x
image
მანჩო 777
ავსტრალიელი პატარძალი საკუთარ ქორწილში შავი კაბით გამოცხადდა
ავსტრალიელმა ბლოგერმა და უსაყვარლესი პატარას დედიკომ სოფი ჩაჩიამ თავის ქორწილში საუკუნოვანი ტრადიცია დაარღვია: იმის მაგივრად, რომ ჩვეულებრივი, თეთრი საქორწილო კაბა ჩაეცვა, ცერემონიაზე შავი კაბით გამოცხადდა, ხოლო მის საქმროს, ჯარიდს, ყავისფერი ჟაკეტი და კიტრებიანი ნახატებით გაწყობილი პერანგი ეცვა.


image

''თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ სტერეოტიპი, თითქოსდა თეთრი საქორწილო კაბა მხოლოდ ქალწულმა პატარძლებმა უნდა ჩაიცვან, არაფერ შუაშია ჩემს არჩევანთან, '' - ამბობს სოფი... და ყველაფრის მიუხედავად, ის ამ კაბაშიც ულამაზესი პატარძალია.



image


''მე არ მინდოდა ისეთი ვყოფილიყავი, როგორც ყველა''.


image


''სინამდვილეში არასოდეს წარმომედგინა ჩემი თავი ასეთ კაბაში''.


image


''მაგრამ შავი ფერი კლასიკურია, სექსუალური და ელეგანტური. ის ყველას უხდება''.


image


''ქორწილზე შავი კაბის ჩაცმის იდეა პირველად ჩემს საქმროს მოუვიდა თავში და მე მომეწონა მისი რჩევა''.


image


''ჩვენ არაფერს ვაკეთებთ დაწერილი კანონებით''.


image


''მე ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ იმაში, თუ რატომ უნდა გაითვალისწონო ხალხის აზრი და გააკეთო ის, რაც მათ სურთ''.


image


''ჩვენი ქორწილი-ეს უბრალოდ პატარა წვეულება იყო პიცითა და პაელიათი''.


image


''მე ძალიან მიხარია, რომ ჩემს კაბას უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა''.


image


''მე რომ ორიენტირებული ვყოფილიყავი იმაზე-თუ რას იტყვის ხალხი, ამას ალბათ ვერასოდეს გავაკეთებდი''.


image


''მე ეს მსურდა გამეკეთებინა საკუთარი თავის და ჯარიდის სიამოვნებისათვის''.


image


''მე უბრალოდ ჩავიცვი ის, რაც მსურდა ადა არა ის, რაც აუცილებელი იყო'', - ამბობს სოფი.


image


და ბოლოს, გთავაზობთ ვიდეოს, რომელზეც სოფისა და ჯარიდის ქორწილის მომენტებია ასახული.





4
753
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
753
  
2016, 16 აპრილი, 23:26
რა თქმა უნდა, მისი ნებაა რასაც ჩაიცვამს. უბრალოდ ნამდვილად არ მესიამოვნებოდა ჩემი თავი ან ახლობელი საკუთარ ქორწილზე შავი კაბით მენახა :)
2016, 16 აპრილი, 23:25
სულ მეგრელები როოგრ გელანდებათ? ავსტრალიამდეც ჩააღწიეთ? :D
რა მნიშვნელობა აქვს რა ეცმევა. მთავარია იყო ბედნიერი.
2016, 14 აპრილი, 11:57
"ხოხ, მეგრელია ეს ქალი კალოჩე" ჩაჩიაა გვარად. :))
გ–გ
0 1 4