x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
უცნობი ლამაზი ქართული ლექსები
image(ეძღვნება ბარათაშვილის ხიდის მოაჯირზე ასულ, სუიციდით შეპყრობილ, ნათიას, რომელიც სიკვდილმა გადაიფიქრა!)
გენი ევასაგან მოგდგამს ვინაიდან,
დგახარ მოაჯირზე ცოდვას ეპირები!
ქალი –მოვარდნილი ღვარი მდინარიდან.
კაცი –წინ აღმდგარი ლოდი ჯებირების…
მართლა კარგად მესმის მას რაც შეუძლია,
ერთხელ მეც გავბედე, (უნდა ვთქვა კიდავაც)
კაცი –გაცრეცილი ლექსის რვეულია,
ქალი –ამ ლექსებზე ცეცხლის წაკიდება.

ჭიამაიების ერთი ოცეული
ამინდს გავუცვალეთ, ჰოდა დღესდარია,
ქალი -ყვავილია ნორჩი ბროწეულის,
კაცი? -კაცი ალბათ ფუტკრის ნესტარია,
ფუტკრის, ყვავილებს რომ გულში ჩარჩენიათ,
გული სიყვარულით როცა დაიმტვერა,
ქალი -შენია და თითქოს არც შენია,
კაცი -გპატიობს და თითქოს, მაინც ვერა!
უკვე აფრინდი და მეცხრე ცას მიტოპავ,
მზერა დამფრთხალია, როგორც მეხში – შველი
კაცი -წვიმა არის
ქალი –წყალდიდობა!..
შენსკენ მეც მოვტოპავ ღრმად და … ფეხშიშველი -
მთვარე შენს ნაწნავში ვერ გამოეტია,
ცისკენ მიგაქანებს ფიქრთა ნიაღვარი,
კაცი ყოველთვის და ყველგან პოეტია
თუკი გაუგებს და თავსაც შეაყვარებს
ქალი – მოვარდნილი ღვარი მდინარიდან,
ტალღას აქაფებულს ჩემკენ მოაჯირი-
თებდა, თებერვალი იდგა ვინაიდან
კადრში გაიყინეთ შენ და მოაჯირი!



***

რაღაც ხასიათზე დღეს ვარ ირონიულ,
ისევ მენატრება შენი სიახლოვე.
მინდა ეს ფოთლები მოვურ-მივურიო,
ბოლოს მაინც ვინმე ერთად შეაგროვებს.
უფრო ცივი არის ამწელს ნოემბერი,
კიდევ გაცივდება წლები მიყოლებით.
მინდა ახლა ისე თბილად მოგეფერო,
თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები.
თითქოს ბავშვი ვიყო ისე მეტირება.
იცი, წუხელ ერთი ლექსი დაგიწერე.
არის უსარგებლო ყველა შეპირება,
მაგრამ ეს სიტყვები ჩემს თავს გაგიწევენ.

ახლა მგონი უკვე მივედ-მოვედები,
გახდა სისულელე ასი მილიარდი.
წამო, შევიშალოთ,
როგორც პოეტები,
ვინც ამ ცხოვრებისგან ზურგით მიტრიალდნენ.
წამო, თორემ ეს ცა ისე გაიბურა,
სხვა ცა აღარა ჩანს ჩვენი ფანჯრებიდან.
წამო,
გეხვეწები,
მინდა ძველებურად
სისხლი გადაგისხა ჩემი მაჯებიდან.



image


***

მარტის ცივ ამინდში გაგიცანი,

გრძნობებს გიმალავდა მკაცრი ქცევა,

ჩემდაუნებურად დავიმორცხვე,

ჩუმად გაგაყოლე ნაზი მზერა...


ფიქრებს ის წუთები შეუყვარდათ,

უკვე მერამდენედ გაგიხსენე,

ვიცი, მეტისმეტად ტკბილი ხარ და

სწორედ ამიტომაც დაგიჩემებ !



***

ისევ არეული დამაქვს ნაბიჯები,
შარვალს ცარიელი ჯიბე გამოჩრია.
ისე მომყვებიან ზურგში ნაბიჭვრები,
ვხვდები,
თუ დავეცი – ყელსაც გამომჭრიან.
მაგრამ არაფერი, სხვა რამ მედარდება,
მაინც რანაირად ყოფნა დავიჩემე,
დღეში თითო დარდი მაინც მემატება,
ყელში ამოვიდა,
ჰოდა, დავიჯერე,
რომ ამ ცხოვრებაში თუა გადარჩენა –
ჩემთვის –მხოლოდ მისი თბილი თითებია,
მხოლოდ მისმა თბილმა სუნთქვამ დამაჯერა,
ჩემი თვალები რომ ისევ ინთებიან.
ჰოდა,
მოდით,
ძმებო,
თავი დამანებეთ,
თქვენი წიაღსვლები თქვენთვის დამითმია,
მე კი
მას მოვძებნი მთელი გამალებით,
გულში ახლა ისე ფეთქავს არითმია,
რომ დროს მგონი ყველა რამსი აერია,
ვეღარ დამეწევა უკან ბარე ორი.
ახლა ეს ცხოვრება ჩემი ჰაერია,
მხოლოდ ნაბიჯი მაქვს ისევ არეული.

1
499
8-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
499
  
2016, 10 ივნისი, 14:56
რითმა არაა
0 1 1