x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133841
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
რატომ უჭირავთ სტიუარდესებს ხელები ზურგსუკან? - ეს ბევრმა არ იცის
image

თუ დაკვირვებული მგზავრი ბრძანდებით, ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ თვითმფრინავში ასვლისას მგზავრების დამხვედრ ერთ-ერთ სტიუარდესას ხელები ყოველთვის ზურგსუკან აქვს დამალული.


ან კიდევ ვხვდებით ხოლმე შემდეგ სურათს: ბორტგამცილებელი, რომელსაც ხელები ზურგსუკან აქვს დაწყობილი, სალონში ჩაივლის წინ და უკან. ჩვეულებრივ ეს ხდება უსაფრთხოების ზომებისა და სამაშველე მოწყობილობების მოხმარების წესების ახსნის შემდეგ, როცა მგზავრებს უკვე გადაკრული აქვთ უსაფრთხოების ქამრები.


და რას ნიშნავს ეს ჟესტი - ზურგსუკან დაწყობილი ხელები?



პასუხი ძალიან მარტივია: აფრენამდე ბორტგამცილებელი ვალდებულია გადაითვალოს მგზავრები. ამისათვის გამოიყენება სპეციალური მოწყობილობა: მთვლელი-კლიკერი (იხ. ფოტო). სწორედ ეს მოწყობილობა უჭირავთ სტიუარდესებს ხელში და დამალული აქვთ ზურგსუკან, რათა ზედმეტი ყურადღება არ მიიპყრონ. ზოგჯერ გადათვლა ხდება მას შემდეგ, რაც მგზავრები ადგილებზე დასხდებიან, უშუალოდ აფრენისას. თუმცა არის შემთხვევები როცა გადათვლა ხდება ორჯერ - თვითმფრინავში შესვლისას და აფრენისას.


image




5
15248
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
15248
  
2018, 7 დეკემბერი, 21:06
სტიუარდესა არა ბორტგამცილებელი
2016, 21 აგვისტო, 10:56
საინტრესო იყო, თან სურათიც რო დადე :-)
2016, 13 აპრილი, 15:52
ნუ იტყუები არ გამოგდის;-)
2016, 13 აპრილი, 15:49
გენაცვალე. ამ მხრივ შენ უკვე დიდი ხანია გამასწარი :)
2016, 13 აპრილი, 14:31
ძალიან საინტერესო სტატიებს წერ ჩემო კარგო:-*
0 1 5