x
image
melody_inside
დათვი მისდევს სნოუბორდისტ გოგონას!
სტუდენტი ავსტრალიიდან ისვენებდა რა იაპონიის სამთო სათხილამურო კურორტზე, ვერ შეამჩნია დათვი რომ მისდევდა უკან: ამის შესახებ მან გაიგო მხოლოდ მაშინ, როცა ვიდეოებს ათვალიერებდა!


image



image








ეს უჩვეულო ვიდეო გამოაქვეყნა სიდნეიში მცხოვრებმა 19 წლის კელი მერფიმ. GoPro-ს კამერით იღებდა თავის თავს, როცა სნოუბორდით ეშვებოდა ძირს. თან მღეროდა რიანას სიმღერას და საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას იმას, თუ რა ხდებოდა ზურგს უკან!




ათვალიერებდა რა თავის ჩანაწერებს, გოგონამ აღმოაჩინა, რომ ცოტაც და დათვი შეჭამდა. მან ეს ვიდეო ინტერნეტში გამოაქვეყნა. შემდეგ კი ინტერვიუების მიცემა და მტკიცება დსჭირდა იმისა, რომ ეს ყალბი მასალა არაა და ნამდვილია: ბევრმა მომხმარებელმა არ დაიჯერა ამ სიტუაციის რეალურობა.



იმის დასამტკიცებლად, რომ ვიდეო დამონტაჟებულია, მათ მოჰყავთ რამდენიმე მაგალითი: მაგალითად, დათვის ღრიალი მაშინ, როცა კადრში ჩანს, და ხმა იკარგება, როცა აღარ ჩანს. ან დათვის სიჩქარე–ის თითქოს სულ ერთნაირი მანძილითაა დაშორებული გოგონადან.


მთავარი არგუმენტი კი მოაქვთ იაპონიის ბუნებათმცოდნეებს. ვიდეო გადაღებულია კუნძულ ჰონსიუზე. სადაც მხოლოდ ჰიმალაის დათვები ბინადრობენ: შავ -თეთრები და უფრო მომცროები, ვიდრე კადრშია.


image



image








იგივე ვიდეო - მუსიკის თანხლებით






ნახეთ ასევე ვიდეო – დათვი მისდევს ტურისტებს პარკ იელოუსტონში




1
405
12-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
405
  
2016, 13 აპრილი, 13:24
ექსპერტებმა ანიმაციური დათვია და ვიდეო ფალსიფიცირებულიაო. :))
0 1 1