x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თეთრმა სახლმა კრემლი სამხედრო პროვოკაციაში დაადანაშაულა(ვიდეო)
imageპენტაგონმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც რუსული Су-24 -ები თავს დასტრიალებენ ამერიკულ სამხედრო-საჰაერო ძალების ხომალდს "Donald Cook"-ს.ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას წინ უძღვოდა დისკუსიები პენტაგონში.ვიდეოები 10 და 13 აპრილით არის დათარიღებული.


ინციდენტი მოხდა 12 აპრილს ბალტიის ზღვაში.ამერიკული სამხედრო ხომალდი ზღვაში გდნასკის პორტიდან გავიდა. აღსანიშნავია, რომ გემბანზე იდგა პოლონური სამხედრო ვერტმფრენი.რუსულმა Су-24-ებმა ძალიან ახლო მანძილზე რამდენჯერმე ჩაუფრინეს სამხედრო ხომალდს, ამასთანავე თვითმფრინავების მანევრირებას დამატებით აკვირდებოდა რუსული ვერტმფრენი Ка-27.


"რუსულმა თვითმფრინავებმა სახიფათოდ ახლო მანძილზე ჩაუფრინეს ამერიკულ სამხედრო ხომალდს და პოლონურ საფრენ აპარატს"-განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯოშუა ერნესტმა.


პენტაგონმა უფრო დააზუსტა:რუსული ბომბდამშენების სიჩქარე და შეტევის კუთხე იყო მუქარის შემცველი.



ბალტიის ზღვაზე ამერიკული ხომალდი პოლონელებთან ერთობლივ წვრთნას გადიოდა.


"Donald Cook"-ი აღჭურვილია " Aegis"( იჯისი)მრავალფუნქციური საბრძოლო- საზენიტო რაკეტებით და "Tomahawk"-ის ფრთოსანი რაკეტებით.


აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის.ანალოგიური მოხდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც "Donald Cook"-მა შავ ზღვაში შეცურა.





1
234
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
234
  
2016, 14 აპრილი, 12:03
ღია კონფრონტაციას არ ერიდებიან რუსები, არ ასვენებთ "გამჩენი".
0 1 1