x
image
melody_inside
10 არარსებული სახელმწიფო
ფაქტობრივად, საერთო განსაზღვრება, რაც ქვეყანას სახელმწიფოდ აქცევს- არ არსებობს. თუ რუკას კარგად დააკვირდებით ნახავთ, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი პატარა არაღიარებული სახელმწიფოა, რომელთაც ჩვეულებრივი ქვეყნის ყველა ნიშნები აქვთ.


თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ 10 სახელმწიფოზე, რომლებსაც აქვთ დროშა, ვალიუტა, კანონები და ტერიტორია და არანაირი საბაბით არ სურთ თავიანთი პოზიციის დათმობა.



ტუვა ( რუსეთი)



image




მიუხედავად იმისა, რომ ტუვა ითვლება რუსეთის ნაწილად, ადგილობრივებს დღემდე აქვთ თავისი კანონები და წეს- ჩვეულებები.




მოსკიტია ( ნიკარაგუა)




image



2009 წელს მოსკიტიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მმარტველს აქ უწოდებენ ნაციის დიდ მოსამართლეს. ამ თანამდებობაზეა დღეს ჰექტორ უილიამსი.



ლაკოტა ( აშშ )



image



2007 წელს ლაკოტას ინდიელებმა გამოაცხადეს ლაკოტას რესპუბლიკის ფორმირება. აშშ-მ არ აღიარა ეს რესპუბლიკა, მაგრამ დაუპირისპირდეს ადგილობრივ მოსახლეობას, ჯერ არ ჩქარობს.



ჰატ- რივერის სამთავრო ( ავსტრალია )


image




ავსტრალიაში ფერმერ კესლის ოჯახი მრავალი წელი ებრძოდა სახელმწიფოს, რომელიც მის ინტერესებს მუდმივად ლახავდა. რის შედეგადაც მათ გადაწყვიტეს დაეფუძნებიათ საკუთარი სამთავრო. ამჟამად ჰატ- რივერის მცხოვრებლები გადასახადებს არ იხდიან.


სომალილენდი ( სომალი )


image




სომალილენდი იურიდიულად სომალის ნაწილია. მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობა არ განიხილავს მას არსებულ სახელმწიფოში.



ბაროტსელენდი ( ზამბია )



image




ბაროტსელენდის სამეფოს ისტორია ხუთი საუკუნეა არსებობს, მაგრამ სხვა სახელმწიფოები მას მაინც არ აღიარებენ.


დნეპრისპირეთი (მოლდოვა )



image



ამ ქვეყნის ტერიტორია გადაშლილია დნესტრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე. ამ ქვეყანას თავისი პრეზიდენტი და თავისი ვალიუტა აქვს. იურიდიულად დნეპრისპირეთი მოლდოვას რესპუბლიკას ეკუთვნის, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ასე არ თვლის და არ ეთანხმება ამ აზრს.


სებორგა ( იტალია )



image



სებორგა მდებარეობს მონაკოს საზღვართან. დამოუკიდებლობა მან მიიღო მეყვავილეობის კოოპერატივის მმართველის ჯორჯიო კარბონეს დამსახურებით. როცა ის ეძებდა მიწის ნაკვეთს იაფად, არქივში მოიძია საბუთები და აღმოაჩინა, რომ ეს ქალაქი არსად არაა აღნიშნული. მიუხედავად იმისა, რომ სებორგა ცალკე ნაციად მიიჩნევს თავს, გადასახადებს იტალიას უხდის.



გრენლანდია ( დანია )



image

ამ კუნძულზე ცხოვრობს 75 000 ადამიანი. დანიამ უფლება მისცა ადგობრივ მოსახლეობას იცხოვრონ თავიანთი წესებით და კანონებით.


კუნძული მენი ( ბრიტანეთის კუნძულები)




image



დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი არ იღებს ამ კუნძულს თავის შემადგენლობაში. აქ თავისი კანონები აქვთ. ხოლო პარლამენტი ტინუოლდი, მსოფლიოში უძველეს პარლამენტად ითვლება .

5
1866
16-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1866
  
2020, 10 სექტემბერი, 21:45
სამწუხაროდ შეცდომით დამიწერია.... :-(
2020, 10 სექტემბერი, 21:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 14 აპრილი, 16:41
ვის არ მოსვლია :)
2016, 14 აპრილი, 12:43
ოოოო. სიჩქარეში შემშლიაააა....:( ფართხაფურთხით გაკეთებული საქმე ეგრეა რააა....ოოოოო
2016, 14 აპრილი, 11:51
საინტერესო სტატიაა, მცირე შესწორებას შევიტანდი–დნეპრისპირეთი არა დნესტრისპირეთი.
0 1 5