x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ივნისის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის-პროგნოზი
image


თევზები-პლანეტათა განლაგება ხელს უწყობს ოჯახს და კარიერასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. შეგიძლიათ დაასრულოთ რემონტი, მოაწყოთ საცხოვრებელი ბინა. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, დაამთავრეთ დაწყებული საქმეები., ურთიერთობაში გაჩნდება მეტი დინამიკა, მარტოხელა თევზებს გაუჩნდებათ ფლირტისკენ სწრაფვა, რაც გამოიწვევს მსუბუქ ნაცნობობას და რომანტიკულ შეხვედრებს. გაითვალისწინეთ, რომ მოსალოდნელია ბევრი შეცდომის დაშვება ახალი ურთიერთობის დაწყებისას, ამიტომ მანამდე ჯერ ძველი კავშირები გაწყვიტეთ.

ხელსაყრელი დღეები: 2, 3, 10, 11, 20, 21, 29, 30.

არახელსაყრელი დღეები: 4, 5, 18, 19, 25, 26.




image


მერწყული-თვის განმავლობაში გელოდებათ ძველ შეყვარებულთან შეხვედრა. რაც მიგანიშნებთ, რომ კარგად უნდა გადახედოთ ძველ კავშირებს და აღარ გაიმეოროთ დაშვებული შეცდომები მომავალში. ძველი ურთიერთობა მხოლოდ მცირე ხნით განახლდება. მოაგვარებთ შემოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებს, დაინტერესდებით ძველი გატაცებით და თვითრეალიზების გზებით. მუშაობისას ხშირად მიიღეთ გადაწყვეტილება და გაანალიზეთ ინფორმაცია. კოლეგებთან ურთიერთობა დატვირთული და სასარგებლო იქნება. ხელსაყრელი დროა სამედიცინო კვლევის ჩატარებისთვისაც.

ხელსაყრელი დღეები: 1, 8, 9, 17, 18, 19, 27, 28.

არახელსაყრელი დღეები: 2, 3, 15, 16, 22, 23, 29, 30.

imageთხის რქა- მუშაობის პროცესში მოსალოდნელია ჩავარდნები. მეტი გარჯა მოგიწევთ, რადგან რიგი საქმეები დასასრულებელი დაგრჩათ. ამიტომ პირველ რიგში ისინი მოაგვარეთ, რადგან სხვაგვარად ვერ მიაღწევთ პრაქტიკულ პროგრესს, დაგჭირდებათ ახალი ცოდნის მიღება, რისთვისაც საკმაოდ ხელსაყრელი დროა. ადვილად წარმართავთ ახალ საქმიან ურთიერთობას. გამოიყენეთ ურთიერთობის უნარი და სათანადო ინფორმაციის არსებობა. კარგი დროა წინასწარი შეთანხმების დადების, ზოგადი საკითხების განხილვისთვის.

ხელსაყრელი დღეები: 6, 7, 15, 16, 25, 26.

არახელსაყრელი დღეები: 1, 13, 14, 20, 21, 27, 28.


imageმშვილდოსანი-პლანეტათა განლაგება ხელს უწყობს ურთიერთობაში არსებული პრობლემების გამოჩენას, რომელსაც ვერ ამჩნევდით. გააქტიურდება ძველი კავშირები, მოიმატებს ძველ შეყვარებულთან შეხვედრის ალბათობა. გაანალიზეთ ძველი შეცდომები, დაშორების მიზეზი, ამგვარად ურთიერთობა უფრო ეფექტური იქნება. კარიერაში გამოიჩინეთ მეტი აქტიურობა და შეუპოვრობა. განახორციელეთ საკუთარი პროექტები, აქტიურად მოიპოვეთ საქმიანი რეპუტაცია. ამასთან საქმიანი კავშირების დამყარება ჩვეულებრივზე უფრო რთული იქნება.

ხელსაყრელი დღეები: 4, 5, 13, 14, 22, 23.

