და ცივი ამინდით, ხაფანგში მოაქცია ლონდონის მოსახლეობა. ქალაქის თავზე, ნახშირის წვის შედეგად გამოყოფილი, მავნე ნივთიერებები დაგროვდა და წარმოიშვა სმოგი, რომელიც იმის გამო, რომ ნიავი არ იძვროდა, ვერ გაიფანტა. რამოდენიმე დღის მანძილზე, ბრიტანეთის დედაქალაქის მოსახლეობა იძულებული იყო ნახშირორჟანგით ესუნთქა, რამაც გამოუსწორებელი შედეგი გამოიღო: 4 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100 ათასს – მწვავე რესპირაციული დაავადება დაემართა. ამ კატასტროფის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ლონდონელებმა სერიოზულად არ მიიღეს ქალაქის თავზე დაგროვილი მავნე ნივთიერებები – მათ სმოგი, ნისლში აერიათ.


IV. მასობრივი მოწამვლა ბასრაში (1971 წ.)

image

image

image

ერაყის ხელისუფლების დანაშაულებრივი გულგრილობის გამო, 100 ათასამდე ადამიანი ვერცხლისწყლით მოიწამლა და მათგან, დაახლოებით, 6 000 გარდაიცვალა. ინციდენტი ქვეყნის საპორტო ქალაქში – ბასრაში მოხდა, სადაც 9 ათასი ტ. ვერცხლისწყლით დამუშავებული, სათესლე ხორბალი იყო შეტანილი. მოწამლული ხორბალი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფერმერებს დაურიგეს, მაგრამ იმის შესახებ, რომ მარცვალი ქიმიურად იყო დამუშავებული, არ გააფრთხილეს. გამაფრთხილებელი ტექსტი ტომრებზე მხოლოდ ინგლისურ და ესპანურ ენებზე იყო, რომლებსაც ადგილობრივები არ ფლობდნენ. მოსახლეობამ ხორბალი საკვებში გამოიყენა, რამაც მასობრივი მოწამვლა გამოიწვია.


V. ტუნგუსკის აფეთქება (1908 წ.)

image

image

image

1908 წლის 30 ივნისს ტუნგუსკში (რუსეთი) უჩვეულო აფეთქება მოხდა, რომლის მიზეზი დღემდე უცნობია. აფეთქების ძალა, ჰეროსიმაში ჩამოგდებული ბომბის ძალას ბევრად აღემატებოდა. ამ კატასტროფას შეეძლო ათობით ათასი ან ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, აფეთქება დასახლებულ ტერიტორიაზე რომ მომხდარიყო.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image

ყოფილმა აგენტმა პრინცესა დიანას მკვლელობა აღიარა

65 მლნ. წლის წინ
მას წყალში სიკვდილი არ ეწერა. ქალი, რომელიც 3 გემის კატასტროფას გადაურჩა

არსება, რომლის მსხვერპლი, წელიწადში 750 000 ადამიანი არის

3
482
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
482
  
2018, 17 ივლისი, 16:07
მადლობა, შეფასებისთვის
2018, 16 ივლისი, 20:04
მომეწონა ძალიან
2018, 16 ივლისი, 19:44
ძალიან ძალიან მაგარი სტატიაა.... როგორც ყოველთვის
0 1 3