x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
დიეტის გარეშე 3-ჯერ მეტ ცხიმს დაწვავთ, მხოლოდ 3 ჩაის კოვზი...
ჭარბი წონა ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნება აქტუალური ჩვენდა საუბედუროდ. კარგი გენების გავლენით ეს ბევრისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა განსაზღვრული ნაწილი კი იტანჯება გარკვეული აკრძალებით- საკვებისა თუ სასუსნავის მხრივ, ხოლო ვისაც გააჩნია გარკვეული სახსრები, ის თავს უთუოდ იტვირთავს სატრენაჟორო თუ სპორტდარბაზებში ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ნურც იმას იფიქრებთ, რომ მხოლოდ ჩვენს დროში ექცევა ფიგურას ყურადღება, ე.წ. ტრენაჟორები ვიქტორიანულ ეპოქაში გამოიგონეს და მაშინაც აწუხებდა ხალხს ეს პრობლემა. უმეტეს შემთხვევაში ჭარბ წონას ადგილი არასწორი კვებისა და უმოძრაობის- ფიზიკური დაუტვირთაობის გამო ექმნება.


image


ჭარბი წონა ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რას- რა ოდენობით მიირთმევთ და რამდენს მოძრაობთ დღის მანძილზე:

1. მთელი სხეულის ირგვლივ ჩასუქებული ყველა ორგანო მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს უყვარს კარგი კვება. სწორედ ნაყროვანება ხდება მნიშვნელოვანი პრობლემა, რაზეც უმეტესი ჩვენგანი უარს ვერ ამბობს, ბუნებრივია მარტივი არაა გემრიელი კერძების იგნორირება და შედეგიც არ აყოვნებს და სახეზეა, უფრო სწორედ სხეულზეა. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება საკვების მიღების შემცირების საკითხს. უბრალოდ ჭამამდე 30 წუთით ადრე ორი ჭიქა წყალი დალიეთ, ასევე შავ სიაში შეიყვანეთ ტკბილეული, საკონდიტრო ნაწარმი და ძალიან ცხიმიანი კერძები, შედეგად კი ლამაზი და ჯანმრთელი სხეული გარანტირებული გექნებათ.

2. ათეროგენული მეტაბოლური დისბალანსი. ასეთი ტიპის სიმსუქნის დროს ხდება დიდი რაოდენობით ცხიმის დაგროვება მუცელში, რაც გამოწვეულია ნაკლებად სასარგებლო პრუდქტებისგან და ხელს უწყობს სუნთქვის დათრგუნვას. როგორ დავაღწიოთ თავი? ძნელი პროცედურები არც აქ გვჭირდება, უბრალოდ იმოძრავეთ ჰაერზე მეტი და ნუ მიიღებთ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტებს.

3. უმოძრაობით გამოწვეული სიმსუქნე. ასეთი სიმსუქნე ძირითადად გამოიწვევა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ადრე ვარჯიშობდა, ბევრს მოძრაობდა და ეხლა მოდუნებულია ანუ უსაქმურობს. ასევე ტკბილეული- ფუნთუშები, ნაცხვარი, შოკოლადი და ა.შ.- ახდენს გავლენას. დაკავდით სპორტით, გამორიცხეთ რაციონიდან ტკბილეული, მიიღეთ მეტი ხილი და სასურველი შედეგიც არ დააყოვნებს.


უკანასკნელმა კვლევებმა ცხადყო, რომ საუკეთესო შედეგებს წონის კლებაში ბალახეულები და სანელებლები იძლევა. გარდა ამ ყოველდღიური რჩევებისა კი მინდა გაგანდოთ კიდევ ერთი უებარი საშუალება, რომლის მეშვეობითაც 3-ჯერ მეტი ცხიმის დაწვას შეძლებთ.


როგორ დავიკლოთ სწრაფად დიეტის გარეშე?




კვლიავი- ფაქტობრივად ყველაზე გავრცელებული აღმოსავლური სანელებელია, ვიზუალურად ძალიან ჰგავს ბეგქონდარას, თუმცა გემო და არომატი სრულიად განსხვავებულები აქვთ. მისი წარმოუდგენლად შეშლილი არომატი ამდიდრებს ბოსტნეულის კერძებს, ბრინჯს, ფრინველისა და ცხვრის ხორცს. ძველად ის გამოიყენებოდა ქოლელითიაზის, მუცლის შებერილობისას და მალამოებში ჭრილობებისთვის. იცავს ნაწლავებს, თირკმელს, ღვიძლს, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, ხელს უშლის კიბოს განვითარებასა და ათავისუფლებს ორგანიზმის უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან.


image


კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი თვისება კვლიავის არის ის, რომ ეფექტურად ამცირებს ქოლესტერინის დონეს და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას. თუ მას დაამატებთ ჩაიში, უცებ დაგიქვეითებთ მადას და დაგეუფლებათ დანაყრების შეგრძნება. იმის გამო, რომ ნაწლავის პერისტალტიკის სტიმულირებასა და სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას უწყობს ხელს, უებარია ყველა დიეტაზე.


ნაყენის დამზადება: იმისათვის, რომ მოვამზადოთ მისგან ნაყენი წონაში დასაკლებად, მოიქეცით შემდეგნაირად: თერმოსში მოათავსეთ 2 ჩაის კოვზი მწვანე ჩაი და 3 ჩაის კოვზი კვლიავი, დაასხით 500 მლ ლიტრი ადუღებული წყალი და დააყოვნეთ. ნაყენი მიირთვით ყოველი კვების შუალედში.


უკუჩვენება: ნაყენი უკუნაჩვენებია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, გასტრიტისა და კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს.



მიირთვით ეს სასარგებლო და მარტივი ნაყენი (ჩაი) და 3-ჯერ გაიზრდება თქვენი ქოლესტერინის წვის პროცესი და იქნებით სრულიად ჯანმრთელნი.



P.S. წარმატებებს გისურვებთ.


0
9839
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
9839
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0