არახელსაყრელი დღეები: 10, 11, 18, 19, 25, 26.


imageმორიელი-ხელსაყრელი თვეა ვალების და კრედიტების დაბრუნებისთვის. მოერიდეთ ფულის სესხებას ან მის დაბანდებას რაიმე საქმეში. უკანასკნელ შემთხვევაში რისკი იზრდება, თუ სხვების კუთვნილი თანხის გამოყენებას გადაწყვეტთ. მოიმატებს თქვენი ცნობისმოყვარეობა და ადვილად აითვისებთ ახალ ცოდნას. წარმატება გელოდებათ უცხოელებთან ურთიერთობისას. მეგობრებთან კონტაქტი უფრო დინამიური და ღია იქნება, გაჩნდება ახალი თამამი გეგმები სამომავლოდ.

ხელსაყრელი დღეები: 2, 3, 10, 11, 20, 21, 29, 30.

არახელსაყრელი დღეები: 8, 9, 15, 16, 22, 23.

imageსასწორი-დაგჭირდებათ ბოლო ხანებში მიღებული ცოდნა. გადაწყვეტილების მიღებისას უფრო ხშირად გამოიყენეთ ცხოვრებისეული გამოცდილება. მოერიდეთ უცხოეთში მოგზაურობის დაგეგმვას, რადგან ის დავიდარაბის გარეშე არ ჩაივლის. თვის განმავლობაში ხშირად დაფიქრდებით ცხოვრებისეულ მიზნებზე, ახალ პრიორიტეტებზე, ან მოიპოვებთ სახელს კონტაქტურობის ან ორატორული ნიჭის მეშვეობით. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მეტი ენერგია და ძალა გექნებათ მარტო ყოფნისას.

ხელსაყრელი დღეები: 1, 8, 9, 17, 18, 19, 27, 28.

არახელსაყრელი დღეები: 5, 6, 12, 13, 20, 21.


imageქალწული-საკმაოდ აქტიური თვეა. ხშირად გამოიჩენთ ინიციატივას, მიიღებთ თამამ გადაწყვეტილებას. ხელსაყრელი დროა სპორტის და ნებისმიერი ფიზიკური აქტიურობისთვის, ასევე ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც მოითხოვს ენერგიულობას და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას, სამსახურსა და კარიერაში წინსვლა ნაკლებად არის მოსალოდნელი. ხშირად ამოტივტივდება წარსულიდან საკითხები, რომელიც დაკავშირებულია სამსახურთან. თუ რაიმე დადებითი გამოცდილება დააგროვეთ, ამ პერიოდში ის გამოგადგებათ. ხოლო თუ რაიმეს გაკეთება ვერ მოასწარით, მოგიწევთ მისი დასრულება. გქონდეთ მეგობრების და თანამოაზრეების დახმარების იმედი, რომელთა რაოდენობა გაიზრდება.

ხელსაყრელი დღეები:6, 7, 15, 16, 25, 26.

არახელსაყრელი დღეები: 3, 4, 10, 11, 17, 18, 19.

imageლომი-მეგობრებთან. განსაკუთრებით დაქალებთან ურთიერთობა უფრო ჩახლართული იქნება. მოიმატებს შეხვედრის ალბათობა ყოფილ მეგობრებთან. უფრო მეტად გაუჭირდებათ მამაკაცს-ლომებს. საპირისპირო სქესთან მეგობრული ურთიერთობა უფრო ხშირად აირევა ფლირტსა და რომანტიკაში, გახდებით ნაკლებად თანმიმდევრული, რის გამოც დაზარალდება თქვენი რეპუტაცია. კარგი დროა თანამოაზრეების წრეში, ძველ გატაცებებს და ინტერესებთან დაბრუნებისთვის. აქტიურად გამოიმუშავებთ ფულს, თუმცა თქვენი ხარჯებიც მოიმატებს.

ხელსაყრელი დღეები: 4, 5, 13, 14, 22, 23.

