x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508538
ტორტი «მშვენიერი მარკიზა» (ადვილად მოსამზადებელი და გემრიელი)
image


ინგრედიენტები:


ფხვიერი ფენებისთვის:


მარგარინი (ცივი) — 300 გრ.
კვერცხის გული — 3 ცალი
ფქვილი (ახალგაცრილი) — 3 ჭ. (480 გრ.)
გამაფხვიერებელი — 1 ჩ. კ.
ნიგოზი (დაჭრილი) — 120 გრ.



ბეზეს ფენისთვის:


კვერცხის ცილა — 3 ცალი
შაქრის პუდრი — 1 ჭიქა
ლიმონის წვენი — 1/2 ჩ. კ.


კრემისთვის:image


მოხარშული შესქელებული რძე — 1 ქილა (380 გრ.)
კარაქი — 300 გრ.
ვანილიანი შაქარი — 10 გრ.


დეკორისთვის:


მოხლილი თხილი (კაკალი, არაქისი) — 1 ჭ.
შავი შოკოლადი — 50- 100 გრ.
თეთრი შოკოლადი — 50- 100 გრ.
+ თხილთან ერთად, სურვილის შემთხვევაში:
ცილა — 1 ს. კ.
თაფლი — 1 ს. კ.
შაქარი — 3 ს. კ.
მარილი — 1/2 ჩ. კ.


მომზადება:


1. ფხვიერი ფენების მოსამზადებლად, ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი > ხელით შეურიეთ დაჭრილი მარგარინი > დაამატეთ კვერცხის გული > მოზილეთ ცომი > გაყავით 3 ნაწილად და მაცივარში შეინახეთ 3 საათით.

შენიშვნა: მაცივარში შედგით ბეზეს მოსამზადებელი ცილაც, რადგან ცივი ცილა უკეთესად ითქვიფება.

2. ცხობის დაწყებამდე, 15-20 წუთით ადრე, ცომი მაცივრიდან გამოიღეთ > საცხობ ქაღალდზე დახაზეთ 22 სმ-იანი წრეები და გამოჭერით.

3. ცომი ქაღალდებზე გააბრტყელეთ > სამივე ფენას ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი და ხელის ოდნავი დაჭერით, ცომში ჩაამაგრეთ.


image


4. ბეზეს ფენის მოსამზადებლად, ცილას დაუმატეთ ლიმონის წვენი და კარგად ათქვიფეთ, ისე რომ, თასის გადმობრუნების შემთხვევაში, არ გადმოიქცეს > შეათქვიფეთ შაქრის პუდრი. უნდა მიიღოთ მკვრივი ბეზე.

5. ბეზეს მესამედი თანაბრად გაანაწილეთ ცომის ერთ ფენაზე, ხოლო დარჩენილი ბეზე, მაცივარში შეინახეთ.

6. ფენები გამოაცხვეთ 170°C-ზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში. გამოიღეთ, როდესაც მისი ზედაპირი ოდნავ შეწითლდება.

7. ფენები კარგად გააციეთ და ქაღალდი ამის შემდეგ მოაცილეთ, რადგან ცხელი ფენა მყიფე და ადვილად მტვრევადია.


image
8. კრემი: ათქვიფეთ შესქელებული რძე და კარაქი > დაუმატეთ ვანილიანი შაქარი.


9. ტორტის აწყობა: კრემი ფენებზე გაანაწილეთ > დაალაგეთ ფენები ერთმანეთზე > კრემი გვერდებზეც წაუსვით.


image
10. გაფორმება: შოკოლადი დაამტვრიეთ და პოლიეთილენის პარკებში მოათავსეთ > პარკები მოათავსეთ მდუღარე წყალში > როდესაც შოკოლადი გადნება, პარკს კუთხე მოაჭერით და ტორტის ზედაპირი შოკოლადის წვრილი ზოლებით გააფორმეთ: ჯერ შავი შოკოლადით გაატარეთ ზოლები ზევით-ქვევით, ხოლო შემდეგ – თეთრით.

11. თხილი მოხალეთ და ტორტის ცენტრი გააფორმეთ.

სურბილის შემთხვევაში, შეგიძლიათ თხილი უფრო გემრიელი გახადოთ: ერთმანეთს შეურიეთ 1 ს. კ. ცილა, 1 ს. კ. თაფლი, 3 ს. კ. შაქარი და 1/2 ჩ. კ. მარილი > ამოავლეთ ამ ნაზავში თხილი > მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე და 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში აცხვეთ, 10-15 წუთი > გააგრილეთ და გააფორმეთ ტორტის ცენტრი.


image

4
468
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
468
  
2016, 21 აპრილი, 14:55
დიდი მადლობა,ვცდი აუცილებლად
2016, 21 აპრილი, 14:34
არა, ცომი ბეზესთან ერთად ცხვება, ბეზეში კი 1 ჭ. შაქარის პუდრი აქვს. ასე რომ, შაქარი არ უნდა.
2016, 21 აპრილი, 14:18
ცომში შაქარი არ უნდა???
2016, 17 აპრილი, 1:33
მამმა მიაა, მინდაა :( ლალი
0 1 4