არახელსაყრელი დღეები: 2, 3, 8, 9, 15, 16, 29, 30.

imageკირჩხიბი-თვის განმავლობაში მეტად აქტუალური იქნება ფარული სასიყვარულო რომანის, ძველ სასიყვარულო და რომანტიკული ურთიერთობის თემასთან დაბრუნება, მათი გაანალიზება.აღმოაჩენთ დარჩენილ გრძნობებს ყოფილი შეყვარებულის მიმართ და მოისურვებთ მის გარკვევას, განახლებას და კვლავ იმედგაცრუების განცდას, რათა საბოლოოდ დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი დასრულდა. თვის განმავლობაში გელოდებათ მეტი მოგზაურობა, საქმიანი ურთიერთობა. მეტად ცნობისმოყვარე იქნებით და აქტიურად განავითარებთ საკუთარ ერუდიციას.

ხელსაყრელი დღეები: 2, 3, 10, 11, 20, 21, 29, 30.

არახელსაყრელი დღეები: 1, 6, 7, 13, 14, 27, 28.

imageტყუპები-მეტ ყურადღებას გამოიჩენთ საკუთარი გარეგნობის მიმართ. შეგიძლიათ სტილის შეცვლა, მხოლოდ წინასწარი ხანგრძლივი მომზადების შემდეგ. ნუ იჩქარებთ უეცარი ცვლილების იდეის განხორციელებას, რადგან ის თქვენთვის სასარგებლო არ იქნება. თვის განმავლობაში აქტიურად მოაგვარებთ ნებისმიერ ოჯახურ საკითხს. თუმცა მოერიდეთ სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, განსაკუთრებით, როცა გჭირდებათ დიზაინერული აზროვნება და სტილის და სილამაზის შეგრძნება. გაგიჩნდებათ ახალი აზრები პირადული ფინანსების მართვასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ ინფორმაციის მოგროვებით შემოიფარგლეთ და მოერიდეთ კონკრეტულ მოქმედებას.

ხელსაყრელი დღეები: 1, 8, 9, 17, 18, 19, 27, 28.

არახელსაყრელი დღეები: 3, 4, 10, 11, 25, 26.

imageკურო-თვის განმავლობაში უფრო ხშირად გამოიჩენთ არათანმიმდევრულობას ფინანსური საკითხების მოგვარებისას. მოერიდეთ დაბანდებების გაკეთებას, რადგან უფრო ხელსაყრელი დროა ვალების დაბრუნების ან მოგების შენარჩუნებისთვის.

ასევე არასასურველია მსხვილი ხარჯების დაგეგმვა, რადგან ისინი გარკვეული დროის შემდეგ აუცილებელი აღარ იქნება. აქტიურად გამოიჩენთ თავს შემოქმედებით საქმიანობაში. კარგი დროა თვითგამოხატვისთვის, გააქტიურდებით რომანტიკულ სფეროში, თუმცა ახალი ურთიერთობის დამყარება გაგიჭირდებათ.

ხელსაყრელი დღეები:6, 7, 15, 16, 25, 26.

არახელსაყრელი დღეები: 2, 3, 8, 9, 22, 23, 29, 30.

imageვერძი-თვის განმავლობაში გახშირდება შეხვედრები ძველ ნაცნობებთან, თანაკლასელებთან და ადამიანებთან წარსულიდან. განახლდება მათთან ურთიერთობა, ამასთან საკმაოდ თბილი ფორმით. მოკლე მოგზაურობა შეფერხებით ჩაივლის. მხედველობიდან გამოგეპარებათ მოგზაურობის დეტალები დაბნეულობის და უყურადღებობის გამო. აქტიური იქნებით სამსახურში. ვალდებულებას თავს გაართმევთ სწრაფად და ენერგიულად. ასევე აქტიური ურთიერთობა იქონიეთ კოლეგებთან და მოაგვარეთ ყოფითი საკითხები.

ხელსაყრელი დღეები: 4, 5, 13, 14, 22, 23.

არახელსაყრელი დღეები: 1, 6, 7, 20, 21, 27, 28.

0
961
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
961
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0